ნანა ტოხვაძე – სისტემამ გარიყა მცხეთის სკოლის წარმატებული დირექტორი, რადგან საარჩევნო ყულაბის შემავსებლად ვერ გამოიყენებდა

მმართველი პარტიის გადაწყვეტილებით, წარმატებული, კომპეტენტური, გამოცდილი დირექტორი გაირიყა და სისტემამ დასაჯა, რადგან ჩათვალა, რომ საარჩევნო ყულაბის შემვსებლად დოდო ჭოტორლიშვილი არ გამოადგებოდათ, – ასე გამოეხმაურა „სტრატეგია აღმაშენებლის“ განათლების მიმართულების ხელმძღვანელი, ნანა ტოხვაძე სკოლიდან დირექტორის გაშვების ფაქტს. მისი თქმით, აღნიშნულ საკითხზე სახალხო დამცველმა დისკრიმინაციის ფაქტი უკვე დაადგინა, თუმცა საქმის განხილვა მცხეთის რაიონულ სასამართლოში მე-4 წელია გრძელდება, სკოლას […]
სამინისტროს ტენდერი მოიგო კომპანიამ, რომელსაც წერეთელზე ხელშეკრულება შეუწყვიტეს

კომპანია ერ ტე დეს, რომელსაც თბილისის მერიამ წერეთლის გამზირზე სამუშაოების უხარისხოდ და შეფერხებით შესრულების გამო ხელშეკრულება გაუწყვიტა, 18 იანვარს, ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფმა საავტომობილო გზების დეპარტამენტმა თითქმის 15-მილიონიანი კონტრაქტი გაუფორმა. კონკრეტულად, ხელშეკრულების თანხა 14 899 999 ლარს შეადგენს. ხელშეკრულების მიხედვით, შპს ერ ტე დეს იგოეთი-კასპი-ახალქალაქის საავტომობილო გზის კმ9-კმ20 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება ევალება. კომპანია ვალდებულია, […]
ბაქოში ლადო გუდიაშვილის პერსონალური გამოფენა გაიხსნა

ბაქოში პრეზიდენტ ჰეიდარ ალიევის ცენტრში, საქართველოს საელჩოსა და საქართველოში ლადო გუდიაშვილის ფონდის მხარდაჭერით, ქართველი მხატვრის, ლადო გუდიაშვილის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, გამოფენაზე გუდიაშვილის მიერ პარიზის პერიოდიდან მისი ცხოვრების ბოლომდე შექმნილი ნამუშევრებია წარდგენილი. მათ შორის, გამოფენილია მხატვრის გრაფიკული ნამუშევრები. ლადო გუდიაშვილის პერსონალური გამოფენა აზერბაიჯანში პირველად იმართება. გამოფენა 24 აპრილამდე გაგრძელდება.
„თირკმელების გაცვლა“ – აშშ-ში ორი ოჯახის წევრებმა ერთმანეთი გადაარჩინეს

აშშ-ში ორ ოჯახს შორის თირკმლების გაცვლა შედგა. ილინოისში მცხოვრებ ტონი გონზალესს სიცოცხლის გადასარჩენად აუცილებელი თირკმელი არიზონელი ჯოელი სანდერსისგან გადაუნერგეს, ხოლო გონზალესის მეუღლის, ტრეისის თირკმელი გადაუნერგეს სანდერსის ძმას, ფრენკ პომპას. „გარდიანის“ ცნობით, ყველაფერი 2019 წელს დაიწყო, როცა ჯოელი სანდერსის ძმას, ფრენკს უთხრეს, რომ მისი თირკმელი მხოლოდ 10%-ით ფუნქციონირებდა. მკურნალობის პარალელურად, მას ესაჭიროებოდა თირკმლის ტრანსპლანტაცია. ძმისთვის თირკმლის […]
“შეთანხმება შედგა” – ხატიაშვილებს ბინის დაბრუნება $90 ათასად შეეძლებათ

კეკელიძის ქუჩიდან გამოსახლებულ ხატიაშვილების ოჯახს კერძო გამსესხებელი დარეჯან დვალი (ე.წ. მევახშე) 90 ათასი დოლარის ნაცვლად ბინის დაბრუნებას სთავაზობს. აღსრულების ეროვნულ ბიუროში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ მხარეებმა შეთანხმებას ხელი გუშინ, 24 იანვარს, მოაწერეს და ახლა დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებაა დარჩენილი. აღსრულების ეროვნული ბიუროს იურიდიული დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის სოფიო ლოქაბიძე აცხადებს, რომ მხარეებმა ორივე მათგანისათვის „სასარგებლო გადაწყვეტილება“ […]
„სასტუმრო „ბანგურიანი“ მხოლოდ 20%-ით არის დატვირთული“ – სვანეთი ტურისტების ნაკლებობას უჩივის

„ამ სეზონზე მესტიაში დამსვენებლების ნაკლებობაა“ – ამის შესახებ „კომერსანტს“ სასტუმრო ბანგურიანის გაყიდვების მენეჯერმა გვანცა გოგუამ უთხრა. მისი თქმით წლევანდელ ზამთრის სეზონთან დაკავშირებით მოლოდინები მაღალი იყო, თუმცა არ გამართლდა და მესტია დატვირთული არ არის. „წელს მესტიაში ძალიან ცოტა დამსვენებელია, ძირითადად ადგილობრივები არიან, მიუხედავად იმისა, რომ მესტია სათხილამურო კურორტია და მაღალი მოლოდინები გვქონდა, არ გამართლდა. შეიძლება ითქვას, […]
ახალაშენებულ კორპუსებში განსახლების მსურველი დევნილი ოჯახების განაცხადების მიღება 1-ელ მარტამდე გაგრძელდა

თბილისში, ზუგდიდში, ქუთაისსა და რუსთავში ახალაშენებულ კორპუსებში განსახლების მსურველი დევნილი ოჯახების განაცხადების მიღება 2024 წლის 1-ელ მარტამდე გაგრძელდება. დევნილთა სააგენტოს განცხადებით, გათვალისწინებულ იქნა იძულებით გადაადგილებული ოჯახების ინტერესები და განაცხადების შევსების ვადა ერთი თვით გახანგრძლივდა. განაცხადების მიღება, ქვეყნის მასშტაბით არსებულ იუსტიციის სახლებში მიმდინარეობს. ახალი განაცხადი უნდა შეავსოს ყველა იმ ოჯახმა, ვისაც დევნილთა განსახლების პროგრამის ფარგლებში ბინის […]
რესპუბლიკურ საავადმყოფოში დასაქმებული სამედიცინო პერსონალის აქცია კლინიკასთან დასრულდა

რესპუბლიკურ საავადმყოფოში დასაქმებული სამედიცინო პერსონალის აქცია კლინიკასთან დასრულდა. მედიკოსები მთავრობის გადაწყვეტილებას აპროტესტებდნენ რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობის დემონტაჟთან დაკავშირებით. როგორც ქირურგმა, მალხაზ გოგუამ აღნიშნა, რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობის დემონტაჟის გადაწყვეტილება სამედიცინო პერსონალისთვის მოულოდნელი იყო. როგორც მან განმარტა, მთავრობის მიერ წარმოდგენილი კომპენსაცია „მოსყიდვის” და „გაჩუმების” ნიშანს ატარებს. როგორც მედიკოსები განმარტავენ, მათთვის მთავრობის შეთავაზება ბუნდოვანია, კერძოდ, არ აქვთ ინფორმაცია რა […]
ახალაშენებულ კორპუსებში განსახლების მსურველი დევნილი ოჯახების განაცხადების მიღება 1-ელ მარტამდე გაგრძელდა

თბილისში, ზუგდიდში, ქუთაისსა და რუსთავში ახალაშენებულ კორპუსებში განსახლების მსურველი დევნილი ოჯახების განაცხადების მიღება 2024 წლის 1-ელ მარტამდე გაგრძელდება. ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დევნილთა სააგენტომ იძულებით გადაადგილებული ოჯახების ინტერესები გაითვალისწინა და მაღალი მოთხოვნის გამო განაცხადების შევსების ვადა ერთი თვით გაახანგრძლივა. „განაცხადების მიღება, ქვეყნის მასშტაბით არსებულ იუსტიციის სახლებში მიმდინარეობს. ახალი განაცხადი […]
გედევან ფოფხაძე – „ქართული ოცნების“ ძველი სახეების ახალი გაერთიანება თუ შეიქმნება, ცუდი ნამდვილად არ არის, ჯერჯერობით ამის კონტურებს ვერ ვხედავ – მგონია, ამ ეტაპზე უფრო მნიშვნელოვანია საერთო გაერთიანებაზე საუბარი

ყველანი ერთიანი იდეის გარშემო უნდა გაერთიანდნენ, ვისაც არსებული ხელისუფლება არ მოსწონს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, გედევან ფოფხაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა. მისივე თქმით, „ჩვენ უნდა ვებრძოლოთ არა ბარიერს, არამედ არსებულ პოლიტიკურ რეჟიმს“, რომელიც ფოფხაძის შეფასებით, არის „პრორუსული და კოლაბორაციონისტული“. „ქართული ოცნების“ ძველი სახეების ახალი გაერთიანება თუ შეიქმნება, ცუდი ნამდვილად არ არის, იმიტომ, რომ […]