Reuters-ის თანახმად, ისრაელმა და ჰამასმა 30 დღით ცეცხლის შეწყვეტა მოიწონეს

ისრაელმა და პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა, რომელიც აშშ-სა და ევროკავშირში ტერორისტულ ორგანიზაციად არის მიჩნეული, წინასწარი თანხმობა განაცხადეს 30 დღით ცეცხლის შეწყვეტის შესახებ პალესტინელი პატიმრებისა და ღაზაში დარჩენილი ისრაელელი მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ. ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება წყაროებზე დაყრდნობით. ამავე დროს ზავი ბრკოლდება უთანხმოების გამო ცეცხლი საბოლოო შეწყვეტის პირობების გამო, მაგრამ სააგენტოს თანამოსაუბრეები მიიჩნევენ, რომ გარიგება ნებისმიერ მომენტში […]
ზელენსკის წერილით მიმართავენ „სააკაშვილის მიმართ ჩადენილ დანაშაულში მონაწილე პირთა გამოსავლენად”

უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის, უმაღლეს რადას და უკრაინის სახალხო დამცველს საქართველოდან თხოვნით მიმართავენ საზოგადოების წარმომადგენლები და პოლიტიკოსები. წერილზე ხელმოწერების შეგროვება 24 იანვარს თბილისში გამართულ კონფერენციაზე დაიწყო. საბოლოოდ, ის კიევში გასაგზავნად საქართველოში უკრაინის საელჩოს გადაეცემა. წერილის ხელმომწერები უკრაინის ხელისუფლებას სთხოვენ, მიმართონ უკრაინის პროკურატურას, დაიწყონ გამოძიება და გამოვლინდეს მიხეილ სააკაშვილის მიმართ ჩადენილ დანაშაულში მონაწილე ყველა პირი. „ჩვენ, […]
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6692 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6692 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6692 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6633 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0059 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9089 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8971 ლარს შეადგენდა. […]
ლევან ბეჟაშვილი და ანა წითლიძე სტრასბურგში „ევროპელი კონსერვატორებისა და დემოკრატიული ალიანსის“ თავმჯდომარეს შეხვდნენ

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი, ლევან ბეჟაშვილი და საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი, ანა წითლიძე სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ანსამბლეაში, „ევროპელი კონსერვატორებისა და დემოკრატიული ალიანსის“ თავმჯდომარეს, იან ლიდელი-გრეინჯერს შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს. ანა წითლიძის განცხადებით, მთავარი განსახილველი საკითხები იყო მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები და […]
ГУР: უკრაინელმა სამხედროებმა აგვისტოში Ту-22-ის გასანადგურებლად რუსეთში 600 კმ. გაიარეს

უკრაინის თავდაცვის სამინისტრო და დაზვერვის მთავარი სამმართველო (ГУР) ავრცელებენ 2023 წლის აგვისტოში რუსული ბომბდამშენების განადგურების ისტორიის ახალ დეტალებს. გასული წლის ზაფხულში გავრცელდა განადგურებული სტრატეგიული ბომბდამშენი Ту-22М3-ის ფოტოები და ცნობები, რომ ამავე ტიპის კიდევ 2 თვითმფრინავი დაზიანდა. დივერსანტების ჯგუფს უძღვებოდა პოდპოლკოვნიკი ოლეგ ბაბაი, რომელიც მისიიდან დაბრუნების დროს სასიკვდილოდ დაიჭრა. ის უკრაინის გმირად გამოაცხადეს. უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ […]
ჩხაიძე: სააკაშვილის მდგომარეობა გაუმჯობესებულია, თუმცა, საჭიროებს კლინიკაში ყოფნას

ვივამედის კლინიკური დირექტორის ზურაბ ჩხაიძის თქმით, “შეიძლება ითქვას”, რომ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა სტაბილურია. “გაუმჯობესებულია მისი მდგომარეობა, თუმცა, არის გარკვეული მომენტები, რის გამოც არის საყურადღებო და ამ ეტაპზე საჭიროებს კლინიკის პირობებში ყოფნას… უფრო მეტად ითვალისწინებს ნუტრიციოლოგის რეკომენდაციებს, გაუმჯობესებულია, თუმცა, არ არის მაინც ის საჭირო და აუცილებელი კალორაჟი, რასაც უნდა იღებდეს პაციენტი 24 საათის განმავლობაში. ვისურვებდით, […]
ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა – 24 იანვრის ვაჭრობის შედეგები

ლარის კურსი დოლართან მიმართებით 0.59 თეთრით გაუფასურდა, ხოლო ევროსთან – 1.18 თეთრით. 24 იანვრის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.6692 ლარია, ერთი ევროსი კი – 2.9089 ლარი. კომერციულ ბანკებში დოლარის ღირებულება 2.71 ლარია, ხოლო ევროსი – 2.97 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, დოლარის შეძენა 2.68 ლარად შეგიძლიათ, ევროსი – 2.92 ლარად.
ორბანი: სტოლტენბერგს NATO-ში შვედეთის გაწევრიანებაზე უნგრეთის მხარდაჭერა დავუდასტურე

უნგრეთის პრემიერმინისტრი ვიქტორ ორბანი X-ზე (ყოფილ Twitter-ზე) წერს, რომ NATO-ს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს სატელეფონო საუბრისას NATO-ში შვედეთის გაწევრიანებაზე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა. ორბანის თქმით, იგი ასევე მოუწოდებს უნგრეთის ეროვნულ ასამბლეას, ხელი მოაწეროს NATO-ში შვედეთის მიღების პროტოკოლს. “”მე ხელახლა დავუდასტურე (რედ. იენს სტოლტენბერგს), რომ უნგრეთის მთავრობა NATO-ში შვედეთის წევრობას ემხრობა. მე ასევე ხაზი გავუსვი, რომ […]
იზმირში, “ქარშიაქასთან” ოვერტაიმში მოგებულ ჩემპიონთა ლიგის მატჩში შერმადინი MVP გახდა

იზმირში, გადაჭედილი თურქი გულშემატკივრების თვალწინ, დაძაბულ ბრძოლაში, რომელიც ოვერტაიმში გადაიზარდა, გიორგი შერმადინის ლიდერობით, ესპანურმა “ტენერიფემ” 106:97 დაამარცხა “ქარშიაქა” და ფიბა-ს ჩემპიონთა ლიგის მე-2 ჯგუფური ეტაპი გამარჯვებით დაიწყო. ფიბა-ს უმაღლეს საკლუბო ტურნირში დარჩენილმა 16-მა საუკეთესო კლუბმა ჯგუფური ეტაპი დაიწყო. შერმადინის “ტენერიფეს” თურქულ “ქარშიაქასთან” ერთად ჯგუფში ბერძნული “პერისტერი” და ისრაელის “ჰაპოელი” ჰყავს. ამ ოთხეულიდან 2 საუკეთესო მეოთხედფინალში […]
“ხანძარი გალერიაში ჩვენი გულგრილობისა და უპასუხისმგებლობის შედეგია” – მიტინგი სოხუმში

სოხუმში ეროვნული გალერიის ფონდში მომხდარი ხანძრის შედეგების გამო, სოხუმში, “სახელმწიფო მუზეუმის” წინ მდებარე სკვერში მიტინგი გაიმართა, სადაც კულტურის სფეროსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა მხატვარ ალექსანდრ ჩაჩბა-შერვაშიძის საფლავი ყვავილებით შეამკეს. 21 იანვარს სოხუმში ეროვნული გალერიის ფონდში მომხდარ ხანძარს, მათ შორის, ალექსანდრ ჩაჩბა-შერვაშიძის ნახატები შეეწირა. “არსებობს ნამუშევრები, რომლებიც ერთ ერს ეკუთვნის და არსებობს ნამუშევრები, რომელიც მრავალი ერის […]