ტერიტორიული მთლიანობის კუთხით არსებული პრობლემის ირგვლივ გარკვეული კითხვის ნიშნების დასმა ანტიქართული ქმედებაა – დავით მათიკაშვილი “სამოქალაქო იდეის” დაფინანსებაზე

დავით მათიკაშვილის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა თეთრი, რომელიც მოედინება საქართველოში, იყოს გამჭვირვალე. მისი განმარტებით, ხიდაშელი და უსუფაშვილი ცდილობენ, ტაივანიდან მომდინარე ფულის დანიშნულება და რაოდენობა დამალონ. მათიკაშვილის თქმით, ისინი უნდა გამოვიდნენ და თქვან, აღიარებენ თუ არა ერთიანი ჩინეთის მოცემულობას. “საკუთარი ქვეყნის საგარეო ინტერესის დამაზიანებელი მერამდენე განცხადება მოვისმინეთ ჩვენ, როგორც ხიდაშელისგან, ისე – უსუფაშვილისგან. საქართველოსა და […]
“ისინი მოქმედებენ არა საკუთარი ქვეყნის, არამედ ტაივანის ინტერესებიდან გამომდინარე, მათ შორის – საკუთარი ქვეყნის საწინააღმდეგოდ” – რატი იონათამიშვილი “სამოქალაქო იდეის” დაფინანსებაზე

პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, რატი იონათამიშვილმა თინა ხიდაშელის არასამთავრობო ორგანიზაციის დაფინანსების საკითხი შეაფასა და აღნიშნა, რომ ორგანიზაცია მოქმედებს არა საკუთარი ქვეყნის, არამედ ტაივანის ინტერესებიდან გამომდინარე, მათ შორის – საკუთარი ქვეყნის საწინააღმდეგოდ. “ფაქტია, რომ როდესაც ეს ადამიანები აკეთებენ განცხადებებს საქართველო-ჩინეთის პარტნიორულ ურთიერთობებზე, ისინი ამ განცხადებებს აკეთებენ არა ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, რომელსაც ამ […]
თავდაცვის სამინისტრომ ფეხბურთისა და კალათბურთის ფედერაციებთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

თავდაცვის სამინისტრომ ფეხბურთისა და კალათბურთის ფედერაციებთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. მემორანდუმი საქართველოში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, ასევე ქართული ფეხბურთისა და კალათბურთის განვითარებას ისახავს მიზნად. თანამშრომლობა ითვალისწინებს სამხედრო მოსამსახურეებისთვის და მათი ოჯახის წევრებისთვის სპორტულ აქტივობებში ჩართვას და ერთობლივ პროექტებს.
“ცვლილებები კანონმდებლობაში, რამაც ეს ყველაფერი გამოიწვია, განხორციელდა 10 წლის წინ” – ოპოზიციის ნაწილი აღსრულების ფორმების დახვეწის აუცილებლობაზე საუბრობს

ოპოზიციის ნაწილი აღსრულების ფორმების დახვეწის აუცილებლობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ კანონმდებლობაში ცვლილებები უნდა შევიდეს. “ლელოს” ლიდერი, მამუკა ხაზარაძე ხაზს უსვამს, რომ ზამთარში ადამიანების გამოსახლება ყველა ქვეყანაში აკრძალულია. “ყველა ქვეყანაში მსგავსი რამ ზამთარში არის აკრძალული, ეს არის კატასტროფა. ჩემ დროს მსგავსი რაღაცა არ ხდებოდა და არც ახლა არ ხდება,”- აცხადებს მამუკა ხაზარაძე. “ნაციონალური მოძრაობის” წევრი თინა […]
თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის პროცესი მიმდინარეობს

ამ წუთებში, საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის პროცესი მიმდინარეობს. სხდომაზე 7 ნოემბრის საქმე განიხილება, რომელზეც ექსპრეზიდენტს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ედავებიან. საუბარია 7 ნოემბერს მომიტინგეთა მასობრივად დარბევაზე, ტელეკომპანია “იმედში” შეჭრასა და პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივი გზით ხელში ჩაგდებაზე. თავად სააკაშვილი სხდომას ონლაინ თავისივე გადაწყვეტილებით არ ერთვება. ექსპრეზიდენტის წერილი სხდომათა დარბაზში მოსამართლემ წაიკითხა, თუმცა სააკაშვილი გადაწყვეტილებას არ განმარტავს. […]
თეგეტამ გასული წელი 1.4-მილიარდიანი შემოსავლით დაასრულა

2023 წელი საქართველოს ეკონომიკისა და ბიზნესისათვის დაგეგმილზე უფრო მაღალი ზრდის მაჩვენებლით დასრულდა. დეკემბერში ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებამ კი მეტი განვითარებისა და სტაბილურობის მოლოდინი გააჩინა. გაუმჯობესებული ეკონომიკური მაჩვენებლები მნიშვნელოვნად აისახა ბიზნესის თითქმის ყველა მიმართულებაზე, მათ შორის საავტომობილო სფეროზე. საქართველოში ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანიის, „თეგეტას“ აღმასრულებელი დირექტორი, ვახტანგ კაჭარავა ამბობს, რომ კომპანიის გაყიდვები 2022-თან შედარებით 40%-ით გაიზარდა, […]
ღარიბაშვილი ჩინეთში ახლად დანიშნულ ელჩს შეხვდა და სტრატეგიული პარტნიორობის მიმართულებები განიხილა | მთავრობა

ღარიბაშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ახლად დანიშნულ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს პაატა კალანდაძეს შეხვდა. “მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი მიმართულებები და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან პარტნიორული ურთიერთობების პრიორიტეტები მიმოიხილეს. ყურადღება გამახვილდა გასულ წელს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში პრემიერ-მინისტრის წარმატებულ ვიზიტზე, რომლის დროსაც ქვეყნებს შორის წარმატებული თანამშრომლობა სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე გადავიდა. პრემიერ-მინისტრმა […]
ანექსიური პროცესები აფხაზეთში | აქუბარდია ტერიტორიული მთლიანობის საკითხთა კომისიის სხდომის მოწვევას ითხოვს

დეპუტატი თეონა აქუბარდია ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით პარლამენტში სპეციალური მოსმენის გამართვასა და ამ მიზნით პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის დროებითი კომისიის სხდომის მოწვევას ითხოვს. აქუბარდია ამბობს, რომ კომისიის სხდომა წელიწადზე მეტია არ ჩატარებულა. ხელისუფლების ოპონენტები აუცილებლად მიიჩნევენ საკანონმდებლო ორგანომ შესაბამისი რეზოლუციაც მიიღოს და ფაქტებს შესაბამისი შეფასება მისცეს. “ვთავაზობ ბატონ გია ვოლსკის, ტერიტორიული მთლიანობის […]
ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობას საქართველოს წარმომადგენლები შეუდგნენ

განგვონში მიმდინარე ზამთრის მეოთხე ახალგაზრდული ოლიმპიურ თამაშების პირველ საშეჯიბრებო დღეს სარბიელზე გავიდნენ საქართველოს წარმომადგენლები. ტრამპლინიდან ხტომაში გიორგი დიაკონოვი პირველ ცდაზე 63,5 მეტრზე (23,6 ქ) გადახტა, რაც 39-ე ადგილისთვის იყო საკმარისი. უკეთესი გამოუვიდა მეორე მცდელობა – 77,5 მეტრზე გადახტა (49,3 ქ) და 32-ე ადგილი ერგო, თუმცა ჯამში დაგროვილი 72,9 ქულით ასპარეზობა 36-ე ადგილით დაასრულა. ტრამპლინიდან ხტომაში, […]
ირლანდიური “ცეკვავენ ვარსკვლავების” მესამე ტურში სალომე ჭაჭუამ და მისმა მეწყვილემ ვენური ვალსი შეასრულეს

ირლანდიური “ცეკვავენ ვარსკვლავების” მესამე ტურში სალომე ჭაჭუამ და მისმა მეწყვილემ, მომღერალმა დევიდ ვილანმა ვენური ვალსი შეასრულეს და როგორც წინა ტურებში, ამჯერადაც, დიდი მოწონება დაიმსახურეს. ცნობისთვის, ამ დროისთვის სალომე ჭაჭუა და მისი მეწყვილე ჟიურის შეფასებით პირველ ადგილზე არიან.