ოზურგეთში, მოსწავლეთა ნაწილმა საპროტესტო აქცია გამართა

ოზურგეთში, მოსწავლეთა ნაწილმა საპროტესტო აქცია გამართა. ისინი ქალაქის მთავარ მოედანზე შეიკრიბნენ და ქვეყანაში მიმდინარე პროცესები გააპროტესტეს.
პროტესტის მონაწილეების განცხადებით, მათი მომავალი ევროპაშია და არასოდეს შეეგუებიან საბჭოთა კავშირში ცხოვრებას. დღევანდელ აქციას შშმ პირებიც შეუერთდნენ.
„ვგმობთ ძალადობას, რუსულ რეჟიმს! ჩვენ, ახალგაზრდებს გვინდა ევროპულ საქართველოში ცხოვრება და არა საბჭოთა კავშირში. ისეთ ქვეყანაში, სადაც დაცული იქნება ჩვენი უფლებები და ღირებულებები. დღეს აქცია რომ დავგეგმეთ ლანჩხუთიდან მოსწავლეები გამოგვეხმაურნენ. ისინიც 17:00 საათზე გამართავენ აქციას. მთავარია, მთელი გურია ავჯანყდით. არ შევეგუებით ისეთ სახელმწიფოში ცხოვრებას, სადაც მოქალაქეებზე ძალადობენ, სადაც სრული რუსიფიკაციაა და ჩვენი მომავლის მოპარვას ცდილობენ”, – აცხადებენ აქციის მონაწილეები.
აქციის მონაწილეების ინფორმაციით, ოზურგეთში, საპროტესტო გამოსვლები პერმანენტულად გაგრძელდება.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ცქიტიშვილი – რთულია, გამოვიცნოთ, რა უნდა “ქართულ ოცნებას”, ლოგიკური წყობა არ იკითხება – ცოტნე ივანიშვილს კი თუ გულწრფელი განზრახვა აქვს, დაუჯდეს აბა ციხეში მყოფ ახალგაზრდებს, ელაპარაკოს, რის გამო სხედან

თამარ ამაშუკელი: ბოლნისის სიონი!!! კულტურული მემკვიდრეობა აქ რა ხდება? ვერც საპატრიარქოს და ვერც ადგილობრივ სასულიერო პირებს ვერაფერს უბედავენ, რადგან მათთან „ფლირტით“ უდგათ სული (ვიდეო)