აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა თურქეთისთვის F-16-ის ტიპის გამანადგურებლების მიყიდვა დაამტკიცა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა თურქეთისთვის F-16-ის ტიპის გამანადგურებლების მიყიდვა დაამტკიცა. ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა კონგრესს თურქეთისთვის 23 მილიარდი დოლარის ღირებულების F-16-ის ტიპის გამანადგურებლების და საბერძნეთისთვის 8,6 მილიარდი დოლარის ღირებულების F-35-ის ტიპის გამანადგურებლების მიყიდვის შესახებ აცნობა. სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ოფიციალური შეტყობინების გადაცემის შემდეგ, კონგრესს შეთანხმების გასაპროტესტებლად 15 დღე აქვს, რის შემდეგაც […]
ზვავსაშიშროების გამო, გუდაური-კობის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ზვავსაშიშროების გამო, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. “საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია”. – ვკითხულობთ დეპარტამენტის განცხადებაში.
ბაზარზე ციფრული დასაქმების და პროფესიული განვითარების პლატფორმა Talents.ge გამოჩნდა
დასაქმების პრობლემის გადაწყვეტის მიზნით, ICDC-სა და USAID-ის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, ციფრული ეკოსისტემა Talents.ge შეიქმნა, რომლის პრეზენტაცია სამთავრობო, ბიზნეს და კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის 29 იანვარს გაიმართება. ამის შესახებ „ქალების ნარატივში“ Aisitec-ის თანადამფუძნებელმა თამარ ბოსიკაშვილმა და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის გენდერის და ახალგაზრდების საკითხების ექსპერტმა, ნათია კაპანაძემ ისაუბრეს. „Talents.ge პლატფორმაში სრულიად არის გაციფრულებული ტალანტების მოზიდვისა და შერჩევის […]
როგორ წარიმართა „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ პროექტის მეორე ფაზა?
მიმდინარე კვირას ლიბერთის მხარდაჭერით პროექტის “ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის”, მეორე ციკლის გამარჯვებულების დაჯილდოება გაიმართა. 22-მა გამარჯვებულმა ჯამურად 500 000 ლარის ოდენობის გრანტი მიიღო, რომელიც სრულად მათი ბიზნესიდეისა თუ უკვე არსებული საქმიანობის გაფართოებასა და განვითარებას მოხმარდება. ლიბერთი ამ პროექტის განხორციელების პროცესში აქტიურად იყო ჩართული და მათი მხრიდან მეწარმეების ფინანსური განათლების სამეტაპიანი პროგრამაც კი ჩაეშვა. პროექტის დეტალებისა […]
“ჩვენი მიზანია, არტისტებს კომფორტი შევუქმნათ” – “სტოქტონი” მაისში მასშტაბურ პროექტს იწყებს
მულტიპროფილური კრეატიული სააგენტო “სტოქტონი” მიმდინარე წელს მასშტაბურ პროექტს გეგმავს. როგორც კომპანიის დამფუძნებელი BMGTV-ის ეთერში აღნიშნავს, სააგენტოს მთავარი საქმიანობა ქართველი მუსიკალური არტისტებისთვის მენეჯმენტ სერვისების შეთავაზებაა, პარტნიორ არტისტებთან ერთად კი “სტოქტონი” სხვადასხვა სახის პროექტს გეგმავს. “ვთანამშრომლობთ ქვეყნის წამყვან, წარმატებულ მუსიკალურ პროექტებთან: Kordz, Bedford Falls, MokuMoku, Circus Mircus… ჩვენი მიზანია, არტისტებს შევუქმნათ კომფორტი, სრულად კონცენტრირდნენ თავიანთ მუსიკალურ საქმიანობაზე, […]
მსაჯულთა სასამართლომ დაადგინა, რომ დონალდ ტრამპმა ე. ჯინ კეროლს 83,3 მილიონი დოლარი უნდა გადაუხადოს
აშშ-ის მსაჯულთა ფედერალურმა ჟიურიმ აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს დააკისრა 83,3 მილიონი დოლარის გადახდა ზარალის კომპენსაციის სახით ე. ჯინ კეროლისთვის, რომელმაც ტრამპი დაადანაშაულა მიუკერძოებელი ჟურნალისტის რეპუტაციის შელახვაში, როცა უარყო, რომ ის გააუპატიურა სამი ათეული წლის წინ. 80 წლის კეროლმა საჩივარი ტრამპის წინააღმდეგ შეიტანა 2019 წლის ნოემბერში იმის გამო, რომ ტრამპი ხუთი თვით ადრე უარყოფდა მის […]
ჰუტის მომხრე იემენელმა მეამბოხეებმა გაძლიერეს წითელ ზღვაში თავდასხმები, დარტყმა მიაყენეს საწვავის ტანკერს
იემენში ჰუტის მომხრე მეამბოხეთა ძალებმა 26 იანვარს გააძლიერეს თავდასხმები წითელ ზღვაში და დარტყმა მიაყენეს საწვავის ტანკერს, რომელიც სავაჭრო კომპანია Trafigura-ს სახელით მოქმედებს. ტანკერზე შედეგად გაჩნდა ხანძარი. კომპანია Trafigura იტყობინება, რომ ტანკერ Marlin Luanda-ს რაკეტა მოხვდა წითელ ზღვაში გადაადგილებისას. მისი ინფორმაციით, ამოქმედდა სახანძრო დანადგარი ცეცხლის ჩასაქრობად, რომელიც გაჩნდა ერთ-ერთ სატრანსპორტო ცისტერნაში მარჯვენა მხარეს. ამავე ცნობით, რეგიონში […]
ბალტიის ქვეყნები რუსეთის საზღვარზე “ბალტიის თავდაცვის ხაზის” აშენებას გეგმავენ
ბალტიის ქვეყნები რუსეთის საზღვარზე ერთობლივი თავდაცვითი ნაგებობების აშენებაზე შეთანხმდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, 2025 წლისთვის მხოლოდ ესტონეთის და რუსეთის საზღვართან ჯამში 600 ბუნკერი აშენდება. რუსეთიდან მომდინარე საფრთხის გამო ლიტვა, ლატვია და ესტონეთი ერთიანი “ბალტიის თავდაცვითი ხაზის” ჩამოყალიბებაზე შეთანხმდნენ. “ბალტიის თავდაცვითი ხაზი” გააერთიანებს ასობით ბუნკერის და თავდაცვითი ნაგებობების ქსელებს, დანაღმულ ტერიტორიას, მავთულხლართებს და საფორტიფიკაციო სტრუქტურებს. თავდაპირველად, ინფორმაცია ბალტიის […]
საზონოვი ჩინებულად შევიდა შეცვლაზე – “ტორინომ” სტუმრად “კალიარის” სძლია
სტუმრები 2:0 დაწინაურდნენ, მაგრამ მასპინძლებმა 77-ე წუთზე ანგარიში შეამცირეს, რის შემდეგაც ტურინული გუნდის მცველი საბა საზონოვი 78-ე წუთზე ანტონიო სანაბრიას ნაცვლად შევიდა შეცვლაზე და მარჯვენა ცენტრალური მცველის პოზიციაზე დაიკავა ადგილი და საკმაოდ კარგად ითამაშა. აქედან მოყოლებული სარდინიელები ბოლოს შტურმზე გადავიდნენ და კონტრშეტევაზე კომპენსირებულ დროში პიეტრო პელეგრისგან გოლი მიიღეს, რომელიც თამაშგარეს გამო არ ჩაითვალა. ბოლოს საზონოვმა […]
პუტინი: ბელგოროდში თვითმფრინავი უკრაინელებმა ამერიკული და ფრანგული სისტემებით ჩამოაგდეს
პუტინის თქმით, 24 იანვარს ბელგოროდის ოლქში თვითმფრინავი Ил-76 ამერიკულმა და ფრანგულმა რაკეტებმა ჩამოაგდეს. გავრცელებული ინფორმაციით, თვითმფრინავში 74 ადამიანი იმყოფებოდა. როგორც ცნობილია, თვითმფრინავში იყოფებოდა 65 უკრაინელი ტყვე, რომლებიც მოგვიანებით ტყვეების გაცვლის შეთანხმებით უნდა დაებრუნებინათ უკრაინაში. პუტინის თქმით, თვითმფრინავი უკრაინულმა მხარემ ამერიკული და ფრანგული სარაკეტო სისტემების გამოყენებით ჩამოაგდო. “Ил-76-ზე თავდასხმა ამერიკული და ფრანგული სისტემებით განხორციელდა. ზუსტი დეტალები […]