საქალაქო სასამართლოში, კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლების დროს დაკავებული პირების პროცესი იმართება

თბილისის საქალაქო სასამართლოში იმ პირების პროცესი მიმდინარეობს, რომლებიც კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლების დროს პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისა და წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს. 20 დაკავებულიდან 18 ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, ორს კი გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის დარღვევას ედავება. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, გიორგი ღვინჯილიას განცხადებით, მოლოდინი აქვს, რომ მოსამართლე მას სრულად გაამართლებს. “მოლოდინი მაქვს, რომ არც დამაჯარიმებენ. რატომ უნდა დამაჯარიმონ […]

“სამშენებლო სფეროში ჩართულმა ადამიანებმა უნდა გაიგონ, რომ ევროკოდების დრო მოდის”

სამშენებლო სფეროში ჩართულმა ადამიანებმა უნდა გაიგონ, რომ ევროკოდების დრო მოდის და ამ კუთხით ცოდნის ამაღლება საჭიროა, – ამის შესახებ გადაცემა “ბიზნესპარტნიორი პიკის საათში” სამშენებლო კომპანია „ინსის“ დირექტორმა, ზვიად თოიძემ განაცხადა. მისივე ინფორმაციით, ეს არის სწორედ ის სტანდარტები, რომლითაც დღეს ევროკავშირში სხვადასხვა ტიპის ნაგებობების პროექტირება ხდება. „ევროკოდების შემოღებით ჩვენ გადავდივართ საერთაშორისო სტანდარტებზე. როგორც ჩემთვის არის ცნობილი […]

პრემიერ-მინისტრი საქართველოში ახლად დანიშნულ იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში ახლად დანიშნულ იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს მასიმილიანო დ’ანტუონოს შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მთავრობის მეთაურმა დიპლომატს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა. “ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ იტალია საქართველოს საიმედო პარტნიორია და ორ ქვეყანას საერთო-ევროპული ღირებულებები აკავშირებს. ყურადღება დაეთმო საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის […]

უკრაინამ გამოძიება დაიწყო რუსული ილ-76-ის ჩამოვარდნის ფაქტზე

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება დაიწყო რუსეთის ბელგოროდის ოლქში სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავ ილ-76-ის ჩამოვარდნის ფაქტზე. გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 438-ე მუხლით, რომელიც ომის კანონების და წესების დარღვევას ეხება. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის თანახმად, ატარებს კომპლექსურ ღონისძიებებს თვითმფრინავის ჩამოვარდნასთან დაკავშირებული გარემოებების დასადგენად უკრაინა ამ დრომდე ადასტურებს რუსეთის განცხადებას, რომ ილ-76-ში უკრაინელი სამხედრო ტყვეები იმყოფებოდნენ. რუსეთის სახელმწიფო სააგენტოების მიერ […]

“გამარჯვებისთანავე, ამ კომპანიებს შემოვიყვანთ საქართველოში” – ვაშაძე კომპანიებზე, რომლებმაც რუსული ბაზარი დატოვეს

“ბიძინა ივანიშვილის, ღარიბაშვილის ოლიგარქიული კლანი ისე მართავს ამ ქვეყანას, რომ აქ არ შემოდიან დამოუკიდებელი, საერთაშორისო კომპანიები ინვესტიციებისთვის, რის გამოც ჩვენ გვაწუხებს უმუშევრობა, ფასების ზრდა, უმძიმესი ეკონომიკური ვითარება. ნომერი პირველი პრობლემა საქართველოში არის უმუშევრობა, ღირსეული და მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების არარსებობა. შემიძლია, ძალიან კონკრეტული ციფრები წარმოვუდგინო მოქალაქეებს. თქვენ ხედავთ კომპანიების იმ მცირე ჩამონათვალს, რომელთაც დატოვეს რუსეთის ბაზარი. […]

სკოლების აბსოლუტური უმრავლესობა საჭიროებს მშენებლობას, რეაბილიტაციას ან რემონტს – CCIIR

სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრმა (CCIIR) საქართველოს საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის განვითარებასა და ტექნიკით აღჭურვის შესახებ ახალი ბიულეტენი მოამზადა. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ბიულეტენი მომზადდა მუნიციპალიტეტებისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრების მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე. აქვე, აღნიშნავენ, რომ განათლების სამინისტროსგან და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსგან საჯარო ინფორმაცია ვერ მიიღეს. CCIIR-ში აცხადებენ, რომ მუნიციპალიტეტებმა/რესურსცენტრებმა – გორის, მარნეულის, ზესტაფონის, ბოლნისის, […]

მაჭარაშვილი: ხალხისგან წამოვიდა თხოვნა, პოლიტიკურ პარტიად ხომ არ ჩამოყალიბდებითო

საკონსტიტუციო უმრავლესობაზე რომ ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა, აქ ხალხის ძალის როლი უმნიშვნელოვანესი იქნება. ჩვენ უნიკალური საზოგადოებრივი მოძრაობა ვართ, რომელიც ჯერ პოლიტიკური მოღვაწეობისთვის კი არ შეიქმნა და ხალხს რაღაც პროდუქტი მერე შესთავაზა – როგორც წესი, პოლიტიკური პარტიები როგორც იქმნება. არამედ, ჩვენ ქართულ ოცნებას გამოვეყავით და საზოგადოებრივი მოძრაობა შევქმენით საქართველოს სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე. მაშინ ჩვენ ცალკე პოლიტიკური […]

ოქრიაშვილი კობახიძეზე: განაცხადია, რომ ყველაფერს გააკეთებენ ხელისუფლების შესანარჩუნებლად

“რუსული ოცნების“ ლიდერშიპისგან, მათ შორის კობახიძისგან, ბოლო დროს ხშირად გვესმის, რომ ოპოზიცია, განსაკუთრებით ნაციონალური მოძრაობა ისე უნდა გაანადგურონ, 35 მანდატს ქვემოთ დატოვონ. რას ნიშნავს ეს განცხადება? “ქოცბანდა“ საკუთარი მიზნების მისაღწევად ყველაფერზე წასვლას აანონსებს. ეს პირდაპირი განაცხადია, რომ ყველაფერს გააკეთებენ ხელისუფლების შესანარჩუნებლად: დაიჭერენ, მოისყიდიან, სცემენ, დახოცავენ, რათა გაანადგურონ კონკურენტები. ჰყავთ კიდეც დაჭერილი უამრავი ადამიანი, მათ შორის, […]

(რ) გამორჩეული სამომხმარებლო გამოცდილება – გაიცანით TBC-ის ბიზნეს დაჯილდოების ფინალისტები

თიბისის პროექტ ბიზნეს დაჯილდოებას უკვე ჰყავს ფინალისტები, რომლებიც ჟიურიმ 400-ზე მეტ კანდიდატს შორის შეარჩია. ნომინაციაში “გამორჩეული სამომხმარებლო გამოცდილების შექმნისთვის“ გამარჯვებისთვის სამი კომპანია იბრძვის, ესენი არიან ციმ.ციმ, ენთები და აუკი. ენთები საბუღალტრო-ფინანსური სერვისების კომპანიაა, რომელიც ყოველდღიურად 500-ზე მეტ კომპანიას ემსახურება. ენთები 2015 წელს დაარსდა და მომხმარებელს შესთავაზა ბაზრისთვის უცხო, განსხვავებული და გამარტივებული სერვისი. როდესაც ენთები ბაზარზე […]

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პალესტინელებისთვის მეტ ჰუმანიტარულ დახმარებას მოითხოვს

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დევიდ კემერონმა ისრაელში სტუმრობისას მასპინძლებისგან მოითხოვა, მეტი ჰუმანიტარული დახმარება გაუწიონ პალესტინელებს ღაზის სექტორში. კემერონის თქმით, მან ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს უთხრა, რომ უნდა შეწყდეს ცეცხლი ჰუმანიტარული დახმარების შეტანის მიზნით. ბრიტანელი მინისტრის თანახმად, ის შეხვდა ასევე პალესტინელთა ავტონომიის პრეზიდენტს, მაჰმუდ აბასს. კემერონის სიტყვებით, ბრიტანეთი კატართან ერთად მუშაობს, რათა ღაზის სექტორში მეტი ჰუმანიტარული […]