„შშმ პირები დასავლური ღირებულებების დასაცავად“ – ამ ლოზუნგით, ბათუმში აქცია მიმდინარეობს

შშმ პირები დასავლური ღირებულებების დასაცავად, – ამ ლოზუნგით, ბათუმში ევროპის მოედანზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები საპროტესტო აქციას მართავენ. აქციის მონაწილეები ხელისუფლების მიერ ბოლოს დროს ევროკავშირთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებებს ეხმაურებიან. მათი თქმით, ირაკლი კობახიძის ნაბიჯები ევროკავშირთან დაკავშირებით კატეგორიულად მიუღებელია.
„ვინც ვაპროტესტებთ, ყველანი პატრიოტი ქართველები ვართ, დარწმუნებული ვარ, რომ ამ ბრძოლას მოვიგებთ. არა რუსულ რეჟიმს. ეს მახინჯი სისტემა ჯერ კიდევ საბჭოურია, მათი მიდგომები საბჭოურია. ეს არ მოსწონთ, ადამიანები, რომლებიც თავის დაცვას და რეალიზებას შეძლებენ, ამიტომ არ უნდათ ასეთი ადამიანები. მდგომარეობა არ არის ბარიერი, ბარიერი არის დამოკიდებულება”,- აცხადებენ შეკრებილები.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ყურაშვილი: რეალურად, საწვავის დეფიციტი იმდენად მძიმე არაა, როგორც ამას რუსები აღიქვამენ, მაგრამ რახან მოლოდინი ბევრად უარესის აქვთ, ხელოვნურად იზრდება მოთხოვნა და ისედაც მძიმე სიტუაციას უფრო ამძიმებს