ლარი გაუფასურებას აგრძელებს – ევრო სამლარიან ნიშნულს გადასცდა

სამ დეკემბერს საქართველოს ეროვნული ვალუტა, ლარი კიდევ უფრო მეტად გაუფასურდა დოლართან, ევროსთან და გირვანქა სტერლინგთან მიმართებით. სამ დეკემბერს დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსი, – რომელიც ოთხ დეკემბერს იმოქმედებს, – ასეთია: · 1 აშშ დოლარი – 2.8746 ლარი · 1 ევრო – 3.0252 ლარი · 1 გირვანქა სტერლინგი – 3.6438 ეს ბოლო ორ-ნახევარ წელიწადში პირველი შემთხვევაა, როდესაც […]

იმერლიშვილი განმარტავს, რატომ დაეთანხმა არჩევნებზე საკონსტიტუციო სარჩელების არმიღებას

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე, ირინე იმერლიშვილი ეხმაურება არჩევნებზე პრეზიდენტისა და პარტიების სარჩელების წარმოებაში არმიღებას და აცხადებს, რომ ამ დროს მან მხოლოდ “კანონმდებლობის შესაბამისად” იხელმძღვანელა. ამასთან, იმერლიშვილი აღნიშნავს, რომ “საქართველო ევროპაა” და თავად, მხოლოდ მოსამართლის ფიცის ერთგულია. “ევროპული ღირებულებები, უპირველესად, განსხვავებული აზრის პატივისცემაა. ქართველები ემოციურები ვართ, “ცხელ გულზე” გვჩვევია დასკვნების გამოტანა, რაც მოსამართლეობისას არაერთხელ მაქვს პირადად გამოცდილი. […]

კანადის საგარეო საქმეთა მინისტრი – კანადა საქართველოში თანამდებობის პირებსა და ორგანიზაციებს სანქციებს დაუწესებს

საქართველოში თანამდებობის პირებსა და ორგანიზაციებს სანქციებს დავუწესებთ და ამას რა თქმა უნდა, ამერიკელ და ევროპელ მეგობრებთან თანამშრომლობით გავაკეთებთ, – ამის შესახებ კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მელანი ჯოლიმ ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა შეკითხვას, დაუწესებს თუ არა კანადა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს სანქციებს. „ამ შეკითხვას გუშინ ვუპასუხე, რიგაში, სადაც „3+1“ შეხვედრას […]

იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი – ვითარების გაუარესების თავიდან აცილების მიზნით იაპონია საქართველოს მთავრობას თავშეკავებისკენ მოუწოდებს

ვითარების გაუარესების თავიდან აცილების მიზნით იაპონია საქართველოს მთავრობას თავშეკავებისკენ მოუწოდებს, – ამის შესახებ განცხადებას იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი, კიტამურა ტოშიჰირო ავრცელებს. „იაპონია 26 ოქტომბერს გამართული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ყურადღებით აკვირდება. კერძოდ, ჩვენ სულ უფრო მეტად შეშფოთებულები ვართ იმ ვითარებით, რომელიც 28 ნოემბრის შემდეგ შეიქმნა, საქართველოს მთავრობის განცხადების შემდეგ, რომ ის ევროკავშირში […]

ეკა გიგაური საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე – ისინი იქ არიან იმიტომ, რომ მოემსახურონ ივანიშვილს – არ ვსაუბრობ ყველაზე, რამდენიმე მოსამართლეა, რომელიც იბრძვის შიგნიდან, მაგრამ მათი რაოდენობა საკმარისი არაა

ისინი იქ [საკონსტიტუციო სასამართლოში] არიან იმიტომ, რომ მოემსახურონ ბიძინა ივანიშვილს, – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა გიგაურმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომ 26 ოქტომბრის არჩევნების არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ პრეზიდენტის და 30 პოლიტიკოსის კონსტიტუციური სარჩელები არსებით განსახილველად არ მიეღო. მისივე თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები ბიძინა ივანიშვილისგან იღებენ ინსტრუქციებს, […]

რატი იონათამიშვილი – ბავშვების ინსტრუმენტალიზაცია პოლიტიკური ნიშნით არის კატეგორიულად მიუღებელი და ამორალური ქმედება, ვაპირებ მივმართო UNICEF-ის საქართველოს და საერთაშორისო მისიის ხელმძღვანელებს, ასევე, გაეროს ბავშვთა კომიტეტის თავმჯდომარეს

დღეს რასაც ვხედავთ სკოლებში, ეს არის კატეგორიულად მიუღებელი და დაუშვებელი, ვინაიდან სახეზეა ძალადობრივი გარემოს ჩამოყალიბება ბავშვებისათვის, რაც ძალიან სახიფათო და საშიში შეიძლება იყოს, ვინაიდან, ამან გამოიწვიოს დისკრიმინაციული მოპყრობა და ჩაგვრა ბავშვების მიმართ, რამაც შეიძლება გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს ბავშვთა განვითარებას, – განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა. მისი თქმით, აპირებს […]

კახა კალაძე ეუთო/ოდირის წერილზე – ეს არის პასუხი, კულმინაცია იმაზე, თუ როგორ ჩატარდა ჩვენი არჩევნები

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ოპოზიციამ, მას შემდეგ, რაც საპარლამენტო არჩევნებში სასურველი შედეგი ვერ მიიღო, არჩევნების გაყალბების შესახებ განცხადებები და სპეკულაციები დაიწყო. ამის შესახებ მან ეუთო/ოდირის მიერ გამოქვეყნებულ იმ წერილთან დაკავშირებით განაცხადა, რომელშიც აღნიშნულია, რომ საქართველოში 26 ოქტომბერს არჩეულ პარლამენტთან ითანამშრომლებენ. „ეს არის პასუხი, კულმინაცია იმაზე, თუ როგორ ჩატარდა ჩვენი არჩევნები. არაერთი განცხადება, შეფასება […]

„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ბოლო რგოლი იყო ხელისუფლების უზურპაციის წრედის შეკვრაში და ასეც მოხდა“ – ნიკა გვარამია

„ახალის“ დამფუძნებელი, ნიკა გვარამია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე: „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ბოლო რგოლი იყო ხელისუფლების უზურპაციის წრედის შეკვრაში და ასეც მოხდა. წარმოებაში არმიღების (როგორც აღმოჩნდა, 1 კვირის წინანდელი) განჩინებით, სასამართლომ გვითხრა, რომ საქართველოში არჩევნების განხორციელების (ანუ ნორმების რეალიზაციის) კონსტიტუციასთან შესაბამისობის შემოწმების ინსტიტუტი უბრალოდ თეორიულადაც არ არსებობს და მისი კომპეტენცია მხოლოდ არჩევნების მომწესრიგებელი ნორმის შემოწმებაა, ისიც 15თვიანი […]

მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას გამოიჩინოს თავშეკავება – იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტრო

იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და საქართველოს მთავრობას თავშეკავებისკენ მოუწოდებს. “იაპონია ყურადღებით ადევნებს თვალს 26 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოში განვითარებულ მოვლენებს. კერძოდ, ჩვენ სულ უფრო მეტად შეშფოთებულნი ვართ 28 ნოემბრის შემდეგ შექმნილი ვითარებით, მას შემდეგ რაც, საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ ის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს 2028 წლის ბოლომდე არ […]

“საკაიკაცო” ფეხზეა – ერთი გადაძახება და ჩვენ დავამთავრებთ ყველაფერს” – ბექა ჩხაიძე “ოცნების” მომხრეებს ამხნევებს

მომღერალი, ბექა ჩხაიძე, ვიდეოს ავრცელებს, სადაც საქართველოს დედაქალაქში, ასევე ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ჩოხატაურში, ლანჩუთში, ოზურგეთში, ხაშურში, გორში, რუსთავში, ლაგოდეხში, წალენჯიხაში, სენაკში, ზუგდიდში, ფოთში, მესტიაში და კიდევ არაერთ ქალაქში, აქციაზე გამოსულ ადამიანებს ლანძღავს, აგინებს და ამტკიცებს, რომ თურმე, მათ გაუხარდებათ, თუ აქციაზე ოცნების სპეცრაზმი ვინმეს მოკლავს. ვიდეოს ბოლოს, იგი ამბობს, რომ მისი გინება ყველას არ ეხება […]