საია საგარეოს მიმართავს, რუსეთისგან დაზარალებულების უფლებების დაცვისთვის საერთაშორისო ღონისძიებები გამოიყენოს
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართავს რუსეთის ფედერაციის მიერ დაზარალებული მოსახლეობის უფლებების ეფექტიანი დაცვისთვის საერთაშორისო ღონისძიებების გამოყენების თაობაზე. საიას განცხადებით, საგანგაშოა, რომ რუსეთის ფედერაციის მხრიდან განგრძობადად, დღესაც, ადგილი აქვს ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის შევიწროების, უკანონო დაკავებების, თავდასხმის, წამების, მკვლელობისა და დაშინების ადმინისტრაციულ პრაქტიკას, რისი ტრაგიკული მაგალითებიც, მათ შორის, არის დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიას, […]
საია რუსეთის ფედერაციის მიერ 2008 წლის ომის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის უფლებების ეფექტიანი დაცვისთვის საერთაშორისო საკომპენსაციო ფონდის შექმნის ინიციატივით გამოდის
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საიას) წარმომადგენლებმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში წერილი შეიტანეს. დოკუმენტის თანახმადაც, ასოციაცია რუსეთის ფედერაციის მიერ 2008 წლის ომის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის უფლებების ეფექტიანი დაცვისთვის საერთაშორისო საკომპენსაციო ფონდის შექმნის ინიციატივით გამოდის. ამასთან, საიას თავმჯდომარის განმარტებით, ადამიანის ევროპულმა სასამართლომ საქართველოს სასარგებლოდ რუსეთის ფედერაციას 130 მილიონი ევროს გადახდა დააკისრა, ამ გადაწყვეტილებების აღსრულება კი მსგავსი ფონდის გარეშე […]
მიხეილ დაუშვილი – ყველა რესურს გამოვიყენებთ იმისთვის, რომ „ოცნებას“ ვაიძულოთ, ევროკავშირისაკენ ნაბიჯები გადადგას – ვნახოთ, რას იტყვიან, რას შემოგვთავაზებენ
ჩვენ ყველა რესურს გამოვიყენებთ იმისთვის, რომ „ოცნებას“ ვაიძულოთ, ევროკავშირისაკენ ნაბიჯები გადადგას – ვნახოთ, რას იტყვიან, რას შემოგვთავაზებენ, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატმა, მიხეილ დაუშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. დაუშვილის თქმით, მისი პარტია 9-პუნქტიან გეგმასთან დაკავშირებით დაანონსებულ შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს. როგორც ის აღნიშნავს, მოწვევა უკვე მიიღო. „ჩვენ აბსოლუტურად ყველა ფორმატში ვმონაწილეობდით ყოველთვის და ყველა რესურსს ვიყენებდით […]
საქართველოს ეწვევა სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი
დღეს, 26 იანვარს, საქართველოს სამუშაო ვიზიტით ეწვევა სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, სომხეთის პრემიერ-მინისტრს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უმასპინძლებს. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილისა და სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის პირისპირ შეხვედრა, რომლის შემდეგაც საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრების ხელმძღვანელობით გაიმართება საქართველო-სომხეთის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომა. ნიკოლ ფაშინიანი საქართველოში უკანასკნელად […]
პრეზიდენტის ვებსაიტზე ჰაკერული თავდასხმა მოხდა
საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალურ ვებსაიტზე, president.ge-ზე, ჰაკერული თავდასხმა მოხდა. ინფორმაცია თავდაპირველად გავრცელდა ტელეგრამ-არხებით. სავარაუდოდ, თავდასხმა განხორციელდა რუსული ჰაკერული ჯგუფის მიერ. საიტზე შესულ ადამიანებს ხვდებოდათ წარწერა: “დაჰაკულია COZY BEAR-ის მიერ, დიდება რუსეთს”. COZY BEAR-ი ჰაკერების რუსული ჯგუფია, რომელიც, დასავლური დაზვერვის სამსახურის ცნობით, ФСБ-ს ხელმძღვანელობით მოქმედებს. რადიო თავისუფლების სატელეფონო ზარებს არ უპასუხეს პრეზიდენტის პრესსამსახურში. შინაგან საქმეთა სამინისტროდან დამატებითი […]
თბილისში, სასწრაფო დახმარების ექიმებმა ახალგაზრდა ქალი სახლში ამშობიარეს
თბილისში, სასწრაფო დახმარების ექიმებმა ახალგაზრდა ქალი სახლში ამშობიარეს თბილისში, სასწრაფო დახმარების ექიმებმა ახალგაზრდა ქალი სახლში ამშობიარეს. ინფორმაციას გვერდი “შენი სიცოცხლის გადასარჩენად”.ავრცეებს. “თბილისის მე-8 ფილიალში გამოძახება ლოზუნგით მშობიარობა შევიდა. ახალგაზრდა ქალს მუცელი ასტკივდა და ოჯახის წევრებმა სასწრაფო დახმარება გამოიძახეს. ადგილზე მისულმა 0828 ბრიგადის ექიმმა, პაციენტის გასინჯვის შემდეგ, ორსულის ბინაზე დატოვების გადაწყვეტილება მიიღო, რადგან მშობიარობა უკვე დაწყებული […]
2023 წელს თბილისში 41 061 ბინა გაიყიდა – უბნების რეიტინგი
2023 წელს თბილისში 41 061 ბინა გაიყიდა – უბნების რეიტინგი 2023 წელს თბილისში 41,061 ბინა გაიყიდა, რაც 2022 წელს გაყიდული ბინების რაოდენობას 8%-ით ჩამორჩება. Colliers Georgia-ს მიერ უძრავი ქონების ვებგვერდ Recov.ge-ზე გამოქვეყნებული თბილისის საცხოვრებელი ბინების განახლებული წლიური სტატისტიკის მიხედვით, გასულ წელს გაყიდვების კლების მიუხედავად ბაზრის ზომა 5%-ით, 2.5 მილიარდ აშშ დოლარამდე გაიზარდა, რაც ბინების საშუალო […]
„შვილს აიძულებდა თბილისის უბნებში ეთხოვა მოწყალება, მიღებულ თანხას კი სრულად ისაკუთრებდა“ – არასრულწლოვანით ვაჭრობის ფაქტზე 2 პირი დააკავეს, ერთს ბრალი წარედგინა
„შვილს აიძულებდა თბილისის უბნებში ეთხოვა მოწყალება, მიღებულ თანხას კი სრულად ისაკუთრებდა“ – არასრულწლოვანით ვაჭრობის ფაქტზე 2 პირი დააკავეს, ერთს ბრალი წარედგინა შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, არასრულწლოვანით ვაჭრობის დანაშაულებრივი სქემა გამოავლინეს, 2 პირი დააკავეს, ხოლო ერთ პირს ბრალი წარედგინა. ამის […]
სახალხო დამცველი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს რეკომენდაციით მიმართავს
სახალხო დამცველი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს რეკომენდაციით მიმართავს. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა შეისწავლა ნანა ჯალაღონიას განცხადებები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის N2 საჯარო სკოლის დირექტორის თანამდებობიდან მისი გათავისუფლების კანონიერებასთან დაკავშირებით და მიიჩნია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ადგილი აქვს განმცხადებლის კონსტიტუციით გარანტირებული შრომის უფლების დარღვევას. „2024 წლის 24 იანვარს საქართველოს სახალხო […]
ფინანსთა მინისტრი – 2023 წელს საგადასახადო-საბაჟო შემოსავლებმა დაგეგმილი მაჩვენებლის 101.7%-ი შეადგინა, ეს მაჩვენებელი მებაჟე ოფიცრების წარმატებული საქმიანობის კიდევ ერთი ნათელი დასტურია
2023 წელს საგადასახადო/საბაჟო შემოსავლებმა დაგეგმილი მაჩვენებლის 101.7%-ი შეადგინა. ეს მაჩვენებელი მებაჟე ოფიცრების წარმატებული საქმიანობის კიდევ ერთი ნათელი დასტურია – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა საბაჟოს საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, 2023 წელი გამორჩეულია საქართველოსთვის – ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. […]