მამუკა ხაზარაძე – ელჩებსა და იმ საჯარო მოხელეებს, რომლებიც ტოვებენ „ოცნების“ რიგებს და ღიად აპროტესტებენ რუსულ პოლიტიკას საქართველოში, სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ

„ძლიერი საქართველოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, სრულ მხარდაჭერას უცხადებენ ელჩებს და იმ საჯარო მოხელეებს, რომლებიც „ქართული ოცნების“ რიგებს ტოვებენ. „ელჩებს და იმ საჯარო მოხელეებს, რომლებიც ტოვებენ “ოცნების” რიგებს და ღიად აპროტესტებენ რუსულ პოლიტიკას საქართველოში, ჩვენ, კოალიცია “ძლიერი საქართველო” ვუცხადებთ სრულ მხარდაჭერას. მათი ეს ნაბიჯი აუცილებლად დაფასდება არა მხოლოდ ჩვენი, არამედ ხალხის მხრიდან!“ – წერს მამუკა […]
„შშმ პირები დასავლური ღირებულებების დასაცავად“ – ამ ლოზუნგით, ბათუმში აქცია მიმდინარეობს

შშმ პირები დასავლური ღირებულებების დასაცავად, – ამ ლოზუნგით, ბათუმში ევროპის მოედანზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები საპროტესტო აქციას მართავენ. აქციის მონაწილეები ხელისუფლების მიერ ბოლოს დროს ევროკავშირთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებებს ეხმაურებიან. მათი თქმით, ირაკლი კობახიძის ნაბიჯები ევროკავშირთან დაკავშირებით კატეგორიულად მიუღებელია. „ვინც ვაპროტესტებთ, ყველანი პატრიოტი ქართველები ვართ, დარწმუნებული ვარ, რომ ამ ბრძოლას მოვიგებთ. არა რუსულ რეჟიმს. ეს მახინჯი […]
ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრი – საქართველოს ხელისუფლებას მოვუწოდებთ, მოისმინოს, განმუხტოს სიტუაცია და შეცვალოს მავნე ტრაექტორია – ვგმობ სასტიკ და გადაჭარბებული ძალის გამოყენებას მომიტინგეებისა და ჟურნალისტების მიმართ

გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მინისტრი ევროპის, ჩრდილოეთ ამერიკისა და საზღვარგარეთ ტერიტორიების საკითხებში, სტივენ დოუტი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ დემოკრატიული ნორმებისა და თავისუფლებებისგან დაშორებული ნაბიჯების გადადგმა ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციას დააზარალებს და ძირეულად დააზიანებს ურთიერთობებს საქართველოს მეგობრებთან და პარტნიორებთან. „საქართველოში ხალხი ცხადყოფს, რომ ეწინააღმდეგება „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, შეაჩეროს ქვეყნის შემდგომი სვლა ევროპული […]
სანქციების დაწესების შემდეგ საგარეოში ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის ელჩები დაიბარეს

„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილისა და 9 ჩინოვნიკისთვის სანქციების დაწესების გამო საგარეო საქმეთა სამინისტროში ბალტიის ქვეყნების ელჩები დაიბარეს. კერძოდ, სამინისტროში იმყოფებოდნენ ლიეტუვის, ესტონეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები და ლატვიის საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული, დარიუს ვიტკაუსკასი, მარგე მარდისალუ-კაჰარი და ლოლიტა ლენკევიჩი დაიბარეს. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, შეხვედრაზე შეშფოთება გამოითქვა სამი ქვეყნის მიერ, საქართველოს ხელისუფლების ხელმძღვანელი […]
ლილოში პიროტექნიკის მაღაზიები მოვაჭრეებს დალუქული დახვდათ

ლილოს ბაზარში პიროტექნიკის მაღაზიები და საწყობები მოვაჭრეებს დალუქული დახვდათ. როგორც მოვაჭრეები “TV პირველთან” საუბრისას აღნიშნავენ, დალუქულია მხოლოდ ის მაღაზიები, რომლებშიც ფოიერვერკები, ფერადი კვამლი და სხვა პიროტექნიკა იყიდებოდა. BM.GE აღნიშნული საკითხის გარკვევას დღის განმავლობაში ფინანსთა სამინისტროს ქვეუწყებაში შემოსავლების სამსახურში ცდილობს, თუმცა უწყებიდან პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია. მოვაჭრეები ასევე აღნიშნავენ, რომ ზოგიერთი მაღაზიის მეპატრონემ ადგილზე მისვლის […]
გელა გელაძე თავდაცვის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა

საქართველოს თავდაცვის მინისტრს, ირაკლი ჩიქოვანს ახალი მოადგილე ჰყავს. საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ბრძანების საფუძველზე, თავდაცვის მინისტრის მოადგილედ გელა გელაძე დაინიშნა. გელა გელაძე პროფესიით იურისტია. დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის მიმართულებით. თავდაცვის მინისტრის ახალ მოადგილეს ხელმძღვანელ თანამდებობებზე მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. დღემდე მუშაობდა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილედ. […]
განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და ეხმიანება სკოლებში, ოპოზიციის აქტივისტების ვიზიტებს

განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და ეხმიანება სკოლებში, ოპოზიციის აქტივისტების ვიზიტებს, რომლებიც ბავშვებს საპროტესტო აქციებში მონაწილეობას აიძულებენ. “ვეხმიანებით სკოლის მოსწავლეების, მასწავლებლებისა და სრულიად სასკოლო საზოგადოების მიმართ განხორციელებული ფსიქოლოგიური ბულინგის კამპანიას, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში სოციალური ქსელებისა და ზოგიერთი მედიასაშუალების მეშვეობით მიმდინარეობს. ჩვენთვის მიუღებელია ის პროცესები, რაც ახლა საგანმანათლებლო დაწესებულებებში ხდება. გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ კონკრეტული პირები […]
აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის გზავნილები თავიდან ბოლომდე არის სრულ თანხვედრაში ჩვენს გზავნილებთან – ირაკლი კობახიძე

აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის გზავნილები თავიდან ბოლომდე არის სრულ თანხვედრაში ჩვენს გზავნილებთან, მათ შორის იმ ორ კანონთან, რომელიც ჩვენ მივიღეთ ამ პერიოდის განმავლობაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, ეს ამყარებს მმართველი გუნდის რწმენას იმასთან დაკავშირებით, რომ 20 იანვრის შემდეგ ამერიკული ადმინისტრაციის დამოკიდებულება საქართველოს მიმართ თვისებრივად შეიცვლება. „აშშ-ს ჯერ კიდევ […]
პრემიერის განცხადებით, ნამახვანჰესის პროექტის ჩავარდნაზე პასუხისმგებელი NGO-ები არიან

ირაკლი კობახიძემ “ნამახვანჰესის” პროექტს ჩავარდნაზე, სრული პასუხისმგებლობა NGO-ებს დააკისრა, რომლებიც პროექტის განხორციელებას აპროტესტებდნენ. ამის შესახებ მან დღეს გამართულ პრესკომფერენციაზე განაცხადა. „ამიტომ მივიღეთ გამჭვირვალობის კანონი, რომელსაც დაარქვით რუსული კანონი. უცხოეთიდან დაფინანსებულმა NGO-ებმა ჩააგდეს ეს მნიშვნელოვანი პროექტი საქართველოში. ესეც ისეთივე მნიშვნელობის პროექტია როგორიცაა კობი-ქვეშეთის გვირაბის პროექტი. თუმცა იმხელა წინააღმდეგობა იყო ჩააგდეს პროექტი უცხოეთიდან დაფინანსებულ NGO-ებს, კანონი აუცილებელია […]
იმერლიშვილი განმარტავს, რატომ დაეთანხმა არჩევნებზე საკონსტიტუციო სარჩელების არმიღებას

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე, ირინე იმერლიშვილი ეხმაურება არჩევნებზე პრეზიდენტისა და პარტიების სარჩელების წარმოებაში არმიღებას და აცხადებს, რომ ამ დროს მან მხოლოდ “კანონმდებლობის შესაბამისად” იხელმძღვანელა. ამასთან, იმერლიშვილი აღნიშნავს, რომ “საქართველო ევროპაა” და თავად, მხოლოდ მოსამართლის ფიცის ერთგულია. “ევროპული ღირებულებები, უპირველესად, განსხვავებული აზრის პატივისცემაა. ქართველები ემოციურები ვართ, “ცხელ გულზე” გვჩვევია დასკვნების გამოტანა, რაც მოსამართლეობისას არაერთხელ მაქვს პირადად გამოცდილი. […]