ერთი ადამიანი დაიღუპა სტამბოლის კათოლიკურ ეკლესიაში მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის შედეგად

კვირას სტამბოლში, ორმა დაუდგენელმა ნიღბიანმა მამაკაცმა საღმრთო მსახურების დროს კათოლიკურ ეკლესიაში შეიარაღებული თავდასხმა განახორციელა. თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ალი იერლიკაიას განცხადებით, თავდასხმა სანტა-მარიას ეკლესიაში მოხდა. ზოგიერთი ცნობით, ეკლესიის მრევლის უმრავლესობა სტამბოლში მცხოვრები იტალიელები არიან. ჯერჯერობით უცნობია, თუ სახის იარაღი ჰქონდათ თავდამსხმელებს. ასევე არ არსებობს დეტალები გარდაცვლილის ვინაობის შესახებ. თურქული მედიის […]

საქართველოში გავრცელებული ყველის 4 ძირითადი სახეობა

მსოფლიოში 2000-მდე სახეობის ყველი იწარმოება. საქართველოში ძირითადად გავრცელებულია ყველის ოთხი სახეობა: იმერული ყველი: მზადდება აუდუღარი რძიდან, შესაბამისად შენარჩუნებული აქვს რძის ყველა სასარგებლო თვისება და არომატი, ჩაკვეთის შემდეგ ყველის მასა არ იპრესება, აფუებისათვის (ნასვრეტების გაჩენისათვის) იგი შესაძლებელია 2-3 დღე მოთავსდეს სითბოში, რის შემდეგაც მომწიფებისთვისაც ათავსებენ წათხში (16-18% მარილწყალი). იმერული ყველის მომწიფებისათვის საკმარისია 3-10 დღე. შესაბამისად, ეს […]

რუსული ნავთობის ტრანზიტი უზბეკეთში, ყაზახეთის გავლით, 550 000 ტ-მდე გაიზრდება

2024 წელს რუსული ნავთობის ტრანზიტის მოცულობა ყაზახეთის ტერიტორიით უზბეკეთში დაგეგმილი 500 ათასი ტონიდან 550 ათას ტონამდე გაიზრდება. ამის შესახებ ყაზახეთის მთავარი ნავთობსადენის ოპერატორის KazTransOil-ის პრესსამსახური იტყობინება. ყაზახეთის რესპუბლიკის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ დამტკიცებული ნავთობის მიწოდების გრაფიკის შესაბამისად, იანვარში KazTransOil-ი უზრუნველყოფს 25 ათასი ტონა რუსული ნავთობის მიწოდებას ყაზახეთის რესპუბლიკის ტერიტორიის გავლით უზბეკეთის რესპუბლიკაში. ნათქვამია შეტყობინებაში. KazTransOil-ის მთავარი […]

პატიმრობა შეუფარდეს კაცს, რომელსაც ბრალად არასრულწლოვნის გაუპატიურება ედება

ხაშურის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა 51 წლის კაცს, რომელსაც არასრულწლოვნის გაუპატიურება ედება ბრალად. როგორც დაკავებულის ადვოკატმა მედიას განუცხადა, ის ბრალს არ აღიარებს და მოზარდს პირიქით, ტყუილში ადანაშაულებს. ადვოკატი ბრალდებულისთვის პატიმრობის შეფარდებას ეწინააღმდეგებოდა, თუმცა მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი […]

“პირ­ვე­ლად 20 წლის ასაკ­ში და­ქორ­წინ­და ფეხ­ბურ­თელ გი­ორ­გი ჭან­ტუ­რი­ა­ზე, მეორე სკანდალური ქორწინება მილიარდერ გრეგორი მამურინზე განქორწინებით დასრულდა” – როგორია ქართველი ლამაზმანის ვარსკვლავური ცხოვრება და შეცვლილი იმიჯი – Marao

“პირ­ვე­ლად 20 წლის ასაკ­ში და­ქორ­წინ­და ფეხ­ბურ­თელ გი­ორ­გი ჭან­ტუ­რი­ა­ზე, მეორე სკანდალური ქორწინება მილიარდერ გრეგორი მამურინზე განქორწინებით დასრულდა” – როგორია ქართველი ლამაზმანის ვარსკვლავური ცხოვრება და შეცვლილი იმიჯი – Marao ქარ­თუ­ლი წარ­მო­შო­ბის რუ­სეთ­ში მცხოვ­რე­ბი მო­დე­ლი და ინფლუ­ენ­სე­რი მი­რან­და შე­ლია რუ­სუ­ლი მე­დი­ის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში წლე­ბის წინ მო­ექ­ცა. გო­გო­ნა რუს ფეხ­ბურ­თელ ფი­ო­დორ სმო­ლო­ვის შეყ­ვა­რე­ბუ­ლი გახ­და. წყვი­ლის და­შო­რე­ბის შემ­დე­გაც კი, მან […]

“როგორც კი ჩემი თავი ბოლომდე გავიცანი, აღარ დავქორწინდი, მაგრამ ჩემს ყოფილ მეუღლეებთან იდეალური ურთიერთობა მაქვს, საჩუქრებსაც ვუგზავნი” – გია ჯაჯანიძე სამი ცოლის, პირადი ცხოვრებისა და განსხვავებული სტილის შესახებ – Marao

“როგორც კი ჩემი თავი ბოლომდე გავიცანი, აღარ დავქორწინდი, მაგრამ ჩემს ყოფილ მეუღლეებთან იდეალური ურთიერთობა მაქვს, საჩუქრებსაც ვუგზავნი” – გია ჯაჯანიძე სამი ცოლის, პირადი ცხოვრებისა და განსხვავებული სტილის შესახებ – Marao ყოველთვის ღიმილიანი და პოზიტიური – ასე იცნობს ქართველი მაყურებელი ტელეწამყვან გია ჯაჯანიძეს. ჟურნალი “გზა” დაინტერესდა, როგორია მისი პოპულარობის და წარმატების საიდუმლო: – როგორ ახერხებთ, რომ […]

„ჯეო ჰოსპიტალსის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის განცხადებით, სურვილის შემთხვევაში, ისინი მზად არიან, რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლები დაასაქმონ

„ჯეო ჰოსპიტალსის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, ნინო კობახიძის განცხადებით, კლინიკა მუდმივად აცხადებს სხვადასხვა პროფილის ექიმების თაობაზე ვაკანსიას და სურვილის შემთხვევაში, ისინი მზად არიან, რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლები დაასაქმონ. ამის შესახებ მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა. „რამდენიმე დღის წინ ჯანდაცვის სამინისტრო დაგვიკავშირდა, რამდენად შეიძლება ვიყოთ ქსელი მზად იმ შემთხვევაში, თუ ექიმების გარკვეული კატეგორია მათ წინადადებას არ დათანხმდება. ჩვენ მუდმივ რეჟიმში […]

საქართველოს რკინიგზის დელეგაცია ანკარაში შუა დერეფნის საერთო კრებას დაესწრო

A.Q. 28.01.2024 თბილისი, 28 იანვარი „ინტერპრესნიუსი“ – საქართველოს რკინიგზის დელეგაცია გენერალური დირექტორის ხელმძღვანელობით, ანკარაში ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (შუა დერეფანი) მმართველი და საერთო კრების შეხვედრებს დაესწრო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს. მათივე ცნობით, შუა დერეფნის მონაწილე ქვეყნების სარკინიგზო ადმინისტრაციების, საპორტო ინფრასტრუქტურის და საზღვაო გადამზიდავების ხელმძღვანელებმა 2023 წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიში და შედეგები წარადგინეს, […]

საქართველოს თასის გათამაშების მეოთხედფინალისტები გამოვლინდნენ და დაწყვილდნენ

საქართველოს თასის რვავე მეოთხედფინალისტი გამოვლენილია. დღეს, საქართველოს 3 ქალაქში 3 შეხვედრა გაიმართა და თასის გათამაშების 5 მეოთხედფინალისტს 3 შეემატა. შედეგები მოსალოდნელი დაფიქსირდა. იმ გუნდებმა, რომლებსაც მერვედფინალური სერიის პირველი მატჩები მოგებული ჰქონდათ, კვლავ იმარჯვეს და მეოთხედფინალში მეორე ფეხითაც შეაბიჯეს. თსუ-ს, რომელიც საქართველოს თასის მოქმედი მოქმედი მფლობელია, “ა” ლიგის წარმომადგენელ თსსუ-სთან პირველი მატჩი 40 ქულით ჰქონდა მოგებული. […]

ქვეყნისთვის არის მნიშვნელოვანი, რომ ყველამ თავის წვლილი შეიტანოს ევროკავშირთან საქართველოს დაახლოების საკითხის გადაწყვეტაში – დავით მათიკაშვილი

ევროკომისიის ცხრა რეკომენდაციის შესასრულებლად “ქართული ოცნება” პოლიტიკურ პარტიებს და NGO-ებს მოლაპარაკების მაგიდასთან იწვევს. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია პროცესში ოპოზიციის წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ, თუმცა მათი ნაწილის გულწრფელობაში მას ეჭვი ეპარება. “ქვეყნისთვის არის მნიშვნელოვანი, რომ ყველამ თავის წვლილი შეიტანოს ევროკავშირთან საქართველოს დაახლოების საკითხის გადაწყვეტაში, თუმცა, მომეცით უფლება, ეჭვი შევიტანო ოპოზიციის […]