სობჩაკი: პუტინს „თითქმის შიშველი“ წვეულების მონაწილეების შესახებ მიხალკოვმა მოახსენა

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ნასტია ივლეევას „თითქმის შიშველი“ წვეულების მონაწილეების შესახებ რეჟისორმა ნიკიტა მიხალკოვმა მოახსენა, ამბობს ჟურნალისტი ქსენია სობჩაკი. ინფორმაცია რუსული დამოუკიდებელი მედია „მედუზა“ ავრცელებს. სობჩაკის თქმით, მიხალკოვმა არა მხოლოდ უამბო პრეზიდენტს ამ მოვლენის შესახებ, არამედ „აჩვენა სამწუხაროდ ცნობილი ვიდეოები და თან დააყოლა კომენტარები 666-ისა და სატანისტური წვეულების შესახებ“. „პუტინი მას პატივს სცემს, უყვარს და […]

AUSTRALIAN OPEN-ის გამარჯვებული იანიკ სინერი გახდა

2024 წლის პირველი დიდი სლემის ტურნირის გამარჯვებული იტალიელი ჩოგბურთელი იანიკ სინერი გახდა. სინერმა ფინალში რუსი ჩოგბურთელი დანილ მედვედევი დაამარცხა. მედვედევი მატჩს 2:0-ს იგებდა, იტალიელმა ზედიზედ სამი სეტი მოიგო და კარიერაში პირველი დიდი სლემის ტიტული მოიპოვა. აქამდე სინერის საუკეთესო შედეგი 2023 წლის უიმბლდონის ტურნირის ნახევარფინალი იყო. ამ დროისთვის სინერი ATP-ის რეიტინგში მე-4 ადგილს იკავებს, ეს ჩოგბურთელის […]

eBay თანამშრომლების 9%-ს ათავისუფლებს

მსოფლიოში ყველაზე დიდი ონლაინ აუქციონი eBay 1000 თანამშრომელს, ანუ პერსონალის 9%-ს ათავისუფლებს. ამის შესახებ Market Watch იუწყება. კომპანიის პოზიციით, ცვლილებები საშუალებას მისცემს კომპანიას გახდეს უფრო მოქნილი და დააჩქაროს გადაწყვეტილების მიღების პროცესი. eBay-ის თანამშრომლების რაოდენობა 2022 წლის ბოლოს 11,6 ათასი ადამიანი იყო. 2024 წლის დასაწყისში რამდენიმე ტექნოლოგიურმა კომპანიამ, მათ შორის Amazon-მა Alphabet-მა და გერმანულმა SAP SE-მ […]

გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. მათივე ინფორმაციით, ლიპყინულის გამო, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია. „გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის და გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით“, […]

საბერძნეთი უკრაინას სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს

საბერძნეთის მთავრობამ უკრაინისთვის მოძველებული იარაღის სისტემების მიწოდებას დაუჭირა მხარი, – ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ბერძნულ გამოცემა Kathimerini ავრცელებს. გამოცემის ცნობით, თავდაცვის სამინისტროს დაევალა უკრაინაში იმ იარაღის მიწოდება, რომელსაც საბერძნეთის არმია აღარ იყენებს. ამ დროისთვის უცნობია, რას მოიცავს დახმარების პაკეტი. „დოიჩე ველე“ წერს, რომ საბერძნეთის შეიარაღებაში შედის საბჭოთა დროის საჰაერო თავდაცვის სისტემები Tor-ი, Osa, S-300-ი და ZU-23-2-ის […]

ზუგდიდში გიორგი ხასაიასა და აკაკი ჩიქობავას მხარდასაჭერი აქცია გაიმართა

„თავისუფლება გიორგი ხასაიას და კაკო ჩიქობავას“, „შეწყდეს გამოსახლება“, „დასრულდეს შერჩევითი სასამართლო“, – ამ შინაარსის ტრანსპარანტებით ზუგდიდის რაიონულ პროკურატურასთან გამოსახლების საქმეზე დაკავებული გიორგი ხასაიასა და აკაკი ჩიქობავას მხარდასაჭერი აქცია გაიმართა. შეკრებილებმა დაკავეულების გათავისუფლება მოითხოვეს. „ჩვენ ვთვლით, რომ გიორგი ხასაიას და კაკო ჩიქობავას ადგილი ციხეში არ არის. ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც არის შერჩევითი სამართალი. არსებობს უამრავი საქმე, […]

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლებამ ტოივო კლაარს აფხაზეთში ჩასვლაზე უარი განუცხადა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლებამ სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს, ტოივო კლაარს აფხაზეთში ჩასვლაზე უარი განუცხადა. „2024 წლის იანვრის ბოლოს, ჩემი მანდატის განხორციელების ფარგლებში, აფხაზეთში ჩასვლას ვგეგმავდი. სამწუხაროდ, იქაურმა თანამოსაუბრეებმა მითხრეს, რომ ეს შეუძლებელია“, – აღნიშნულია ტოივო კლაარის განცხადებაში, რომელსაც Jam News-ი ავრცელებს. მისი თქმით, ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში ეს აფხაზეთის ე.წ. […]

„გადავარჩინოთ „მაუდის“ სტადიონი“, – ამ მოთხოვნით თბილისში, მირცხულავას და მიმდებარე ქუჩების მცხოვრებლებმა აქცია გამართეს

„გადავარჩინოთ „მაუდის“ სტადიონი“ – ამ მოთხოვნით თბილისში, მირცხულავას და მიმდებარე ქუჩების მცხოვრებლებმა აქცია გამართეს. მათი მთავარი მოთხოვნაა, რომ ტერიტორიაზე კვლავ სტადიონი მოეწყოს, რომელიც კერძო მესაკუთრემ დაშალა. გარდა ამისა, მოსახლეობის ინფორმაციით, აღნიშნულ ტერიტორიას რეკრეაციული ზონის სტატუსი აქვს. „ამ ტერიტორიაზე ადრე სტადიონი იყო, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ფუნქციონირებდა, შემდეგ ტერიტორია გაიყიდა, შესაბამისად, მფლობელმა გადაწყვიტა, რომ რაღაც კომერციული […]

მოსკოვის ცენტრში ხანძარია

რუსული მედია საგანგებო სიტუაციების სამინისტროზე დაყრდნობით წერს, რომ მოსკოვის ცენტრში, ცნობილ სატირის თეატრში ხანძარს ებრძვიან. არსებული ინფორმაციით, თეატრში ხანძარი ხის კონსტრუქციებიდან გავრცელდა და მისი ლიკვიდაციის მიზნით ადგილზე 76 ადამიანი, ასევე 21 ერთეული ტექნიკა მუშაობს. უწყების ინფორმაციით, ხანძრის ფართობი 250 კვადრატული მეტრია, შენობიდან 50 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

ლუვრში მონა ლიზას წვნიანი შეასხეს – BBC

მომიტინგეებმა პარიზში მინით დაცულ მონა ლიზას ნახატს წვნიანი შეასხეს. ლეონარდო და ვინჩის მე-16 საუკუნის ნახატი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნამუშევარია და პარიზის ლუვრში ინახება. ინციდენტი ლუვრში ცოტა ხნის წინ მოხდა. პროტესტი ამ ფორმით ორმა ქალმა გამოხატა, რომლებიც „ჯანსაღი და მდგრადი საკვების“ უფლებას მოითხოვენ და აცხადებენ, რომ „სოფლის მეურნეობის სისტემა დაავადებულია“. აღსანიშნავია, რომ ბოლო დღეების განმავლობაში […]