საქართველოს თასის გათამაშება მერვედფინალური სერიებით დაიწყო

დღეს სტარტი აიღო საქართველოს თასის გათამაშებამ, რომელშიც სუპერლიგის 11-ივე და “ა” ლიგის 5 გუნდი მონაწილეობს. წილისყრის შედეგად გუნდები მერვედფინალში დაწყვილდნენ და იანვრის დარჩენილ პერიოდში ტურნირის 8 საუკეთესო გვეცოდინება. მერვედფინალური სერიები 2-მატჩიანია და ასევე იქნება მარტის თვეში დაგეგმილი მეოთხედფინალებიც. საუკეთესო კვარტეტი ოთხთა ფინალის საგზურს მოიპოვებს, რომელიც 9-10 აპრილს გაიმართება და იქ სერიების ნაცვლად ერთმატჩიანი ნახევარფინალები და […]

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6633 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6633 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6633 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6588 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0045 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8971 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8946 ლარს შეადგენდა. […]

ნინო რუხაძე – ჩვენს მიერ გაკეთებული საქმეები ოპოზიციისთვის პოლიტიკურად დამაზიანებელია

წერეთლის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო მოსახლეობას დისკომფორტი ექმნება, რისთვისაც მათ ბოდიშს ვუხდით, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ ვაპირებთ ბოდიშის მოხდას იმ დისკომფორტისთვის, რომელიც ექმნებათ ჩვენს ოპონენტებს ჩვენი გაკეთებული საქმეებით, – ეს განცხადება თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრმა, ნინო რუხაძემ გააკეთა. მისი თქმით, ხელისუფლებაში არიან ადამიანები, რომლებსაც ამ ქვეყანაზე გული შესტკივათ და აგრძელებენ სასიკეთო საქმეების კეთებას. „ჩვენს […]

გიორგი კაპანაძე – ჩემს მიერ გამოქვეყნებული „ფეისბუქ პოსტის“ გამო მიჩივლა ივანიშვილის „ქართუ ბანკმა“

გუშინ ვისაუბრე იაფი დენის ხარჯზე, ივანიშვილის მიერ ბიტკოინებით მილიარდების შოვნაზე. დღეს კი, დამირეკესსაქალაქო სასამართლოდან და 2019 წელს, ჩემს მიერ გამოქვეყნებული „ფეისბუქ“ პოსტის გამო ივანიშვილის “ქართუ ბანკმა” მიჩივლა , – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი კაპანაძემ განაცხადა. გიორგი კაპანაძის განცხადებით, “არავის ეშინია” და 2024 იქნება “რუსულ-ოლიგარქიული რეჟიმის” დამარცხების წელი. „გუშინ, ტვ პირველის ეთერით, ვისაუბრე […]

პროკურატურამ ,,ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფ 5 პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ,,ქურდული სამყაროს“ წევრობისთვის, „ქურდულ შეკრებაში“ მონაწილეობისთვის, ,,ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის, ,,ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის, გამოძალვისა და გამოძალვაში დახმარების ფაქტებზე 5 პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, […]

დიდი ბრიტანეთი „ჰუსიტების“ წინააღმდეგ ახალ სანქციებს დააწესებს

დიდი ბრიტანეთი „ჰუსიტების“ წინააღმდეგ ახალ სანქციებს დააწესებს , – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა განაცხადა. „ჩვენს ხელთ არსებულ ყველაზე ეფექტურ საშუალებებს გამოვიყენებთ, რათა ფინანსურ რესურსებზე „ჰუსიტების“ წვდომა შევზღუდოთ, რომლებსაც ისინი ამ თავდასხმების დასაფინანსებლად იყენებენ. ჩვენ ამ საკითხზე აშშ-თან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ და უახლოეს დღეებში ახალი სანქციების გამოცხადებას ვგეგმავთ“, – აღნიშნა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა. რიში […]

Axios: ისრაელი ჰამასს მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ ბრძოლის ორი თვით შეჩერებას სთავაზობს

ისრაელმა ჰამასს ყველა მძევლის გათავისუფლების სანაცვლოდ ბრძოლის ორი თვით შეჩერება შესთავაზა. ამის შესახებ ინფორმაცია ამერიკულმა მედია Axios-მა ისრაელის მაღალი თანამდებობის პირებზე დაყრდნობით გაავრცელა. გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელმა ჰამასს შეთანხმების ეს პირობები მედიატორების, კატარის და ეგვიპტის დახმარებით შესთავაზა, თუმცა პირობები არ მოიცავს ომის დასრულების შესახებ არანაირ შეთანხმებას. ისრაელის წარმომადგენლები ამჟამად ჰამასის პასუხს ელოდებიან. Axios-ის ცნობით, ისრაელში ოპტიმისტურად […]

ბოკერია: სწორედ რეგულაციების შედეგია ასეთი ძვირი რომ არის სესხის აღება

ამ ვითარებაში გამოსავალია არა დამატებითი რეგულაციები, არამედ ქვეყნის ეკონომიკის გამოცოცხლება, რომ მოქალაქეებს ჰქონდეთ შანსი, საკუთარი შრომით მოიპოვონ შემოსავალი და ასეთ რთულ და ტრაგიკულ ვითარებაში არ აღმოჩნდნენ. ყველა, ვინც დღეს დამატებითი რეგულაციებს მოითხოვს მდიდარი ევროპული ქვეყნების მაგალითებით, ივიწყებს იმას, რომ ამ სფეროში უამრავი რეგულაცია უკვე შემოტანილია ამ რეჟიმის წყალობით. ზერეგულაციები დაწესდა სწორედ მოქალაქეებზე ზრუნვის მოტივით და […]

ქართველი კაპიტნის მეთაურობით მეზღვაურებმა 34 ადამიანი გადაარჩინეს – საზღვაო სააგენტო

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, ქართული კაპიტნის მეთაურობით მეზღვაურებმა 34 ადამიანი სიკვდილს გადაარჩინეს. “ქართველმა მეზღვაურებმა 34 ადამიანი გადაარჩინეს! 20 იანვარს, ღამის საათებში ხმელთაშუა ზღვაში მცურავ გემ Lider Halil-ს კუნძულ კრეტას სამაშველო სამსახური დაუკავშირდა და მათთან ახლოს მყოფი მიგრანტების ნავის შესახებ შეატყობინა, სადაც ოცდახუთამდე ადამიანი იმყოფებოდა და შველას ითხოვდა. ქართველი კაპიტნის, ვაჟა ჯანგველაძის მეთაურობით დაუყოვნებლივ დაიწყო სამაშველო-სამძებრო […]

აზერბაიჯანში, თავდაცვის სამინისტროს კუთვნილ ქარხანაში აფეთქება მოხდა

აზერბაიჯანში, ქალაქ შირვანში თავდაცვის სამინისტროს კუთვნილ ქარხანაში აფეთქება მოხდა. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს. აზერბაიჯანის პროკურატურაში აცხადებენ, რომ აფეთქების შედეგად 3 ადამიანი დაშავდა. ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ და მომხდარის გამომწვევ მიზეზს იკვლევენ.