“ყველაფერი მედიის მოგონილია” – ბენზემა “ალ-იტიჰადის” დატოვებაზე

“ალ-იტიჰადის” ფრანგმა ფორვარმდა L’Équipe-თან საუბარში უარყო, რომ საუდის არაბეთის კლუბის დატოვებას აპირებს. როგორც ვეტერანმა თავდამსხმელმა განაცხადა, ყველაფერი მედიის მოგონილია და გავრცელებული ინფორმაციები სიცრუეა. შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდია აქტიურად იწერება, რომ “რეალის” ყოფილ შემტევს “ალ-იტიჰადის” დატოვება და ევროპაში დაბრუნება უნდა. ითქვა ისიც, რომ ფრანგს კლუბის მთავარ მწვრთნელ მარსელო გალიარდოს კონფლიქტი აქვს, რაც თავად კარიმმა არ დაადასტურა.
თურქეთში აშშ-ის ელჩი – აშშ თურქეთისთვის F-16-ის ტიპის გამანადგურებლების მიყიდვას შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების განაცხადის საბოლოო დამტკიცების შემდეგ დათანხმდება

აშშ თურქეთისთვის F-16-ის ტიპის გამანადგურებლების მიყიდვას შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების განაცხადის საბოლოო დამტკიცების შემდეგ დათანხმდება, – ამის შესახებ თურქეთში აშშ-ის ელჩმა, ჯეფ ფლეიკმა განაცხადა. „მე ვერ ვხედავ ვერანაირ მიზეზს, რის გამოც პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, თურქეთი ისევ გააჭიანურებს“, – განაცხადა ჯეფ ფლეიკმა. თურქეთში აშშ-ის ელჩმა აღნიშნა, რომ როგორც კი ვაშინგტონი რატიფიცირების ოფიციალურ დოკუმენტს მიიღებს, აშშ-ის […]
ირაკლი ქადაგიშვილი – 4-მლნ-იანი საქართველოს ბაზრის და რუსეთის 150 მლნ-იანი ბაზრის ასე პირდაპირ შეფასება პოპულიზმია, რასაც ვაშაძე და ძმანი მისნი ხშირად მიმართავენ – დაახლოებით ისეთი რაღაცაა, საქართველოს კოსმოსში რაკეტა რატომ არ ჰყავს გაშვებული

4-მილიონიანი საქართველოს ბაზრის და რუსეთის 150 მლნ-იანი ბაზრის ასე პირდაპირ შეფასება არის ჩვეულებრივი პოპულიზმი, რასაც ვაშაძე და ძმანი მისნი ხშირად მიმართავენ – დაახლოებით ისეთი რაღაცაა, საქართველოს კოსმოსში რაკეტა რატომ არ ჰყავს გაშვებული, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა რუსეთიდან წასულ უცხოურ კომპანიებთან დაკავშირებით “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადების შეფასებისას აღნიშნა. “ბატონ ვაშაძის […]
ივანე ნორაკიძე – ხელისუფლებამ ჩადო ერთი დიდი ნაღმი და ეს არის 5%-იანი ბარიერი, რაც აჩენს დიდ რისკს, რომ საქართველოში არსებული ორი დიდი პარტიის გარდა, სხვა ვერც ერთმა ვერ გადალახოს ბარიერი

პოლიტიკური პარტია „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეების“ გენერალური მდივანი, ივანე ნორაკიძე მიიჩნევს, რომ ქართველი პოლიტიკოსების აბსოლუტური უმრავლესობა დიდი წარმოდგენის არის საკუთარ თავზე, რეიტინგზე და შესაძლებლობებზე. როგორც ივანე ნორაკიძე აღნიშნავს, ოპოზიციურმა პარტიებმა პირადი პატივმოყვარეობა გვერდზე უნდა გადადონ და საერთო იდეების გარშემო გაერთიანდნენ. ივანე ნორაკიძის განცხადებით, 5 – პროცენტიანი ბარიერის პირობებში არსებობს დიდი რისკი, რომ ბარიერი მხოლოდ ორმა […]
ბათუმში ხიმშიაშვილის ქუჩაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას მეეზოვე ემსხვერპლა

ბათუმში ხიმშიაშვილის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მეეზოვე გარდაიცვალა. შუახნის ქალს მსუბუქი ავტომობილი, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაეჯახა. ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა მივიდა, თუმცა ქალი უკვე გარდაცვლილი დახვდათ. როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში „ინტერპრესნიუსს” განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის” 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს.
გიგი წერეთელი – POLITICO-ს მიერ აღწერილი მძიმე რეალობიდან ერთადერთი გამოსავალი შემდეგ არჩევნებზე სახელისუფლებო ცვლილებებია

POLITICO-ს მიერ აღწერილი მძიმე რეალობიდან ერთადერთი გამოსავალი შემდეგ არჩევნებზე სახელისუფლებო ცვლილებებია, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე გიგი წერეთელმა განაცხადა, რითაც POLITICO-ში საქართველოს შესახებ გამოქვეყნებულ სტატიას გამოეხმაურა. როგორც გიგი წერეთელმა აღნიშნა, სტატიაში არსებულ ძალიან ნეგატიურ და სამწუხარო შეფასებებს საფუძვლად საქართველოს ხელისუფლების მოქმედებები უდევს, რომელიც დღესაც გრძელდება. „ესენია: ე.წ რუსეთთან დათმობის პოლიტიკა, რუსული კანონის მიღების […]
პოლონეთში საქართველოს 12 მოქალაქე შენგენში დარჩენის ვადების დარღვევისთვის დააკავეს

პოლონეთის სასაზღვრო დაცვის ინფორმაციით, 23 იანვარს პოლონეთში საქართველოს 12 მოქალაქე დააკავეს. შენგენის ზონაში ლეგალურად დარჩენის ვადების დარღვევის გამო, პოლონეთის პოლიციამ საქართველოს ათი, მოლდოვის ერთი და კოლუმბიის ერთი მოქალაქე დააკავა. ამავე დღეს დააკავეს საქართველოს კიდევ 2 მოქალაქე, რომლებიც არ დაემორჩილნენ მიღებულ გაფრთხილებას, რის მიხედვითაც მათ პოლონეთის ტერიტორიის დატოვება და სამშობლოში დაბრუნება ევალებოდათ. სასაზღვრო დაცვის ოფიცრები ახლა […]
გახარია,ზურაბიშვილი, “ლელო”, გვარამია თუ სხვები, არიან კარგად დაძველებული “ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები და სინამდვილეში არანაირი მესამე ძალა არ არსებობს – ალუდა ღუდუშაური

მმართველი გუნდის შეფასებით, “ლელოს” და პატია “საქართველოსთვის” არ აქვთ შანსი მესამე ძალად ჩამოყალიბდნენ. “ქართულ ოცნებაში” აცხადებენ, რომ ხაზარაძის და გახარიას გუნდები საზოგადოებაში დამოუკიდებელ მოთამაშეებად გამოჩენას ცდილობენ, თუმცა რეალურად “ნაციონალური მოძრაობის” შემადგენელი ნაწილი არიან. “გადაზღვევაზე შემოიყვანეს საჭადრაკო პოლიტიკურ დაფაზე ეს მოთამაშეები – იგივე პაიკები. გუშინ როზნერი რა სცენარსაც უწერდა “ნაციონალურ” მოძრაობას”, ახლა დღეს არის “ლელოში” და […]
უბედური შემთხვევა ბათუმში – სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მეეზოვე დაიღუპა

ბათუმში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მეეზოვე დაიღუპა. შუახნის ქალს ავტომობილი იმ დროს შეეჯახა, როდესაც ქუჩას ალაგებდა. შემთხვევის ადგილზე მისულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფს ქალი უკვე გარდაცვლილი დახვდა. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
საქალაქო სასამართლოში, “ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ირაკლი ეძგვერაძისა და კიდევ 3 პირის ჯგუფურად ცემის საქმეზე, პროცესი დასრულდა

საქალაქო სასამართლოში, ჯგუფურად ცემის საქმეზე, საკრებულოს დეპუტატის, “ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ირაკლი ეძგვერაძისა და კიდევ 3 პირის პროცესი დასრულდა. მოსამართლემ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა დაზარალებულების სასამართლოში დაკითხვასთან დაკავშირებით. შემდეგი პროცესი 31 იანვარს ჩაინიშნა. მანამდე სამართლებრივი პროცედურები უნდა ჩატარდეს და დაზარალებულებს უწყებები უნდა ჩააბარონ.