რუსეთის სასამართლომ დაუსწრებლად მიუსაჯა პატიმრობა ციხეში მყოფი აქტივისტის ცოლს

29 იანვარს რუსეთის სასამართლომ ომის მოწინააღმდეგე აქტივისტის, ამჟამად პატიმრობაში მყოფი რიჩარდ როუზის ცოლს, უცხოეთში მცხოვრებ მარია როუზს დაუსწრებლად მიუსაჯა პატიმრობა ხუთი წლით და ექვსი თვით, ექსტრემისტული მოწოდებებით გამოსვლისა და უკრაინაში მებრძოლი რუსეთის არმიის შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელების ბრალდებების საფუძველზე.
მარია როუზმა და წყვილის რვა წლის ვაჟმა რუსეთი დეკემბერში დატოვეს. რიჩარდ როუზს სექტემბერში მიუსაჯეს რვა წლით პატიმრობა, ტერორიზმის გამართლებისა და რუსეთის არმიის შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელების ბრალდებებით.
უფლებადამცველმა ორგანიზაცია “მემორიალმა” რიჩარდ როუზი პოლიტიკურ პატიმრად გამოაცხადა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი გახარია – „ქართულმა ოცნებამ” ჩვენი აკრძალვის თაობაზე განცხადება შეიტანა, დღემდე ეს „სარჩელი” არც საჯაროა და არც ჩვენთვის ხელმისაწვდომი – „საინტერესო” იქნება, რა შეთითხნილ ბრალდებებს მოიგონებს ამჯერად ივანიშვილის რეჟიმი

ირაკლი კობახიძე – ალენ ბერსესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროპის საბჭოს ურთიერთობებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და კონსტრუქციულ დიალოგს ეფუძნება