“დიდი დიღომში შეიძლება იყოს ტრამვაი, შეიძლება იყოს მეტრო” – რა პროექტებზე საუბრობს კალაძე

თბილისის მერის განცხადებით, დანიური კომპანია “რამბოლის” მიერ თბილისის სატრანსპორტო გეგმის ფარგლებში შემოთავაზებული პროექტების ნაწილზე მუშაობა უკვე დაწყებულია და აქტიურად მიმდინარეობს – მათ შორისაა – თბილისის ავტობუსის სატრანზიტო დერეფნის პროექტი. კახი კალაძემ ასევე აღნიშნა, რომ მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობით მიმდინარეობს დადიანის ქუჩისა და სადგურის მოედნის დამაკავშირებელი ხიდის პროექტირების სამუშაოები. თბილისის მერის თქმით, თითოეული შემოთავაზებული პროექტისთვის გათვალისწინებულია მიზანშეწონილობის […]
კეკელიძის ქუჩაზე ოჯახის გამოსახლების დროს დაკავებული ორი პირი 2000-2000 ლარით დააჯარიმეს

თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე, ოჯახის გამოსახლების დროს დაკავებული ორი პირი ადმინისტრაციული წესით, 2000-2000 ლარით დააჯარიმეს და გაათავისუფლეს. დაკავებულთა ინტერესებს „სოციალური სამართლიანობის ცენტრი” იცავს. როგორც ორგანიზაციაში რადიო თავისუფლებას უთხრეს, ამ დროისთვის თავისუფალია მათი იურისტების დაცვის ქვეშ მყოფი, ადმინისტრაციული წესით დაკავებული ათი პირი. ექვსი მათგანის სასამართლო პროცესები გაიმართება. კეკელიძის ქუჩაზე სისხლის სამართლის წესით დაკავებული მოძრაობა „ხმის” ორი თანადამფუძნებლის, […]
ბუჩუკური: ოცნება არჩევნებამდე ამზადებს პროვოკაციებს, მათ შორის, Deepfake-ებს

ჩვენ ინფორმაცია გვქონდა, რომ ქართული ოცნება ამზადებდა და ამზადებს პროვოკაციებს, ძალის დემონსტრირებას, დეზინფორმაციას, ე.წ. Deepfake-ებს. ეს ინფორმაცია ჩვენამდე თავად მათივე პარტიიდან და მათ მიერვე კონტროლირებადი მედიებიდან ჟონავს. არჩევნებამდე მსგავსი ტიპის პროვოკაციებს ყველა უნდა ველოდოთ. ჩვენ აბსოლუტურად ყველაფერისთვის მზად ვართ.
სოფო ჯაფარიძე – მივმართავთ უკრაინას, ჩაერთოს პროკურატურა და გამოვლინდეს ყველა პირი, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მიმართ ჩადენილ დანაშაულშია მონაწილე

მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენლის, სოფო ჯაფარიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებში მონაწილე ადამიანები უნდა დაისაჯონ და უკრაინის პროკურატურამ გამოძიება დაიწყოს. შესაბამისი მოთხოვნით ისინი უკრაინის რადას დეპუტატებს მიმართავენ. „მივმართავთ უკრაინას, რომ ჩაერთოს უკრაინის პროკურატურა და გამოვლინდეს ყველა პირი, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მიმართ ჩადენილ დანაშაულში არის მონაწილე. მე კიდევ ერთხელ მინდა საზოგადოებას შევახსენო, რომ მიხეილ სააკაშვილი იყო […]
პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილს დღევანდელ პროცესზე გამოცხადება ან დისტანციურად ჩართვა შესთავაზეს, რაზეც მან უარი თქვა

თბილისის საქალაქო სასამართლოში, 7 ნოემბრის საქმეზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის და მასთან ერთად ბრალდებული ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სხდომას კლინიკა „ვივამედიდან“ მიხეილ სააკაშვილი დისტანციურად არ ერთვება. როგორც პენიტენციური სამსახურიდან გამოგზავნილ ოქმშია აღნიშნული, სააკაშვილს პროცესზე გამოცხადება, ან დისტანციურად ჩართვა შესთავაზეს, რაზეც მან უარი განაცხადა. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის მოწმეებს დაკითხავენ. კერძოდ კი, სასამართლოში ჩვენებას […]
25-26 იანვარს საქართველოში შედარებით ცივი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 25-26 იანვარს საქართველოში შედარებით ცივი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ღამის საათებში გაძლიერდება ყინვა. 27 იანვრიდან კვლავ ნალექიანი ამინდი იქნება. მათივე ცნობით, ქალაქ თბილისში 25-26 იანვარს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 27 იანვარს თოვლჭყაპია შესაძლებელი. ჰაერის ტემპერატურა ღამით -1, -3, დღისით +4, +6 გრადუსი დაფიქსირდება. „სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 25-26 […]
ცაგერის მუნიციპალიტეტის, სოფელ წიფერჩის ახალ აშენებულ საბავშვო ბაღში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი განახლდა

ცაგერის მუნიციპალიტეტის, სოფელ წიფერჩის ახალ აშენებულ საბავშვო ბაღში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი განახლდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ცაგერის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში მოეწყო კომფორტული სასწავლო-სააღმზრდელო შიდა და გარე სივრცეები, რეკრეაციული ზონები, კომუნიკაციები და სველი წერტილები. ინფორმაციის თანახმად, საბავშვო ბაღი სრულად აღიჭურვა განახლებული ინვენტარით. „იგი სრულად ადაპტირებულია განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირთათვის და 30 აღსაზრდელზეა გათვლილი. სამუშაოები […]
რუსული თვითმფრინავი ბელგოროდში ჩამოვარდა – ბორტზე 63 ადამიანი იმყოფებოდა

რუსული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი, სადაც 63 ადამიანი იმყოფებოდა, რუსეთის ქალაქ ბელგოროდში ჩამოვარდა – ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Unian ტელეგრამ არხებზე დაყრდნობით ავრცელებს. მედიის ცნობით, ბორტზე მყოფი პირების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე უცნობია. ბელგოროდის რეგიონის გუბერნატორი, ვიაჩისლავ გლადკოვი წერს, რომ ადგილზე საგამოძიებო და საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლები არიან მობილიზებული. ახლა საგამოძიებო ჯგუფი და საგანგებო სიტუაციების […]
სილქნეტი სათხილამურო სპორტის მხარდაჭერას აგრძელებს

2023-24 წლის სათხილამურო სეზონი საქართველოში წარმატებით მიმდინარეობს. ბაკურიანში ფრისტაილის მსოფლიო თასის ეტაპებში – მოგულისა და დუალ მოგულის დისციპლინაში – 16 ქვეყნის 90 სპორტსმენი მონაწილეობდა. შემდეგ ასპარეზობას გუდაური უმასპინძლებს, სადაც 3-4 თებერვალს, მსოფლიო თასის ეტაპები სნოუბორდ კროსის სახეობაში ჩატარდება. 10-11 თებერვალს კი, ბაკურიანში სქი ქროსი აიღებს სტარტს, სადაც დავით თედიაშვილი იასპარეზებს. მსოფლიო თასის ეტაპებზე ტრასას ორი […]
დროა: გამოსავალი ეკონომიკის გაძლიერებაა – ბანკებზე თავდასხმა პოპულისტური ხაზია

23 იანვარს კეკელიძის ქუჩაზე მიმდებარე ბინიდან აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ხატიაშვილების ოჯახი გამოასახლა. ტაბულა პარტია დროას წევრს, გიგა ლემონჯავას ესაუბრა. მისი თქმით, რეგულაციების გამკაცრება პრობლემის მოგვარების ნაცვლად, სიტუაციას კიდევ უფრო ამწვავებს, გამოსავალი კი ქვეყნის ეკონომიკური გაძლიერებაა. “მე ვფიქრობ, რომ მათ შორის იმ რეგულაციების შედეგიც არის ეს, რომელიც სახელმწიფომ შემოიღო ამ საკითხთან დაკავშირებით. მაგალითად, ეროვნული ბანკის რეგულაციები […]