ერაყის საგარეო უწყება – ბაღდადი და ვაშინგტონი ერაყიდან დასავლური კოალიციის ეტაპობრივი გაყვანის შესახებ მოლაპარაკებების დაწყებაზე შეთანხმდნენ

ბაღდადი და ვაშინგტონი ერაყიდან დასავლური კოალიციის ეტაპობრივი გაყვანის შესახებ მოლაპარაკებების დაწყებაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ განცხადებას ერაყის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. განცხადების თანახმად, ბაღდადი და ვაშინგტონი კომიტეტს შექმნიან, რომელიც ერაყში დასავლური კოალიციის მომავალს განიხილავს ქვეყნიდან დასავლური კოალიციის ეტაპობრივად გაყვანის გრაფიკის შექმნის მიზნით. ამ მომენტისთვის ერაყში 2 500 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე იმყოფება, რომლებიც ადგილობრივ ძალებს ეხმარებიან და […]
აზერბაიჯანში ვიზიტის ფარგლებში გიორგი ამილახვარმა ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართა

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გიორგი ამილახვარის ვიზიტი გრძელდება. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორამციით, ვიზიტის ფარგლებში მინისტრმა, დელეგაციის წევრებთან ერთად, ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორ ელჩინ ბაბაევთან, აკადემიურ საბჭოსთან, პროფესორ-მასწავლებლებთან და სტუდენტებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული ისტორიული მეგობრობის შესახებ ისაუბრა. გიორგი ამილახვარმა […]
BBC: უკრაინაში მეომარი რუსი პატიმრები შეწყალებას აღარ იღებენ

უკრაინის წინააღმდეგ ომში საბრძოლველად წასული რუსი პატიმრები შეწყალების ნაცვლად რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისგან ახლა იღებენ პირობით გათავისუფლებას, ჯარში სამსახური კი მათ ომის დასრულებამდე უწევთ. ამის შესახებ ლაპარაკია BBС-ის ჟურნალისტურ გამოძიებაში. რუსეთის კოლონიებიდან პატიმრების სამხედრო სამსახურში აყვანა 2022 წლის ზაფხულში დაიწყო კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა. 2023 წლის თებერვლიდან ფრონტზე პატიმართა გაგზავნით დაკავებული იყო […]
“ოსკარის” მთავარ ჯილდოზე წარდგენილი 10 ფილმი

ამერიკის კინოაკადემიამ “ოსკარის” მთავარი პრიზისთვის 10 ფინალისტი შეარჩია. ნახეთ საუკეთესო მხატვრული ფილმის კატეგორიაში ნომინირებული კინოფილმების სია. “ოსკარით” დაჯილდოების 96-ე საზეიმო ცერემონია ლოს-ანჯელესში 10 მარტს გაიმართება.
“დე ლაურენტისი დიქტატორია” – პოლონელები ზილენსკის დასჯამ აღაშფოთა

calciomercato იტყობინება, რომ რადგან 29 წლის ნახევარმცველმა პიოტრ ზილენსკიმ “ნაპოლისთან” კონტრაქტი არ გააგრძელა და ზაფხულში “ინტერში” უფასოდ გადავა, ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა მისი დასჯა გადაწყვიტა. დე ლაურენტისი დღეს გუნდს ბაზაზე ეწვია და ნახევარი საათი მწვრთნელს ვალტერ მაცარის და ფეხბურთელებს ესაუბრა. მან თქვა, რომ ვინც წასვლას აპირებს, არ ათამაშებს და შანსს ახალწვეულებს – დენდოკერს, […]
ვინაა ორბელიანზე მოკლული ახალგაზრდა – ახალი დეტალები

თბილისში, ორბელიანის ქუჩაზე მოკლული ბიჭი 21 წლის ნიკიტა აგიევია. ახალგაზრდა, რამდენიმე საათის წინ, ცივი იარაღით დაჭრეს. ის სასწრაფო დახმარების ავტომობილში, ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა. როგორც “რუსთავი 2-ს” შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. მკვლელობის მოტივს გამოძიება დაადგენს.
“საქართველოს შავი ზღვის უსაფრთხოებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან პარტნიორად განვიხილავთ” – ო’ბრაიენი

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯეიმს ო’ბრაიენმა განაცხადა: “საქართველოს შავი ზღვის უსაფრთხოებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან პარტნიორად განვიხილავთ… თუ შევხედავთ რა ხდება – ცენტრალური აზიის ქვეყნები სავაჭრო გზებს ეძებენ, რომლებიც მხოლოდ ჩინეთს ან რუსეთს არ ეხება. მათ ბევრი ინფრასტრუქტურა ააშენეს, რომლებიც რუსეთის გავლით გადის, ახლა კი სხვა ინფრასტრუქტურის აშენება სურთ. ეს ნიშნავს, რომ ის […]
“შფოთვები აქვს, ნერვიულობს… გარემო თუ არ შეიცვალა, სომატური დარღვევები არ აღდგება” – ექიმი სააკაშვილზე –

სახალხო დამცველის კონსილიუმი მიხეილ სააკაშვილთან – საქართველოს მესამე პრეზიდენტის რამდენიმე საათიანი შემოწმების შემდეგ ექიმები პაციენტის საპატიმროში გადაყვანის რეკომენდაციას არ გასცემენ. როგორც ექიმმა გიორგი გრიგოლიამ “ტვ პირველს” უთხრა, მართალია მიხეილ სააკაშვილმა წონაში მოიმატა (ამჟამად 77,400კგ-ია), თუმცა ნევროლოგიური მდგომარეობა კვლავ მძიმეა. ანორექსიისა და კახექსიის მოვლენებს მედიცინის თვალსაზრისით ძლევენ აქაური ექიმები, მაგრამ სამწუხაროდ, ფსიქო ნევროლოგია რჩება თითქმის იმ […]
“ვიმუშავებთ სადამკვირვებლო მისიასთან საქართველოში, რათა დავინახოთ, რომ არჩევნები კარგად ჩაივლის…” – სახდეპი

“ვაპირებთ, ვიმუშაოთ სადამკვირვებლო მისიასთან საქართველოში, რათა დავინახოთ, რომ არჩევნები კარგად ჩაივლის…”, – ამის შესახებ სახელმწიფო მდივნის ასისტენტმა, ჯეიმს ო’ბრაიენმა განაცხადა. მის ამ განცხადებას ჟურნალისტი ალექს რაუფოღლუ ავრცელებს. “მტკიცედ ვუჭერთ მხარს საერთაშორისო დამკვირვებელთა მისიას საქართველოში. ჩვენ ვაპირებთ, ვიმუშაოთ ამ მისიასთან და გულწრფელად ვიყოთ რეალურად აქტიურ სამოქალაქო საზოგადოებასთან საქართველოში, რათა დავინახოთ, რომ არჩევნები კარგად ჩაივლის… იმიტომ, რომ […]
“როცა კარი შეანგრიეს…” – რატომ დააზიანეს აღსრულების ბიუროს ავტომობილი? – დაკავებულები

რატომ დააზიანეს აღსრულების ბიუროს ავტომობილი კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლების დროს – ამ კითხვაზე დაკავებულმა თავად გასცეს პასუხი. ახალგაზრდები ამბობენ, რომ ერთადერთი მიზეზი ყურადღების გადატანა იყო, რადგან ხედავდნენ, რა მეთოდებით უსწორდებოდნენ სამართალდამცველები მარინა ხატიაშვილის ოჯახს და მის მხარდამჭერებს. დაკავებული აქტივისტები კაკო ჩიქობავა და გიორგი ხასაია ბრალს ნაწილობრივ აღიარებენ. ისინი მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა. სიტუაცია დაიძაბა იმით, რომ საცხოვრებლის […]