ევროკავშირთან ასოცირების ფარგლებში მიღებული კანონმდებლობის შეფასების პროექტი დაიწყო
საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ინიციატივით, საქართველო-ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში ათი წლის განმავლობაში განხორციელებული საკანონმდებლო საქმიანობის შეჯამების პროცესი დაიწყო, რომელიც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოს მომზადებას ევროკავშირში წევრობის შემდგომ ეტაპზე გადასასვლელად. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. „სამუშაო შეხვედრაზე, კომიტეტის წევრებმა და ექსპერტებმა, ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული სფეროების შესაბამისად, კონკრეტულ საკითხებზე იმსჯელეს, რაც10 […]
რამდენიმე ქვეყანამ გაერო-ს პალესტინელი ლტოლვილების დახმარების სააგენტოს დაფინანსება შეუჩერა მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ სააგენტოს თანამშრომელთა ნაწილი 7 ოქტომბრის თავდასხმაში მონაწილეობდა
იტალიამ გაერო-ს პალესტინელი ლტოლვილების დახმარების სააგენტოს დაფინანსება შეუჩერა, – ამის შესახებ ინფორმაციას იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანტონიო ტაიანი ავრცელებს. „7 ოქტომბერს ისრაელზე განხორციელებული სასტიკი თავდასხმის შემდეგ იტალიის მთავრობამ გაერო-ს პალესტინელი ლტოლვილების დახმარების სააგენტოს დაფინანსება შეაჩერა. ცოტა ხნის წინ, მოკავშირე ქვეყნებმა იგივე გადაწყვეტილება მიიღეს“, – წერს ანტონიო ტაიანი X-ზე. იტალიასთან ერთად, გაერო-ს პალესტინელი ლტოლვილების დახმარების სააგენტოს […]
მეუფე შიო – რწმენასთან ერთად, უნდა ვიქონიოთ კეთილი საქმეებიც
რწმენასთან ერთად, უნდა ვიქონიოთ კეთილი საქმეებიც, ვინაიდან მათ გარეშე სულიერ ცხოვრებაში წარმატების შენარჩუნება და, საერთოდ, სულიერ ცხოვრებაში წარმატება შეუძლებელია, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ნინოობის დღესასწაულზე ქადაგებისას განაცხადა. მიტროპოლიტის თქმით, უფალთან შეხვედრა გარდაუვალია, “ამიტომ მთელი ჩვენი ცხოვრება უნდა იყოს ამ შეხვედრისთვის მზადება…” „სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა […]
გია ცაგარეიშვილი – “რეიტინგების ომი” ახალი წლის დასაწყისიდან გააჩაღეს ჩვენმა ოპონენტებმა არა მხოლოდ ხელისუფლების, არამედ საქართველოს, მათი სამშობლოს წინააღმდეგ
ჩვენ არავის ვედრებით, ჩვენს გზას მივუყვებით ნაბიჯ-ნაბიჯ, მეთოდურად და ამ გზაზე ძალიან დიდ წარმატებებსაც ვაღწევთ, რაც თვალშისაცემია, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, გია ცაგარეიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, 2023 წლის ინდექსის შესახებ კვლევა ევროკავშირის მიერ არ ჩატარებულა, რაშიც საზოგადოების დარწმუნებას აღნიშნული არასამთავრობოები ცდილობენ. “ცოტა ხნით შევჩერდები კვლევებზე და ამ ე.წ. რეიტინგების ომზე, რომელიც […]
გაეროს სააგენტოს თანამშრომლებს 7 ოქტომბრის თავდასხმაში სავარაუდო მონაწილეობას ედავებიან
პალესტინაში გაეროს ლტოლვილთა დახმარების და სამუშაოების სააგენტოს (UNRWA) თანამშრომლებს 7 ოქტომბერს ტერორისტული დაჯგუფება ჰამასის მიერ ისრაელზე განხორციელებულ თავდასხმაში სავარაუდო მონაწილეობაში ადანაშაულებენ. ბრალდებების პარალელურად ცნობილი ხდება, რომ UNRWA-ს ხელმძღვანელმა ამ თანამშრომლებს კონტრაქტი დაუყოვნებლივ გაუწყვიტა. “ისრაელის ხელისუფლებამ UNRWA-ს მიაწოდა ინფორმაცია 7 ოქტომბერს ისრაელზე განხორციელებულ საზარელ თავდასხმაში ჩვენი რამდენიმე თანამშრომლის სავარაუდო მონაწილეობის შესახებ. ეს შოკისმომგვრელი ბრალდებები ვრცელდება მაშინ, […]
არასდროს დავივიწყოთ მიღებული გაკვეთილები და ვიბრძოლოთ სამყაროსთვის, რომელშიც ტოლერანტობა ჭარბობს – პრეზიდენტი
არასდროს დავივიწყოთ მიღებული გაკვეთილები და ვიბრძოლოთ სამყაროსთვის, რომელშიც ტოლერანტობა ჭარბობს, – ასე ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღეს. „ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღეს, ჩვენ პატივს მივაგებთ მილიონობით ადამიანს, რომლებიც კაცობრიობის ისტორიის ყველაზე ბნელ პერიოდში დაზარალდნენ. არასდროს დავივიწყოთ მიღებული გაკვეთილები და ვიბრძოლოთ სამყაროსთვის, რომელშიც ტოლერანტობა ჭარბობს“, – წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.
“არასრულწლოვანი იმყოფება უსაფრთხო გარემოში, მასთან მუშაობს სააგენტოს სოციალური მუშაკი და ფსიქოლოგი” – სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო 16 წლის ბიჭის გაუპატიურებაზე
ხაშურში, 16 წლის ბიჭზე სექსუალური ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით, სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოში აცხადებენ, რომ, შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადების საფუძველზე, სააგენტო უკვე ჩაერთო საქმეში. “შინაგან საქმეთა სამინისტროს მომართვის საფუძველზე, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო მყისიერად ჩაერთო აღნიშნული საქმის შესწავლის პროცესში და განახორციელა შესაბამისი მოქმედებები, მათ შორის – საპროცესო წარმომადგენლობა. არასრულწლოვანი იმყოფება უსაფრთხო გარემოში და […]
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ინიციატივით, ევროკავშირთან ასოცირების ფარგლებში მიღებული კანონმდებლობის შეფასების პროექტი დაიწყო
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ინიციატივით, დაიწყო საქართველო-ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში ათი წლის განმავლობაში განხორციელებული საკანონმდებლო საქმიანობის შეჯამების პროცესი. კომიტეტის ცნობით, პროცესი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოს მომზადებას ევროკავშირში წევრობის შემდგომ ეტაპზე გადასასვლელად. პროექტის ფარგლებში, შეჯამდება საქართველოს პარლამენტის მიერ გადადგმული ის მნიშვნელოვანი ნაბიჯები, რომელთა საფუძველზეც საქართველოში ინერგება ევროპული სტანდარტი საზოგადოების ცხოვრების ყველა მნიშვნელოვან სფეროში. “სამუშაო […]
რომის ისტორიულ ცენტრში დათო მაღრაძის შემოქმედებისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართება
10 თებერვალს რომის ისტორიულ ცენტრში, ბიბლიოთეკაში SPAZIO SETTE, დათო მაღრაძის შემოქმედებისადმი მიძღვნილი საღამო “ბარაქიანი მიწა მსოფლიოს მრავალ ენაზე” გაიმართება. ორგანიზატორების ინფორმაციით, პოემიდან ფრაგმენტები ქართულ, ესპანურ, ფრანგულ, ინგლისურ, შვედურ, იტალიურ და თურქულ ენებზე გაჟღერდება.
ოპოზიციის რადიკალურად დაბალი რეიტინგები შემთხვევითი არაა – ეს სწორედ მათი დესტრუქციული და ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობიდან გამომდინარეობს – რატი იონათამიშვილი
ოპოზიციის რადიკალურად დაბალი რეიტინგები შემთხვევითი არაა. ეს არის დამსახურებული სწორედ მათი დესტრუქციული და ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობიდან გამომდინარე, – აცხადებს ფრაქციის „ქართული ოცნება“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე, რატი იონათამიშვილი. მისივე თქმით, ახლა ოპოზიციის უმთავრესი მიზანი შემდეგ არჩევნებზე 5%-იანი ბარიერის გადალახვაა. „ფაქტია, რომ ასეთი სუსტი ოპოზიცია საქართველოს არ ჰყოლია. ამ ადამიანებმა გადაწყვიტეს, რომ ქვეყნის ოპოზიციაში უნდა ჩადგნენ. შესაბამისად, ის […]