ბოკერია: სწორედ რეგულაციების შედეგია ასეთი ძვირი რომ არის სესხის აღება

ამ ვითარებაში გამოსავალია არა დამატებითი რეგულაციები, არამედ ქვეყნის ეკონომიკის გამოცოცხლება, რომ მოქალაქეებს ჰქონდეთ შანსი, საკუთარი შრომით მოიპოვონ შემოსავალი და ასეთ რთულ და ტრაგიკულ ვითარებაში არ აღმოჩნდნენ. ყველა, ვინც დღეს დამატებითი რეგულაციებს მოითხოვს მდიდარი ევროპული ქვეყნების მაგალითებით, ივიწყებს იმას, რომ ამ სფეროში უამრავი რეგულაცია უკვე შემოტანილია ამ რეჟიმის წყალობით. ზერეგულაციები დაწესდა სწორედ მოქალაქეებზე ზრუნვის მოტივით და მნიშვნელოვანწილად, სწორედ ამ რეგულაციების შედეგია, რომ ასეთი ძვირია სესხის აღება და მაგას მიჰყავს შემდგომ მოქალაქეები სწორად ამ კატასტროფულ მდგომარეობამდე. თუ ევროპიდან სოლიდარობის მაგალითები გვინდა, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფ ოჯახებს არ უნდა ჰქონდეთ უსახლკაროდ დარჩენის საფრთხე და ამაზე უნდა ზრუნავდეს საზოგადოება და სახელმწიფო.
ამბობს ევროპული საქართველოს თავჯდომარე, . დღეს, 23 იანვარს, კეკელიძის ქუჩიდან ოჯახის გასახლების პროცესში 20 პირი დააკავეს. კეკელიძის N1-ში ხატიაშვილების ოჯახის გამოსახლების პარალელურად საპროტესტო აქცია დილიდან მიმდინარეობდა. ბინის დაკარგვის მიზეზი გადაუხდელი სესხი გახდა. მოქალაქეები გამოსახლების შესაჩერებლად შეიკრიბნენ და აღსრულების პოლიციის თანამშრომლებს დაუპირისპირდნენ. კეკელიძის ქუჩაზე ტრანსპორტის გადაადგილება შეზღუდული იყო.