ღარიბაშვილი: პოლიტსაბჭოდან მივიღე შეთავაზება პარტიის თავმჯდომარის პოსტის დაკავებაზე

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მან ქართული ოცნების პოლიტსაბჭოსგან მიიღო შეთავაზება პარტიის თავმჯდომარის თანამდებობის დაკავების შესახებ. “ამ პოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე, პოლიტსაბჭოდან მივიღე შეთავაზება დავიკავო პარტიის თავმჯდომარის თანამდებობა და ამასთან დაკავშირებით ყრილობა 1 თებერვალს გაიმართება. არ დაგიმალავთ, რომ პოლიტსაბჭოში განვიხილეთ შესაძლებლობა, რომ თანამდებობაზე ზაფხულში, საარჩევნო კამპანიის დაწყებამდე დავრჩენილიყავი, თუმცა ვარჩიე ახლა მიმეღო ეს გადაწყვეტილება”. – თქვა ღარიბაშვილმა. ღარიბაშვილი […]

“მეტ დროს დავუთმობ ოჯახს” – რაზე უთხრა გუნდს უარი პრემიერმა, რომელიც გადადგა?

პრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილი, ამბობს, რომ პრემიერობიდან გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება გუნდთან ერთად მიიღო. ვტოვებ პრემიერ-მინისტრის თანამდებობას, საზოგადოებას ჩავაბარე სრული ანგარიში ჩემი 3-წლიანი პრემიერობის შესახებ, პირნათლად ვემსახურე ქვეყანას და ვამაყობ შედეგებით, – ამბობს ღარიბაშვილი. იგი საუბრობს როტაციის პრინციპზე, და ამბობს, რომ სხვებსაც უნდა მიეცეს შესაძლებლობა. პრემიერმა თქვა, რომ შემოდგომაზე გადამწყვეტი არჩევნებია და დამაჯერებლად უნდა მოიგოს ოცნებამ, მისივე […]

“საქართველოს ბანკის” დასაქმების პროგრამა „ლიდერატორის“ შესახებ სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ბანკის დასაქმების ყოველწლიური პროგრამა – ლიდერატორი იწყება. ახალგაზრდებისთვის პროექტის უკეთ გასაცნობად და მიმართულებების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაწოდებლად სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე საქართველოს ბანკის მენეჯმენტის წარმომადგენლებმა პროგრამის ფარგლებში სტუდენტებისთვის შექმნილი შესაძლებლობების, ბენეფიტების და მომავალი პერსპექტივების შესახებ ისაუბრეს. ლიდერატორის მონაწილეებმა კი პროგრამით დაინტერესებულ სტუდენტებს მიღებული გამოცდილება და განაცხადების წარმატებულად შესავსებად საჭირო რჩევები გაუზიარეს. ლიდერატორის პროგრამაზე მიღება […]

“რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომელთა ნაწილმა კომპენსაციის სასურველი პაკეტი უკვე აირჩია” – ჯანდაცვის სამინისტრო თანამშრომლების ვინაობას კონფიდენციალურად ტოვებს

ჯანდაცვის სამინისტრო, კლინიკასთან და მის თანამშრომლებთან დაკავშირებით, ამომწურავი და დეტალური ინფორმაციის მიწოდების მიზნით, რესპუბლიკური საავადმყოფოს პერსონალთან შეხვედრებს განაგრძობს, – ინფორმაციას ჯანდაცვის უწყება ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომელთა ნაწილმა, კომპენსაციის სასურველი პაკეტი უკვე აირჩია და მათთან შესაბამისი დოკუმენტი იურიდიულად გაფორმდა. “პატივს ვცემთ კლინიკის თანამშრომლების სურვილს, კოლეგების ნაწილისგან, ზეწოლის თავიდან ასარიდებლად, მათი ვინაობა და გადაწყვეტილება კომპენსაციებთან […]

ფრანგი ფერმერები და ტაქსის მძღოლები პარიზის ბლოკირებას გეგმავენ – ხელისუფლებამ უსაფრთხოების ზომები გააძლიერა

საფრანგეთში, ინტენსიური მოძრაობით გამორჩეული ავტომაგისტრალი, რომელიც A13-ის სახელითაა ცნობილი, ტაქსის მძღოლებმა გადაკეტეს. მძღოლები სოლიდარობას უცხადებენ ფრანგ ფერმერებს, რომლებიც დედაქალაქის ბლოკირებას გეგმავენ. ადგილობრივი დროით 14:00 საათიდან, ფერმერები და ტაქსის მძღოლები რვა მთავარი მაგისტრალის ჩაკეტვას აპირებენ. საფრანგეთის მთავრობა ფერმერებზე ფინანსური და ადმინისტრაციული ზეწოლის შემცირებას დათანხმდა, თუმცა უარს ამბობს ფერმერების მოთხოვნის შესრულებაზე, შემცირდეს გადასახადი სასოფლო სამეურნეო დანიშნულების დიზელზე, […]

FT: ბრიუსელის თქმით, უნგრეთის ეკონომიკას დაარტყამს, თუ ორბანი უკრაინის დახმარებას დაბლოკავს

Financial Times-ის ინფორმაციით, მომდევნო სამიტზე უკრაინის დახმარების დაბლოკვის შემთხვევაში ევროკავშირი უნგრეთის ეკონომიკას სტრატეგიულ დარტყმას მიაყენებს. გამოცემა ამის შესახებ ევროკავშირის წარმომადგენლების მეირ დაწერილი კონფიდენციალური დოკუმენტის საფუძველზე წერს. უნგრეთის პრემიერმინისტრმა, ვიქტორ ორბანმა, თქვა, რომ 1 თებერვალს საგანგებო სამიტზე უკრაინისთვის გამოყოფილ 50 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარებას დაბლოკავდა. FT-ის თანახმად, კონფიდენციალურ დოკუმენტში წერია, რომ ასეთ შემთხვევაში, ევროკავშირის წევრი სხვა […]

წილოსანი: კობახიძეც და ღარიბაშვილიც ქართული ოცნების გამორჩეული ლიდერები არიან

ოფიციალურად აუცილებლად დაანონსდება. იქამდე, კონკრეტული დეტალებისგან თავს შევიკავებ […] ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც მიღებული იქნება, პარტიისა და მმართველი რგოლის გაძლიერებას ემსახურება […] ირაკლი ღარიბაშვილის თუ ირაკლი კობახიძის საქმიანობასთან დაკავშირებით ჩვენ, გუნდის წევრებს არაერთხელ გვითქვამს ის ძირითადი და მნიშვნელოვანი მიღწევები, რაც მათ აქვთ. თითოეული მათგანი ქართული ოცნების გამორჩეული ლიდერია. ასე უპასუხა მთავრობაში დაგეგმილ საკადრო გადაადგილებასთან დაკავშირებით დასმულ […]

საქართველოში 2 თებერვლამდე უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2 თებერვლამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. სინოპტიკოსების პროგნოზით, მხოლოდ 30 იანვარს აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში, შესაძლოა, მცირე თოვლი და ნისლი აღინიშნოს. „თბილისში 30 იანვარს, შესაძლოა, მცირე თოვლი და ნისლი აღინიშნოს, 2 თებერვლამდე კი უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +5, +8 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი) უნალექო […]

გასულ კვირაში აშშ-ში ნავთობის მარაგები 9,2 მლნ ბარელით შემცირდა

აშშ-ის ენერგეტიკის საინფორმაციო ადმინისტრაციის (EIA) ოფიციალური მონაცემებით, წინა კვირაში ქვეყანაში ნედლი ნავთობის კომერციული მარაგები დაახლოებით 9 მილიონ 200 ათასი ბარელით შემცირდა. მოლოდინი იყო, რომ მარაგები 3 მილიონი ბარელით შემცირდებოდა. მარაგების კლებამ, რომელიც მოლოდინს აღემატებოდა, ხელი შეუწყო ნავთობის ფასების ზრდას, რაც მიუთითებს იმაზე, რომ მოთხოვნა მაღალი იყო აშშ-ში, მსოფლიოს უმსხვილეს ნავთობის მომხმარებელ ქვეყანაში. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ […]