ოდიშარიას განცხადებით, „ოცნება“ გამოსახლების საკითხზე იმსჯელებს

„ქართული ოცნების“ წევრის, ბექა ოდიშარიას განცხადებით, გამოსახლების საკითხთან დაკავშირებით მმართველ გუნდში იმსჯელებენ. აქტივისტები პარლამენტს ჩანიშნულ გამოსახლებებზე მორატორიუმის გამოცხადების მოთხოვნით მიმართავენ. გარდა ამისა, „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ მთავრობას მოუწოდებს, გამოიჩინოს პოლიტიკური ნება და დაუყოვნებლივ შეაჩეროს ამ კვირაში და ზოგადად მიმდინარე ზამთრის პერიოდში დაგეგმილი გამოსახლებები საცხოვრებელი სივრცეებიდან. თუმცა, ბექა ოდიშარიას თქმით, მსგავსი NGO-ები ადამიანის გრძნობებზე თამაშობენ და მათი […]

მოძრაობა „ხმის“ წევრები აღსრულების ბიუროს შენობაში აქციას მართავენ

მოძრაობა „ხმის“ აქტივისტები აღსრულების ეროვნული ბიუროს ოფისში საპროტესტო აქციას ატარებენ. ისინი შენობის შესასვლელ ფოიეში, შიდა სივრცეში იმყოფებიან და სკანდირებენ – „შეჩერდეს გამოსახლება!“; „თავისუფლება [დაკავებულებს], გიორგის [ხასაია] და კაკოს [ჩიქობავა]!“. როგორც აქციის ერთ-ერთი მონაწილე ამბობს, მათი მოთხოვნებია: ძალადობრივი გამოსახლებების შეჩერება და გუშინ, 23 იანვარს, კეკელიძეზე მიმდინარე გამოსახლებისას დაკავებული ორი პირის გათავისუფლება. „ბრაზი, რომელიც გვქონდა ამ გამოსახლების […]

NGO-ები: ხელისუფლება საზოგადოებრივ ორგანიზაციებზე თავდასხმით „მტრის ხატის“ შექმნას ცდილობს

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, ხელისუფლება საზოგადოებრივ ორგანიზაციებზე თავდასხმით „მტრის ხატის“ შექმნას ცდილობს. ამის შესახებ ისინი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. ორგანიზაციების განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარე ბოლო დღეების განმავლობაში საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებს კიდევ ერთხელ დაესხა თავს. მათი თქმით, ამჯერად თავდასხმის ობიექტები გახდა საზოგადოებრივი ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეა“, საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია (სოვლაბი) და სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრი. მათი განცხადებით, საზოგადოებრივი […]

გუდაური-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის და გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით. მისაბმელიანი, ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და M3 კატეგორიის 22-ზე მეტი დასაჯდომი ადგილის (მძღოლის ადგილის […]

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6692 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6692 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6692 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6633 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0059 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9089 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8971 ლარს შეადგენდა. […]

ლაშა ჟვანია დიპლომატიური სამსახურიდან მიდის

ისრაელში საქართველოს ყოფილი ელჩი ლაშა ჟვანია დიპლომატიურ სამსახურს ტოვებს. როგორც ჟვანიამ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, მუშაობას კერძო სექტორში განაგრძობს. მისივე განმარტებით, შემოთავაზება ისრაელიდან აქვს და ის საერთაშორისო პროექტებს უკავშირდება, რომელმაც „ალბათ, უახლოეს მომავალში ახლო აღმოსავლეთში ძალიან ბევრი რამ უნდა შეცვალოს“. ჟვანიას თქმით, საგარეო საქმეთა სამინისტროდან შემოთავაზებები ჰქონდა და ბოლო ასეთი შემოთავაზება დეკემბერში მიიღო, თუმცა, გადაწყვეტილება უკვე მიღებული […]

ივანიშვილის ქონება 6,62 მილიარდამდე გაიზარდა

ბიძინა ივანიშვილის ქონება 6.62 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა, – განახლებული ინფორმაცია Bloomberg Billionaires Index-ზე არის ხელმისაწვდომი. ქართველი ოლიგარქი მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში ახლა 383-ე ადგილს იკავებს. საერთო ჯამში, ივანიშვილი 5,58 მილიარდი დოლარის ოდენობის ნაღდ ფულს ფლობს. ამავე მონაცემებით, ივანიშვილს 1 მილიარდი ხელოვნების ნიმუშებში აქვს დაბანდებული, 45 მილიონი კი უძრავ ქონებაში.

ჟურნალისტებზე თავდასხმის საქმეზე საჩივარი ევროსასამართლოში გაიგზავნა

ევროსასამართლოს “ადამიანის უფლებათა ცენტრი” მიმართავს. საქმე 2022 წლის თებერვალში, კასპის საკრებულოში განვითარებულ მოვლენებს ეხება, როდესაც პოლციის მაღალჩინოსნებმა ჟურნალისტებზე იძალადეს. ძალადობის ფაქტში კი საკრებულოს მოქმედი მაღალჩინოსნებიც მონაწილეობდნენ. საჩივარში შემდეგი მუხლების დარღვევაზეა საუბარი – არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა, გამოხატვის თავისუფლების, სამართლებრივი დაცვის ეფექტური საშუალების უფლების დარღვევა. საჩივარს კონკრეტული მტკიცებულებები ერთვის თან. ძალადობის და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის […]

“გვყრიან, აქ საავადმყოფო საერთოდ არ აშენდება” – აქცია ულტიმატუმის პასუხად

რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმებმა 26 იანვარს, 3 საათზე ჯანდაცვის სამინისტროსთან საპროტესტო აქცია დააანონსეს. ექიმები საქართველოს მთავრობის მიერ კლინიკის დანგრევაზე გადაწყვეტილების შეცვლასა და ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ. ექიმები ამბობენ, რომ მთავრობამ აღნიშნული გადაწყვეტილება ექსპერტიზის დასკვნისა და მათი ჩართულობის გარეშე მიიღო. ექიმი, ნინო ოთარაშვილი, მთავარ არხთან ამბობს: “უპრეცედენტო გაყრაა ამ საავადმყოფოდან. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს ტერიტორია უბრალოდ სჭირდებათ. […]

ყველაზე მეტი “ქეში” – ივანიშვილის ქონება 6,62 მილიარდამდე გაიზარდა – Bloomberg

“ქართული ოცნების” დამფუძნებლის, ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის ქონება 6.62 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა, – განახლებული ინფორმაცია Bloomberg Billionaires Index-ზე არის ხელმისაწვდომი. იგი ახლა მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში ახლა 383-ე ადგილს იკავებს. გამოცემის ცნობით, ივანიშვილს ქონების ყველაზე დიდი ნაწილი ნაღდი ფულის სახით აქვს. საერთო ჯამში, ივანიშვილი 5,58 მილიარდი დოლარის ოდენობის ნაღდ ფულს ფლობს. ამავე მონაცემებით, ივანიშვილს 1 […]