“წერა-კითხვა ვინც იცის, თბილისშია და სწავლობს, დანარჩენები ოცნებას ჰყავს გამოჭერილი და წვრილ-წვრილ ხელფასით დასაქმებული” – გიორგი მელაძე

ახლა ჩამიგდეს ევროპის ფონდის კონკურსი, მცირე სათემო ორგანიზაციების განვითარებას ცდილობენ, დამწყებებს ეხმარებიანო . . . ხალხოუ, რაცა ვართ, ესა ვართ და რა ორგანიზაციები უნდა განავითაროთ თავიდან? საიდან მოგყავთ ეს მცირე სათემო ორგანიზაციები? დაცლილია რეგიონები ახალგაზრდობისგან და ვინ უნდა შექმნას ეს ორგანიზაციები? წერა-კითხვა ვინც იცის, თბილისშია და სწავლობს, დანარჩენები ოცნებას ჰყავს გამოჭერილი და წვრილ-წვრილ ხელფასით დასაქმებული. […]

სრულად ელექტრო Porsche Macan- ის მსოფლიო პრემიერა – “პორშეს” პირველი ელექტრო SUV ახალ სტანდარტებს ამკვიდრებს

· Porsche Macan 4-ისა და Macan Turbo-ს მსოფლიო პრემიერა სინგაპურში გაიმართა · PSM-ამძრავები 639 ცხენის ძალამდე სიმძლავრითა და 1130 ნიუტონმეტრით · 100 კვ.სთ ელემენტები 613-მდე კილომეტრის გავლის რესურსით

ორბელიანის ქუჩაზე ახალგაზრდა კაცი მოკლეს

თბილისში, ორბელიანის ქუჩაზე ახალგაზრდა კაცი მოკლეს. შემთხვევა დღეს, 25 იანვარს მოხდა. როგორც “ნეტგაზეთს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება განზრახ მკვლელობის [სს კოდექსის-ის 108-ე მუხლი] მუხლით მიმდინარეობს. ჯერჯერობით მკვლელობაში ბრალდებული დაკავებული არ არის. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, 2013 წლიდან პატიმართა უფლებების დარღვევის შესახებ ჩვენ გვაქვს ნული განცხადება – გივი მიქანაძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე გამოსვლისას

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (PACE) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრებმა გივი მიქანაძემ და ხატია წილოსანმა სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე გამართულ დებატებში მიიღეს მონაწილეობა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, გივი მიქანაძემ, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების ქვეკომიტეტის თავმჯდომარედ მეორედ არჩიეს, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოს ხელისუფლების მიერ […]

კეკელიძის ქუჩაზე სისხლის სამართლის წესით დაკავებულ აკაკი ჩიქობავასა და გიორგი ხასაიას აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა შეეფარდათ

თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე მდებარე ბინიდან ოჯახის გამოსახლებისას, სისხლის სამართლის წესით დაკავებულ აკაკი ჩიქობავასა და გიორგი ხასაიას, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდათ. თბილისის საქალაქო სასამართლომ, აღნიშნული გადაწყვეტილებით, პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. მოსამართლის გადაწყვეტილებას ხმაური და შეძახილები მოჰყვა. დაკავებულთა ახლობლები მათ გათავისუფლებას მოითხოვენ. აღსრულების ეროვნული ბიუროს კუთვნილი ავტომობილის დაზიანების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის […]

სამშვიდობო ხელშეკრულების შესახებ სომხეთის უკანასკნელ შეთავაზებაზე აზერბაიჯანს პასუხი ჯერ არ გაუცია – სომხეთის საგარეო უწყება

სომხეთს აზერბაიჯანის მხრიდან ჯერ არ მიუღია პასუხი სამშვიდობო ხელშეკრულებასთან დაკავშირებით 4 იანვარს გაგზავნილ შეთავაზებებზე, – ამის შესახებ მედიას სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა განუცხადა. “პირისპირ მოლაპარაკებების გარეშე, ერევანი და ბაქო აგრძელებენ წინადადებების გაცვლას სამშვიდობო ხელშეკრულების საკითხზე. 25 დეკემბერს სომხეთმა აზერბაიჯანის მხრიდან წინადადებები მიიღო, 10 დღეზე ნაკლებ დროში კი აზერბაიჯანულ მხარეს სომხეთის შესაბამისი წინადადებები გადაეცა. ბაქოს […]

ჯეიმს ო’ბრაიენი – საქართველოში წელს ძალიან მნიშვნელოვანი საპარლამენტო არჩევნებია – მტკიცედ ვუჭერთ მხარს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიას

საქართველოში წელს ძალიან მნიშვნელოვანი საპარლამენტო არჩევნებია, მხარს ვუჭერთ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიას და მასთან ვიმუშავებთ. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯეიმს ო’ბრაიენმა განაცხადა. ო’ბრაიენის თქმით, საქართველო მნიშვნელოვანი პარტნიორია. “საქართველოს შავი ზღვის უსაფრთხოებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან პარტნიორად განვიხილავთ… თუ შეხვედავთ რა ხდება – ცენტრალური აზიის ქვეყნები სავაჭრო გზებს ეძებენ, რომლებიც მხოლოდ ჩინეთს ან […]

სასამართლომ კეკელიძის ქუჩაზე დაკავებულ აკაკი ჩიქობავასა და გიორგი ხასაიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

კეკელიძის ქუჩაზე მდებარე ბინიდან გამოსახლების დროს მიმდინარე აქციაზე დაკავებულებს, აკაკი ჩიქობავასა და გიორგი ხასაიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. აღნიშნულით თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ დაკავებულების ადვოკატმა გურო იმნაძემ განუცხადა, სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელი და უსამართლოა, რადგანაც არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც მიუთითებს, რომ გიორგი ხასაია და აკაკი ჩიქობავა მსგავს ან სხვა დანაშაულს ჩაიდენენ, […]

ლევან ბეჟაშვილი და ანა წითლიძე ვენეციის კომისიის გენერალურ მდივანს სიმონა გრანატა-მენგინს შეხვდნენ

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ლევან ბეჟაშვილი და საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი ანა წითლიძე, სტრასბურგში ვიზიტის ფარგლებში, ვენეციის კომისიის გენერალურ მდივანს სიმონა გრანატა-მენგინს შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს. მათივე ცნობით, შეხვედრაზე განხილულ იქნა ვენეციის კომისიის რეკომენდაციები “ოლიგარქიული მმართველობის წინააღმდეგ” კანონის შესახებ, ასევე, სასამართლო რეფორმასა და ანტიკორუფციულ ბიუროსთან დაკავშირებით. ამასთან, ლევან […]

Youtube-ზე ყველაზე პოპულარულ ვიდეოს 14 მლრდ ნახვა აქვს – ნახეთ რეიტინგი

YouTube-ი მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ვიდეო პლატფორმაა, სადაც ყოველდღიურად ათასობით ვიდეო იტვირთება. ამჟამად პორტალზე ყველაზე ხშირად ნახავდი ვიდეოების რეიტინგში საბავშვო მუსიკალური ვიდეოკლიპები ლიდერობენ. ხუთეულშია ასევე ედ შირანის Shape of You და Luis Fonsi-ს Despacito. პირველ ადგილზე თითქმის 14 მლრდ ნახვით საბავშვო მუსიკალური კლიპი – Baby Shark Dance-ია, მეორეზეა – Despacito (8.4 მლრდ ნახვა), მესამეზე – Johny […]