ბენიამინ ნეთანიაჰუ – ორი თვის წინ ჩვენმა ჯარისკაცებმა ღაზაში „ჰამასის“ პარლამენტი დაიკავეს, გამოგონილი პარლამენტი – ჩვენ ბრძოლას ისრაელის სრულ და აბსოლუტურ გამარჯვებამდე გავაგრძელებთ

ჩვენ „ჰამასის“ წინააღმდეგ ბრძოლას სრულ და აბსოლუტურ გამარჯვებამდე გავაგრძელებთ, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ისრაელის პარლამენტის 75 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ სპეციალურ სესიაზე განაცხადა. „დღეს ჩვენი საუკეთესო ვაჟები ისრაელის მიწაზე არიან დაკრძალულნი. ჩვენ სასტიკი მტრის დასამარცხებლად ბრძოლას გავაგრძელებთ და ამით ჩვენი ძლევამოსილი ვაჟების, ძლევამოსილი შვილების სურვილებს ავასრულებთ. მათი ნება არ შეიძლება ამაზე უფრო […]

საქართველოს ისრაელში, ჩინეთში, ქუვეითსა და იორდანიაში ახალი ელჩები ჰყავს

საქართველოს ისრაელში, ჩინეთში, ქუვეითსა და იორდანიაში ახალი ელჩები ჰყავს. უფრო კონკრეტულად, მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ისრაელის სახელმწიფოში ელჩად ზაზა კანდელაკი დაინიშნა, რომელიც მანამდე იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში საქართველოს ელჩი იყო. ამ პოზიციაზე მან ლაშა ჟვანია ჩაანაცვლა. ქუვეითის სახელმწიფოში კი საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩი ნოშრევან ლომთათიძე იქნება. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, იგი 2021 წლის ივნისიდან დღემდე მუშაობდა საქართველოს […]

გუბერნატორი – ბელგოროდში თვითმფრინავის ჩამოვარდნის შემდეგ არავინ გადარჩენილა

ბელგოროდში თვითმფრინავის ჩამოვარდნის შემდეგ არავინ გადარჩენილა, – ამის შესახებ ინფორმაციას ბელგოროდის გუბერნატორი, ვიაჩესლავ გლადკოვი ავრცელებს. „ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი დაიღუპა“, – განაცხადა ბელგოროდის გუბერნატორმა. უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ბელგოროდში თვითმფრინავის ჩამოვარდნის შესახებ ინფორმაციას აზუსტებს. ბელგოროდის ოლქში სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის ჩამოვარდნა რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა და განაცხადა, რომ ბორტზე 65 უკრაინელი სამხედრო ტყვე იმყოფებოდა.

გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის და გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით. მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და M3 კატეგორიის 22-ზე მეტი დასაჯდომი ადგილის (მძღოლის ადგილის გარდა) მქონე მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო […]

საგზაო სამუშაოების გამო, ერისთავის ქუჩაზე ღამის საათებში მოძრაობა შეიზღუდება

წერეთლის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. აღნიშნული სამუშაოების გამო, 25 იანვარს, 00:00-დან 07:00 საათამდე, თორნიკე ერისთავის ქუჩაზე, აკაკი წერეთლის გამზირის კვეთასთან, საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდება. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის!

2023 წელს აჭარაში ვიზიტების რაოდენობამ 4,3 მლნ-ს გადააჭარბა, მზარდია ტურისტული ნაკადები ბათუმსა და მაღალმთიან აჭარაში, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები გაზრდილია 30%-ით – თორნიკე რიჟვაძე

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის ხელმძღვანელობით გამართულ შეხვედრაზე ტურიზმის მზარდი სტატისტიკისა და 2024 წელს დაგეგმილი საერთაშორისო პროექტების შესახებ იმსჯელეს. აჭარის მთავრობის მეთაურის განცხადებით, რეგიონისთვის, ტურისტული თვალსაზრისით, 2023 წელი გამორჩეული იყო. მისივე თქმით, აჭარამ შეძლო, სრულად აღედგინა როგორც ვიზიტორთა ნაკადები, ასევე, გაეზარდა შემოსავლები ტურიზმიდან. სამუშაო თათბირზე ყურადღება გამახვილდა სარეკლამო და მარკეტინგულ კამპანიებზე, რომელსაც აჭარის ტურიზმისა და […]

მე ამ ორგანიზაციასთან მჭიდრო, საქმიანი ურთიერთობა მაქვს – დავით უსუფაშვილი “სამოქალაქო იდეის” დაფინანსებაზე

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის” თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, ტაივანი არის დემოკრატიის კუნძული ჩინეთში. მისი თქმით, ტაივანი ჩინეთის მიერ არის აღიარებული, როგორც სერიოზული ავტონომიის მქონე თვითმმართველი ერთეული. როგორც უსუფაშვილმა განმარტა, მას ტაივანში არსებულ ორგანიზაციასთან მჭიდრო, საქმიანი ურთიერთობა აქვს. “დიახ, ტაივანი არის დემოკრატიის კუნძული ჩინეთში. ტაივანი ჩინეთის მიერ არის აღიარებული, როგორც სერიოზული ავტონომიის მქონე […]

რა ვქნა, “ბულკებს” მეც ვჭამდი ბავშვობაში, მიყვარდა… თაკო ჩარკვიანის განცხადებები რას ემსახურება, არ ვიცი – ირაკლი კუპრაძე

თაკო ჩარკვიანის განცხადებას, რომელიც დღეს პოლიტიკური დისკუსიის თემაა და სადაც კონკრეტულად პარტია “ლელოს” წევრებზეა საუბარი, თავად განცხადების ადრესატები აფასებენ. “ლელოს” წევრი ირაკლი კუპრაძე აცხადებს, რომ “ლელოს” საკუთარი გეგმა აქვს და მათთვის გაუგებარი პოლიტიკური მოძრაობები არ არის საინტერესო: “რა ვქნა, “ბულკებს” მეც ვჭამდი ბავშვობაში, მიყვარდა. თაკო ჩარკვიანის განცხადებები რას ემსახურება, არ ვიცი, ვიცით ის, რომ “ლელოს” […]

“ასეთ დროს, ყველა პირის კონსტიტუციური უფლებები უნდა იყოს დაცული… ხშირად კანონი ერთ მხარესაა, ხოლო ემოცია – მეორე მხარეს” – დავით მათიკაშვილი გამოსახლების შესახებ

მმართველი გუნდი გამოსახლების პროცესზე და ამ თემით ოპოზიციის მხრიდან სპეკულაციებზე საუბრობს. უმრავლესობაში აცხადებენ, რომ მსგავსი ფაქტების შემთხვევაში, კანონმდებლობა და ემოციები ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს. “ზოგადად, სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულება, რაც აღსრულების ქვემდებარეა, ამაზე სახელმწიფო უარს ვერ იტყვის. ბუნებრივია, ეს უნდა არსებობდეს. სხვა შემთხვევაში, დაგვრჩება, მაგალითად, საკუთრების უფლება დაუცველი და ბევრი ისეთი უფლება, რომელიც ფუნდამენტური უფლება გახლავთ. ეს […]

ირაკლი ღარიბაშვილი ჩინეთში, იორდანიაში, ქუვეითსა და ისრაელში საქართველოს ახლად დანიშნულ ელჩებს შეხვდა – რაზე ისაუბრეს პრემიერმა და დიპლომატებმა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ახლად დანიშნულ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს პაატა კალანდაძეს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი მიმართულებები და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან პარტნიორული ურთიერთობების პრიორიტეტები მიმოიხილეს. ყურადღება გამახვილდა გასულ წელს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში პრემიერ-მინისტრის წარმატებულ ვიზიტზე, რომლის დროსაც ქვეყნებს შორის წარმატებული თანამშრომლობა სტრატეგიული პარტნიორობის […]