საქართველოს ბანკის დასაქმების პროგრამა „ლიდერატორის“ შესახებ სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ბანკის დასაქმების ყოველწლიური პროგრამა – ლიდერატორი იწყება. ახალგაზრდებისთვის პროექტის უკეთ გასაცნობად და მიმართულებების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაწოდებლად სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე საქართველოს ბანკის მენეჯმენტის წარმომადგენლებმა პროგრამის ფარგლებში სტუდენტებისთვის შექმნილი შესაძლებლობების, ბენეფიტების და მომავალი პერსპექტივების შესახებ ისაუბრეს. ლიდერატორის მონაწილეებმა კი პროგრამით დაინტერესებულ სტუდენტებს მიღებული გამოცდილება და განაცხადების წარმატებულად შესავსებად საჭირო რჩევები გაუზიარეს. ლიდერატორის პროგრამაზე მიღება […]

ფედელე: გეტყვით, “ნაპოლის” გოლების გატანა რატომ უჭირს

ცნობილმა საფეხბურთო აგენტმა და “ნაპოლის” გულშემატკივარმა ენრიკო ფედელემ “პარტენოპეის” შესახებ ისაუბრა. ფედელეს თქმით, “ნაპოლის” გოლების გატანა იმიტომ უჭირს, რომ ოსიმენს სათანადო შემცვლელი არ ჰყავს. “როდესაც “ინტერში” ლაუტაროს უგოლო სერია აქვს, მას ტურამი ცვლის. “ნაპოლის” კი ოსიმენის გარეშე გოლების გატანა არ შეუძლია. იგივე სიტუაციაა “იუვენტუსშიც” – თუ ვლაჰოვიჩი არ თამაშობს, “ბიანკონერის” შედეგიანობა მაშინვე უარესდება. ბოლომდე დასკვნების […]

,, კახა კალაძე კვლავ გეგმავს სანაპიროზე სიჩქარის 40 კმ/სთ მდე შემცირებას, მზად ხართ აქციებისთვის?” – ,,ჩემი ქალაქი მკლავს”

სამოქალაქო მოძრაობა ,,ჩემი ქალაქი მკლავს” წერს: ,,თბილისის მერი კახა კალაძე კვლავ გეგმავს სანაპიროზე სიჩქარის 40 კმ/სთ მდე შემცირებას, მზად ხართ აქციებისთვის თუ გაგებით ეკიდებით?”

,, მადლობა ყველაფრისთვის ჩემო ირაკლი!” – რატი ბრეგაძე

იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე ირაკლი ღარიბაშვილს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტით ემშვიდობება: ,,ყველაზე დიდი განძი ადამიანი და ადამიანური ურთიერთობებია. წუთისოფელში გვხვდება ადამიანები, რომლებიც არ იშურებენ საკუთარი გამოცდილებით დაგროვებულ ცოდნას და უხვად გვიზიარებენ. ეს იშვიათი კატეგორიაა, რომელსაც მასწავლებელი ჰქვია. მე წილად მხვდა ბედნიერება მესწავლა ამ კაცისგან ბევრი რამ, ვსწავლობ და მომავალშიც ასე იქნება. არასოდეს მისაუბრია ირაკლის ადამიანური […]

რუსეთის სასამართლომ დაუსწრებლად მიუსაჯა პატიმრობა ციხეში მყოფი აქტივისტის ცოლს

29 იანვარს რუსეთის სასამართლომ ომის მოწინააღმდეგე აქტივისტის, ამჟამად პატიმრობაში მყოფი რიჩარდ როუზის ცოლს, უცხოეთში მცხოვრებ მარია როუზს დაუსწრებლად მიუსაჯა პატიმრობა ხუთი წლით და ექვსი თვით, ექსტრემისტული მოწოდებებით გამოსვლისა და უკრაინაში მებრძოლი რუსეთის არმიის შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელების ბრალდებების საფუძველზე. მარია როუზმა და წყვილის რვა წლის ვაჟმა რუსეთი დეკემბერში დატოვეს. რიჩარდ როუზს სექტემბერში მიუსაჯეს რვა წლით […]

ჯანდაცვის სამინისტრო – რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომელთა ნაწილმა, სასურველი კომპენსაციის პაკეტი უკვე აირჩია – სამინისტრო, თანამშრომლების ვინაობასა და გადაწყვეტილებას კონფიდენციალურს ტოვებს

ჯანდაცვის სამინისტრო, კლინიკასთან და მის თანამშრომლებთან დაკავშირებით, ამომწურავი და დეტალური ინფორმაციის მიწოდების მიზნით, რესპუბლიკური საავადმყოფოს პერსონალთან შეხვედრებს განაგრძობს, – ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. „რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომელთა ნაწილმა, სასურველი კომპენსაციის პაკეტი უკვე აირჩია და მათთან, შესაბამისი დოკუმენტი, იურიდიულად გაფორმდა. პატივს ვცემთ, კლინიკის თანამშრომლების სურვილს, კოლეგების ნაწილისგან, ზეწოლის თავიდან ასარიდებლად, მათი ვინაობა და გადაწყვეტილება, კომპენსაციებთან […]

საქართველოს პარლამენტმა და ისრაელის საელჩომ ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ერთობლივი ღონისძიება გამართეს

საქართველოს პარლამენტმა და ისრაელის საელჩომ ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ერთობლივი ღონისძიება გამართეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ისრაელის საელჩო ავრცელებს. მათივე ცნობით, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჰოლოკოსტის შესახებ ცნობიერების ამაღლება ყველა თაობაში. საელჩოს ცნობით, ელჩმა მეიცადმა გამოხატა შეშფოთება მსოფლიოში მზარდი ანტისემიტიზმის გამო და ხაზი გაუსვა მის წინააღმდეგ […]

დავით სონღულაშვილმა ხელოვნური ინტელექტის შესახებ საპარლამენტთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ დავით სონღულაშვილმა ხელოვნური ინტელექტის შესახებ ბრიუსელში გამართულ საპარლამენტთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, კონფერენცია ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებით ოთხ სხვადასხვა სესიას მოიცავდა. „მეორე სესია, რომელშიც დავით სონღულაშვილმა მიიღო მონაწილეობა, ეხებოდა ხელოვნური ინტელექტის გავლენებს და სწავლებას ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში. კონფერენცია ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა […]

„თბილისის ნერსისიან სასულიერო სკოლა 200“-ის გამოფენის გახსნის ცერემონია გაიმართა

26 იანვარს, ნერსისიან სასულიერო სკოლის დაარსებიდან 200 წლის იუბილესთან დაკავშირებით, თბილისის კავკასიის უნივერსიტეტში „თბილისის ნერსისიან სასულიერო სკოლა 200“-ის გამოფენის გახსნის ცერემონია გაიმართა, რომელიც საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩოს და თბილისის კავკასიის უნივერსიტეტის მიერ იყო ორგანიზებული. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩო ავრცელებს. მათივე ცნობით, გამოფენაზე წარმოდგენილი იყო 200-ზე მეტი საარქივო დოკუმენტი და ფოტოსურათი, რომლებიც სომხეთისა […]

პარლამენტში უმაღლესი განათლების საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა

პარლამენტში განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტთან არსებული უმაღლესი განათლების საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, სხდომაზე კომიტეტის მიერ 2023 წელს განხორციელებულ საქმიანობაზე ისაუბრეს. განიხილეს 2023 წელს კომიტეტის მიერ განხორციელებული თემატური მოკვლევა, რომელიც რეგიონებში მდებარე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში არსებულ გამოწვევებს მიეძღვნა. სხდომაზე განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის 2024 წლის სამოქმედო […]