„იმედის“ ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი ღარიბაშვილს ირაკლი კობახიძე შეცვლის

„იმედის“ ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი ღარიბაშვილს ირაკლი კობახიძე შეცვლის. ტელეკომპანიის ცნობით, შესაბამისი გადაწყვეტილება „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს 24 იანვარს გამართულ სხდომაზე მიიღეს, რომელიც 1-ელ თებერვალს გასაჯაროვდება. როგორც „იმედი“ იუწყება, 1-ელ თებერვალს „ქართული ოცნების“ პარტიული ყრილობის გამართვა იგეგმება. „ჩვენი ინფორმაციით, პარტიის მოქმედი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პრემიერ-მინისტრის პოსტზე იქნება წარდგენილი, ხოლო მოქმედი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პარტიის თავმჯდომარის პოსტს […]

მიხეილ დაუშვილი – ჯერჯერობით, ვერაფერი მოვისმინეთ კონკრეტული, რომ „ოცნება“ აპირებს შინაარსობრივი და სტრუქტურული რეფორმების განხორციელებას იმ საკითხებზე, როგორებიცაა საარჩევნო, მართლმსაჯულების, ანტიკორუფციული რეფორმა

ჯერჯერობით, ვერაფერი მოვისმინეთ რაიმე კონკრეტული, რომ „ოცნება“ აპირებს შინაარსობრივი და სტრუქტურული რეფორმების განხორციელებას იმ უმნიშვნელოვანეს საკითხებზე, როგორებიცაა საარჩევნო, მართლმსაჯულების, ანტიკორუფციული რეფორმა, – ამის შესახებ პარტია “საქართველოსთვის” დეპუტატმა მიხეილ დაუშვილმა 9 რეკომენდაციასთან დაკავშირებით პარლამენტში მიმდინარე სამუშაო შეხვედრის თაობაზე ჟურნალისტებს განუცხადა. გარდა ამისა, დაუშვილი არასწორს უწოდებს პარტია „ლელოს“ გადაწყვეტილებას, რომ აღნიშნულ პროცესში მონაწილეობა არ მიიღოს. „მიუხედავად იმისა, […]

ზოგს გაუჩნდა მოლოდინი, რომ, თუ ასე გაგრძელდა, რაღაც ეტაპზე, ევროპას დავეწეოდით, მაგრამ ეკონომიკური ზრდა უკვე ვარდება – ალექსანდრე რაქვიაშვილი

“ქართული ოცნების” თავმჯდომარის განცხადებას, უკვე მოჰყვა შეფასებები ქართულ პოლიტიკურ სპექტრში. ოპოზიციის ნაწილს მიაჩნია, რომ ეკონომიკური ზრდა “ოცნების” პირობებში დროებითია და უკვე ვარდება. “რუსეთ-უკრაინის ომის შედეგად, რუსეთიდან ფულის შემოდინებამ, მეორე წელია, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა მოგვცა. ამის ხარჯზე, ზოგს გაუჩნდა მოლოდინი, რომ თუ ასე გაგრძელდა, რაღაც ეტაპზე, ერთ-ორ თაობაში ევროპას დავეწეოდით. მაგრამ, ამ რეალობაში უკვე ვარდება ეკონომიკური […]

პრემიერ-მინისტრის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილს ირაკლი კობახიძე შეცვლის

პრემიერ-მინისტრის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილს ირაკლი კობახიძე შეცვლის. “რუსთავი 2-ის” ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილი პარტიას “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” უხელმძღვანელებს. ღარიბაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობას, უკვე მეორე ვადით, 2021 წლის 22 თებერვლიდან იკავებდა. მანამდე იყო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი (2012–2013), საქართველოს მე-11 და ყველაზე ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრი 2013 წლის 20 ნოემბრიდან 2015 წლის 30 დეკემბრამდე, პოლიტიკური პარტია “ქართული […]

ირაკლი ღარიბაშვილი “ქართულ ოცნებას” უხელმძღვანელებს

“რუსთავი 2-ის” ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილი პარტიას “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” უხელმძღვანელებს. პრემიერ-მინისტრის პოსტზე კი ღარიბაშვილს ირაკლი კობახიძე შეცვლის. ღარიბაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობას, უკვე მეორე ვადით, 2021 წლის 22 თებერვლიდან იკავებდა. მანამდე იყო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი (2012–2013), საქართველოს მე-11 და ყველაზე ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრი 2013 წლის 20 ნოემბრიდან 2015 წლის 30 დეკემბრამდე, პოლიტიკური პარტია “ქართული […]

საქართველოს ბოლო წლებში ზრდის საკმაოდ მაღალი ტემპები აქვს – ეს ადასტურებს, რომ ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური განვითარების მთავარი ფაქტორი არა რომელიმე გაერთიანების წევრობა, არამედ ხელისუფლების მიერ გატარებული ეკონომიკური პოლიტიკაა – სოსო არჩვაძე

როგორც ქვეყნის განვითარების დონის, ისე მოსახლეობის კეთილდღეობის ინდიკატორის სიდიდე დამოკიდებულია ორ ურთიერთდაკავშირებულ გარემოებაზე, რომელთაგან ერთი ეკონომიკური, მეორე კი არაეკონომიკური – პოლიტიკურია. ესენია: ეფექტიანი პოლიტიკის საფუძველზე უზრუნველყოფილი ეკონომიკური ზრდა და სამშვიდობო გარემო. სწორედ ამ ორ გარემოებაზე იყო გამახვილებული ყურადღება ბატონ ირაკლი კობახიძის სოციალური ქსელით გავრცელებულ ინფორმაციაში, – წერს ეკონომიკის ექსპერტი, სოსო არჩვაძე, სოციალურ ქსელში. მისივე თქმით, […]

“კლინიკას, დაახლოებით, 50 ვაკანტური ადგილი აქვს” – ლევან რატიანის განცხადებით, კლინიკა მზადაა, რესპუბლიკური საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალი მიიღოს

რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლების ნაწილი საუნივერსიტეტო კლინიკაში გამოცხადებული რეორგანიზაციის გაუქმებას მოითხოვს. საავადმყოფოს საორგანიზაციო ჯგუფმა, აღნიშნული მოთხოვნით, სასამართლოში სარჩელის შეტანა გადაწყვიტა. პარალელურად, ჯანდაცვის სამინისტრომ, იმ კლინიკების ჩამონათვალი გამოაქვეყნა, რომლებიც მზად არიან რესპუბლიკური საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალი მათთან სამუშაოდ მიიღონ. თსსუ-ს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, სამინისტროს მიაწოდეს ინფორმაცია კლინიკაში არსებული 50-მდე ვაკანტური ადგილის შესახებ, სადაც, […]

რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმების ნაწილს სასამართლოში სარჩელი შეაქვს

რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმების საორგანიზაციო ჯგუფი სასამართლოში სარჩელს შეიტანს. მათი მთავარი მოთხოვნა საუნივერსიტეტო კლინიკაში გამოცხადებული რეორგანიზაციის გაუქმებაა. სამედიცინო პერსონალის ნაწილი დღეს კლინიკის ეზოში შეიკრიბა და მოთხოვნები კიდევ ერთხელ გააჟღერა. ექიმების ნაწილის პროტესტის პარალელურად, ჯანდაცვის სამინისტრომ იმ კლინიკების ჩამონათვალი გამოაქვეყნა, სადაც ექიმებს დასაქმებას სთავაზობს. რესპუბლიკური საავადმყოფოს კარდიოლოგიური განყოფილების უფროსის, ნინო ოთარაშვილის განცხადებით, თანამშრომლები ტოლფას პოზიციაზე იმავე ანაზღაურებით […]

სავარაუდოდ, ღარიბაშვილს გადააყენებენ, პრემიერი კი კობახიძე გახდება

მოსალოდნელი საკადრო ცვლილებები “ქართულ ოცნებაში” – გავრცელებული ინფორმაციით, პრემიერ მინისტრის თანამდებობიდან ირაკლი ღარიბაშვილს გადააყენებენ. მის ნაცვლად კი, ირაკლი კობახიძეს დანიშნავენ. თავდაცვის მინისტრის პოსტზე “ოცნება” ირაკლი ჩიქოვანის კანდიდატურას განიხილავს. საკადრო ცვლილები იგეგმება საგარეო საქმეთა, იუსტიციისა და ჯანდაცვის სამინისტროებშიც. პარტიის თავმჯდომარის პოსტზე, ერთ-ერთი ვერსიით, ირაკლი ღარიბაშვილს მოიაზრებენ, მეორე ვერსიით ეს თანამდებობა შესაძლოა ბიძინა ივანიშვილის შვილმა – უტა […]

სანდენსის საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებულები ცნობილია

2024 წლის სანდენსის საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებულები ცნობილია. რიგით მე-40 კინოფესტივალის მთავარი პრიზი გადაეცა ფილმს In The Summer. დაჯილდოვდა ამავე სურათის რეჟისორიც, ალესანდრა ლაკორაცა. ორი ჯილდო მიიღო კიდევ ერთმა სურათმა, შონ ვანის Didi-მ. წლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დამოუკიდებელი კინოს ფესტივალის გამარჯვებულები არიან: დოკუმენტური კინო ჟიურის სპეციალური ჯილდო, Nocturnes; ჟიურის სპეციალური ჯილდო, ინოვაციური ნამუშევარი Coup d’Etat; საუკეთესო […]