“UEFA-ს წარმომადგენლებო და პრეზიდენტო, მინდა, უკრაინაში დაგპატიჟოთ და ეს განახოთ…” – ანდრეი შევჩენკომ ევროპული ფეხბურთის მმართველ ორგანოს მიმართა
უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა ანდრეი შევჩენკომ Uefa-ს მიმართა. როგორც ლეგენდარულმა თავდამსხმელმა განაცხადა, რუსული გუნდების დაბრუნება მიუღებულია. “პირველ რიგში, მინდა უკრაინაში დავპატიჟო ისინი, ვინც Uuefa-ში გადაწყვეტილებებს იღებს. კომიტეტი, აღმასრულებელი კომიტეტი, თავად პრეზიდენტი ალექსანდრ ჩეფერინი. მინდა ვაჩვენო უკრაინაში არსებული მდგომარეობა, ის მხოლოდ უარესდება. რუსული გუნდების ევროპაში დაბრუნების საფუძველი არ არსებობს”, – განუცხადა შევჩენკომ Sky Sports News-ს.
27 იანვარი ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღეა-ახმეტელის თეატრში „ანე ფრანკის დღიურის“ პრემიერა გაიმართება
„მე ანე ფრანკი მქვია. დავიბადე გერმანიაში 1929 წლის 12 ივნისს. ჩვენ სუფთა სისხლის ებრაელები ვართ…უცნაური გრძნობა მიპყრობს, როცა ვიცი, რომ ქუჩაში გასვლა არ შემიძლია, არ შემიძლია სუფთა ჰაერი ვისუნთქო, ვისეირნო, ვირბინო…“ 27 იანვარი ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღეა. 27, 30, 31 იანვარს, 19 საათზე, ახმეტელის თეატრში პრემიერაა – „ანე ფრანკის დღიური“ (ფრენსის გუდრიჩისა და ალბერტ ჰაკეტის […]
უნივერსიტეტში ასე არ იქცევიან – რექტორი სამუშია დემონსტრანტ სტუდენტებს აკრიტიკებს
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, ჯაბა სამუშია ეხმაურება სტუდენტების მიერ ადმინისტრაციის დაკავებას და აცხადებს, რომ უნივერსიტეტი „არ არის ის ადგილი, სადაც შესაძლებელია ძალისმიერი მეთოდებით ქმედებები“. მანამდე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სენატის და აკადემიური საბჭოს სხდომა მიმდინარეობდა, სადაც დემონსტრანტი სტუდენტების მოთხოვნა და აკაკი ჩიქობავას და გიორგი ხასაიას საკითხი განიხილებოდა. „არცერთ თქვენგანს არ შეხვედრიან ეს ახალგაზრდები. მესმის, რომ ამოწურულიყო […]
უხერხულიცაა, სტრატეგიული შეხვედრის ორგანიზება გააკეთო პრეზიდენტის ინსტიტუტის ფორმალურ წარმომადგენელთან, ზურაბიშვილმა შეიძლება, შემოიტანოს საკითხები, რომლებიც მას არც ეხება – გიორგი ვოლსკი
საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გიორგი ვოლსკი, სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის ვიზიტთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას გამოეხმაურა. ვოლსკიმ განმარტა, თუ რატომ არ დაორგანიზდა სალომე ზურაბიშვილის შეხვედრა ფაშინიანთან. “არის ფორმატი, რომელიც გულისხმობს მნიშვნელოვან საკითხებზე შეთანხმებას, პოზიციების გაზიარებას. ეს ფორმატი არსებობს და არსებობს პრეზიდენტის ინსტიტუტი, თავად ადამიანი, რომელიც ამ ინსტიტუტში, დღესდღეობით, ფორმალურად არსებობს. ცოტა უხერხულიც არის, […]
“გილოცავთ დღევანდელ დღეს და ამით მთავრდება ჩემი კომენტარი” – პრეზიდენტი სოციალურ ქსელში დაწერილ განცხადებას მედიასთან არ განმარტავს
სოციალურ ქსელში დაწერილი განცხადება დუმილმა შეცვალა – ბოდბეში მოსალოცად ჩასულმა სალომე ზურაბიშვილმა მედიის კითხვები უპასუხოდ დატოვა. მან მედიას ნინოობა მიულოცა და აღნიშნა, რომ კომენტარის გაკეთებას არ აპირებს. პრეზიდენტი წუხს, რომ საქართველოში ჩამოსული მეგობარი ქვეყნების ლიდერების მასპინძლობის შესაძლებლობა არ ეძლევა. “გილოცავთ დღევანდელ დღეს და ამითი მთავრდება ჩემი კომენტარი,” – თქვა პრეზიდენტმა. შეფასებები კეთდება ოპოზიციურ სპექტრში. როგორც […]
სასამართლომ მწერალ ელიზაბეთ ჯინ კეროლის რეპუტაციის შელახვის საქმეზე დონალდ ტრამპს $83 მილიონზე მეტის გადახდა დააკისრა
სასამართლომ მწერალ ელიზაბეთ ჯინ კეროლის რეპუტაციის შელახვის საქმეზე დონალდ ტრამპს 83 მილიონ დოლარზე მეტის გადახდა დააკისრა. BBC-ის ცნობით, აღნიშნული თანხიდან 18 მილიონი ზარალის კომპენსაციაა მწერლისთვის, 65 მილიონი კი – ჯარიმა. მწერლის რეპუტაციის შელახვაში, ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი ბრალდებულად 2023 წლის სექტემბერში ცნეს. ელიზაბეთ ჯინ კეროლმა დონალდ ტრამპი, 1996 წელს მანჰეტენის ერთ-ერთი მაღაზიის გასახდელ ოთახში […]
“რეიტინგების ომი” ახალი წლის დასაწყისიდან გააჩაღეს ჩვენმა ოპონენტებმა არა მხოლოდ ხელისუფლების, არამედ საქართველოს, თავიანთი სამშობლოს წინააღმდეგ – გია ცაგარეიშვილი
ჩვენ არავის ვედრებით, ჩვენს გზას მივუყვებით ნაბიჯ-ნაბიჯ, მეთოდურად და ამ გზაზე ძალიან დიდ წარმატებებსაც ვაღწევთ, რაც თვალშისაცემია, – აცხადებს ფრაქციის „ქართული ოცნება” თავმჯდომარის მოადგილე. გია ცაგარეიშვილმა ისაუბრა იმ “რეიტინგების ომზე”, რომელიც ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილმა ხელისუფლებას გამოუცხადა. მისი თქმით, 2023 წლის ინდექსის შესახებ კვლევა ევროკავშირის მიერ არ ჩატარებულა, რაშიც საზოგადოების დარწმუნებას აღნიშნული არასამთავრობოები ცდილობენ. “ცოტა […]
თბილისში, ვეკუას ქუჩის მიმდებარედ ჩადენილი მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს – დაკავებულს 10-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება
საქართველოს პროკურატურამ 25 იანვარს, თბილისში, ვეკუას ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩადენილი მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. “შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 25 იანვარს, თბილისში, ვეკუას ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბრალდებულმა, წარსულში არსებული დაპირისპირების გამო, დაზარალებულს სხეულის სხვადასხვა არეში, დანით, რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. მიყენებული დაზიანების შედეგად, დაზარალებული საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული 26 იანვარს […]
გამოსახლებისას დაკავებულების მიმართ სოლიდარობის ნიშნად მაღაროელები ერთი საათით გაიფიცნენ
ჭიათურელმა მაღაროელებმა პარასკევს, 26 იანვარს, სოლიდარობა გამოუცხადეს თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლებისას დაკავებულებს და სოლიდარობის ნიშნად ერთი საათით გაიფიცნენ. მაღაროელების ვიდეომიმართვა მოძრაობა „ხმამ“ გაავრცელა. სწორედ „ხმის“ წევრები არიან სისხლის სამართლის წესით დაკავებული აქტივისტები, გიორგი ხასაია და კაკო ჩიქობავა. მაღაროელები ჩიქობავასა და ხასაიას გათავისუფლებას ითხოვენ. „ისინი არიან ადამიანები, რომლებიც მთელი თავისი შეგნებული ცხოვრება იბრძვიან უსამართლობის წინააღმდეგ… ეს […]
Apple ევროკავშირის მასშტაბით აპლიკაციების ეკოსისტემას ცვლის – მიზეზი
25 იანვარს კომპანია Apple-მ ევროკავშირის მასშტაბით მოქმედ გაჯეტებში აპლიკაციების ჩამოტვირთვის წესები შეცვალა. ამიერიდან iPhone-ებისა და iPad-ების მომხმარებლებს სასურველი აპლიკაციის გადმოწერა არა მხოლოდ App Store-დან, ასევე ალტერნატიული პლატფორმიდანაც შეეძლებათ. ალტერნატიული პლატფორმა სწორედ ისევე იფუნქციონირებს, როგორც ტიპური აპლიკაცია, რომელსაც აქვს საშუალება, მოწყობილობებში სხვა IOS აპლიკაციებიც ჩამოტვირთოს. გარდა ამისა, ალტერნატიული მარკეტპლეისის შექმნა ნებისმიერ დეველოპერს შეუძლია და მთავარია, ის […]