“გილოცავთ დღევანდელ დღეს და ამით მთავრდება ჩემი კომენტარი” – პრეზიდენტი სოციალურ ქსელში დაწერილ განცხადებას მედიასთან არ განმარტავს

სოციალურ ქსელში დაწერილი განცხადება დუმილმა შეცვალა – ბოდბეში მოსალოცად ჩასულმა სალომე ზურაბიშვილმა მედიის კითხვები უპასუხოდ დატოვა. მან მედიას ნინოობა მიულოცა და აღნიშნა, რომ კომენტარის გაკეთებას არ აპირებს. პრეზიდენტი წუხს, რომ საქართველოში ჩამოსული მეგობარი ქვეყნების ლიდერების მასპინძლობის შესაძლებლობა არ ეძლევა.
“გილოცავთ დღევანდელ დღეს და ამითი მთავრდება ჩემი კომენტარი,” – თქვა პრეზიდენტმა.
შეფასებები კეთდება ოპოზიციურ სპექტრში. როგორც ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ აღნიშნა, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ხელისუფლების მხრიდან გარიყულია.
“მიუხედავად იმისა, რომ პირველად არ ხდება, როდესაც პრეზიდენტი გარიყულია ჩვენი მეგობარი ქვეყნის ხელმძღვანელების ვიზიტებისგან და მოწყვეტილია საქართველოს შიგნით ამ პროცესს, მიუხედავად იმისა, რომ მას კონსტიტუციურად აქვს ეს ფუნქცია, ამ მოცემულობაში, ვფიქრობ, რომ ეს, გარკვეულწილად, ცივი ომის მაჩვენებელია,” – აღნიშნა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკოლოზ მეტრეველი ბერდია სიჭინავას: ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ხუმრობა არც პოლიტიკური კრიტიკაა და არც “ქართულ ჯიგრულ პონტში” ჯდება – კარგად იცი, შარმანაშვილი რთულ დაავადებას ებრძვის. განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები შეიძლება გვქონდეს, მაგრამ ადამიანობა ყველასთვის ერთი სტანდარტი უნდა იყოს