აღსრულების ეროვნულმა ბიურომ თბილისში, ზანდუკელის ქუჩაზე ოჯახის გამოსახლება დროებით გადადო
თბილისში, ზანდუკელის ქუჩაზე ოჯახის გამოსახლება გადაიდო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ აღსრულების ეროვნულ ბიუროში განუცხადეს, მხარეებს შორის მოლაპარაკების პროცესი დაიწყო. ინფორმაციისთვის, ზანდუკელის N2-ში დღეს, 10:00 საათზე უნდა გემოესახლებინა აღსრულების ეროვნულ ბიუროს მრავალსულიანი ოჯახი. ადგილზე ოჯახის მხარდასაჭერად მოქალაქეები დილიდან შეიკრიბნენ.
„საქპატენტში“ თუშური გუდას ასოციაციის წარმომადგენლებისთვის ორდღიანი ტრენინგი ჩატარდა
„საქპატენტში“ თუშური გუდას ასოციაციის წარმომადგენლებისთვის ორდღიანი ტრენინგი ჩატარდა. ამის შესახებ ინფორმაციას „საქპატენტი“ ავრცელებს. მათივე ცნობით, ქართველი ფერმერების, მეწარმეებისა და ასოციაციების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი – „საქპატენტი“ ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციასთან (WIPO) ერთად, ახორციელებს პროექტს, რომელიც ითვალისწინებს მწარმოებლების შესაძლებლობების გაძლიერებას, ასევე მათი მარკეტინგული უნარ-ჩვევების გამომუშავებასა და ცოდნის გაღრმავებას კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესების მიმართულებით. „პროექტის პირველ […]
თბილისში, ბალანჩინის ქუჩაზე ხანძარი იყო
თბილისში, ბალანჩინის ქუჩაზე ხანძარი ლოკალიზებულია. როგორც საგანგებო სიტუაციების სამსახურში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, ცეცხლი საბურავების ქარხანაში გაჩნდა, რამაც ძლიერი კვამლი გამოიწვია. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ჯგუფები და ამჟამად ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
პაატა მანჯგალაძე – ბოლო 30 წელიწადში ყველამ, ვინც რუსეთთან ღიად ითანამშრომლა, კისერი წაიტეხა პოლიტიკურად, ამიტომ არ მგონია, ღარიბაშვილი ამის გამკეთებელი იყოს
ბოლო 30 წელიწადში ყველამ, ვინც რუსეთთან ღიად ითანამშრომლა, კისერი წაიტეხა პოლიტიკურად, ამიტომ არ მგონია, ღარიბაშვილი ამის გამკეთებელი იყოს – შეეცდებიან პუტინი არაფორმალურად დააშოშმინონ, ახლა არჩევნები გვაქვს და მერე ყველაფერს გავაკეთებთო, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოსკოვში მიწვევასთან დაკავშირებით გავრცელებულ ცნობას გამოეხმაურა. როგორც მანჯგალაძე აღნიშნავს, ახლა […]
ხობის მუნიციპალიტეტის პირველი ხორგის ადმინისტრაციულ ერთეულში სანიაღვრე არხების რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ხობის მუნიციპალიტეტის პირველი ხორგის ადმინისტრაციულ ერთეულში სანიაღვრე არხების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, მიმდინარე სამუშაოები ხობის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ რევაზ ზაქარაიამ და მერის მოადგილემ დავით ბერაიამ დაათვალიერეს. „პროექტის შესაბამისად: ნატანი მასისგან იწმინდება არხი, მოეწყობა ეზოში შესასვლელები და ბეტონის სათავისები. სარეაბილიტაციო სამუშაოებს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით, კონტრაქტორი კომპანია ,,გზა მშენებელი 13“ ახორციელებს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
აიაზმა-ნინოწმინდის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია
ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ147 (აიაზმა-ნინოწმინდა) მონაკვეთზე მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი და M3 კატეგორიის 22-ზე მეტი დასაჯდომი ადგილის (მძღოლის ადგილის გარდა) მქონე მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა აღდგენილია. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
ეკა სეფაშვილი: ის, რომ პიროვნება წარმოადგენს მედიის, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელს ან აქტივისტია, არ აძლევს მანიპულაციის ან დეზინფორმაციის შექმნის უფლებას
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე, საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრი ეკა სეფაშვილი სიტყვით წარდგა. მან ისაუბრა საზოგადოების მონაწილეობის წინააღმდეგ სტრატეგიული სარჩელების თემაზე და აღნიშნა, რომ მტკიცებულებები და ფაქტები უნდა იყოს მყარი, რათა ზიანი არ მიადგეთ გადაწყვეტილების მიმღებ პირებს თავიანთი მოვალეობის შესრულებისას. მისი თქმით, ის ფაქტი, რომ პირი მედიის ან სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელია, არ აძლევს მას […]
“ბენქსი: ლეგენდის დაბადება სტივ ლაზარიდისის კურატორობით” 30 000-ზე მეტმა დამთვალიერებელმა ნახა – გამოფენის მხარდამჭერია SOLO X და VISA
ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმის მეხუთე დაბადების დღესთან დაკავშირებით, SOLO X-ისა და VISA-ს მხარდაჭერით, გამოფენა „ბენქსი: ლეგენდის დაბადება, სტივ ლაზარიდისის კურატორობით“ 14 თებერვლამდე ღიაა დამთვალიერებლისთვის. ნამუშევრები 30 000-ზე მეტმა დამთვალიერებელმა უკვე იხილა. მეოთხე თვეა მუზეუმში ვიზიტორებს შესაძლებლობა აქვთ, დაათვალიერონ ლეგენდარული ბრიტანელი გრაფიტის არტისტის, ბენქსის ნამუშევრები, გაეცნონ მის შემოქმედებით გზას ქუჩის ხელოვნებიდან მუზეუმის კედლამდე, იხილონ გამოფენის კურატორის, […]
თიბისის მხარდაჭერით, Index | Wealth Management-ის პირველი პროექტი – “რივერ პარკი” შენდება
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში, დიღომი 8-ში, უძრავი ქონების საინვესტიციო კომპანიის – Index | Wealth Management-ის პირველი პროექტი, მრავალფუნქციური უბანი – „რივერ პარკი“ შენდება. მტკვრის პირას, უნიკალურ მიკროკლიმატურ ზონაში, 30 000 მ2 ფართობის პროექტი დაბალი განაშენიანების გენერალური გეგმითა და 4 სართულიანი შენობებით გამოირჩევა. პროექტის ინფრასტრუქტურა პარკებს, სასეირნო ბილიკებს, საბავშვო გასართობ სივრცეებს, რეკრეაციულ ზონებსა და საცურაო აუზს აერთიანებს. […]
“ბაიერნი” ზაფხულში ტუხელის გაშვებასა და ალონსოს მიწვევას გეგმავს
მოკლედ ბაიერნი ბუნდესლიგის წურბელაა რა. თუ ვინმე მაგარი მწვრთნელი ანდ ფეხბურთელი გაიჭაჭანებს ყველა თავისთან მიჰყავს. ეგრე იქნება რეკორდმაისტერიც და ალლესმაისტერიც