უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მხარს ვუჭერთ, ჩვენ სამეზობლოში მშვიდობა გვსურს
ჩვენ უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მხარს ვუჭერთ, – ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ უკრაინელ კოლეგასთან, დმიტრო კულებასთან და უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან, ანდრეი ერმაკთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „ომი თითქმის ორი წელია გრძელდება. ჩვენ უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მხარს ვუჭერთ. ჩვენს სამეზობლოში მშვიდობა გვსურს“, – განაცხადა პიტერ სიიარტომ. პიტერ სიიარტომ […]
ადამიანური სამუშაო ძალა ჯერ კიდევ ბევრად იაფია, ვიდრე ხელოვნური ინტელექტი – MIT-ის კვლევა
კომპანიებისთვის ხელოვნური ინტელექტის (AI) ინტეგრირება და ექსპლუატაცია სამუშაო ადგილების მხოლოდ 23%-ზე იქნება მიმზიდველი, სხვა შემთხვევებში კი ჩანაცვლება მათ ადამიანის დასაქმებაზე ბევრად ძვირი დაუჯდებათ. ამის შესახებ მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის (MIT) ახალ კვლევაში წერია, სახელწოდებით „AI-ს ზეგავლენის მიღმა“ (Beyond AI Exposure), რომელიც პროდუქტიულობის ინსტიტუტთან და IBM-ის ბიზნესღირებულების ინსტიტუტთან ერთად ჩატარდა. „ჩვენ დავადგინეთ, რომ დღევანდელი ხარჯებით აშშ-ის ბიზნესს […]
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გაახანგრძლივა
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები 2024 წლის 31 ივლისამდე გაახანგრძლივა. ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს კომუნიკეშია ნათქვამი. ევროკავშირი დაწესებული სანქციების შენარჩუნებას იქამდე მიიჩნევს საჭიროდ, სანამ რუსეთი ძალის გამოყენებას და საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევას აგრძელებს.
ნიკი ჰეილი ამბობს, რომ სამხრეთ კაროლინის შემდეგ საარჩევნო რბოლას გააგრძელებს
რესპუბლიკური პარტიიდან საპრეზიდენტო კანდიდატის ნომინაციისთვის რბოლაში ჩართულმა ნიკი ჰეილიმ, კვირას პარტიის ლიდერებს ბრალი დასდო, რომ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ მის კამპანიაში, ისინი პატიოსანი შუამავლის როლს არ ასრულებენ და განაცხადა, რომ ნომინაციისთვის შეჯიბრში სამხრეთ კაროლინაში გამარჯვება არ სჭირდება იმისთვის, რომ საპრეზიდენტო რბოლა გააგრძელოს. გაეროში შეერთებული შტატების ყოფილმა ელჩმა ჰეილიმ „ენ ბი სის“ უთხრა, რომ რესპუბლიკელების სანომინაციო კამპანიის […]
ობრაიენი: საქართველო მნიშვნელოვანი პარტნიორია
სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯიმ ობრაიენმა თქვა, რომ შავი ზღვის უსაფრთხოების მიმართულებით საქართველო მნიშვნელოვანი პარტნიორია. მან მომავალ არჩევნებზეც ისაუბრა და თქვა, რომ შეერთებული შტატები რჩევნებს დააკვირდება. ობრაინემა ოკუპირებულ აფხაზეთში რუსული პორტის მშენებლობაზეც გააკეთა კომენტარი. Facebook Forum
“ივანიშვილმა ღარიბაშვილს ჭორაობა არ აპატია” – ბექა ლილუაშვილი
რატომ გადააყენა ღარიბაშვილი ივანიშვილმა? სავარაუდოდ, მთავარი პრინციპული საკითხი ეს არის ის, რომ ღარიბაშვილს მან არ აპატია ქვეყნის ფარგლებს გარეთ ჭორაობა, მათ შორის ბიძინა ივანიშვილზე. ამას წყაროებზე და ინფორმაციებზე დაყრდნობით ვამბობ, ჩვენ ხომ გვაქვს პარტნიორებთან ურთიერთობები, ცხადზე ცხადი იყო, რომ ეს ივანიშვილისგან იქნებოდა წითელი დროშის ამწევი.
“მე ახლაც მინდა ვურჩიო ივანიშვილს…” – ბესელია
როგორ უნდა აკადრო შენ ქვეყანას, ამომრჩეველს, ირაკლი კობახიძე პრემიერად, ვერ ვხვდები, ვერ ვხვდები რა დაემართა ბიძინა ივანიშვილს ასეთი, რა გაუჭირდა, რომ… ცივსისხლიანი შემსრულებელია ეს ბიჭი. თუ ეს გადაწყვეტილება მიღებულია, ეს ნიშნავს რომ არ სჭირდება მეტი სტანდარტი. გადაწვა ამ ბიჭმა პარლამენტი და ძალიან დიდი ზიანი მიაყენა პირადად მას. მე ახლაც მინდა ვურჩიო ივანიშვილს, ვიცი რომ კითხულობს, […]
ჯაბა სამუშია – თსუ-მ აკაკი ჩიქობავას აკადემიური საბჭოს დონეზე შუამდგომლობა გამოუცხადა შესაბამის უწყებებთან
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა აკაკი ჩიქობავას აკადემიური საბჭოს დონეზე შუამდგომლობა გამოუცხადა შესაბამის უწყებებთან , – ამის შესახებ თსუ-ს რექტორმა, ჯაბა სამუშიამ 23 იანვარს თსუ-ს ლექტორის, აკაკი ჩიქობავას თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე, ოჯახის გამოსახლების საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებასთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც ჯაბა სამუშიამ ჟურნალისტებთან აღნიშნა, აკაკი ჩიქობავასთან დაკავშირებით თვითონაც მოაწერა ხელი სასამართლოსთან შუამდგომლობას. “მინდა გითხრათ, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი […]
დიმიტრი ცქიტიშვილი – ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლა დღეს ჰგავდა დამშვიდობებას
ირაკლი ღარიბაშვილი გადავიდა პარტიის თავმჯდომარის თანამდებობაზე, თუმცა მის გამოსვლაში იგრძნობოდა, რომ ის უფრო ემშვიდობებოდა საზოგადოებას , – ამის შესახებ ორგანიზაცია “პროგრესული ფორუმის” თავმჯდომარემ, დიმიტრი ცქიტიშვილმა „პლიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა. დიმიტრი ცქიტიშვილის განმარტებით, პრემიერ-მინისტრის გადადგომა პროცესის დასაწყისია და ეს ყველაფერი აჩვენებს, რომ „ქართულ ოცნებაში, საკმაოდ რთული ვითარებაა. „გადაადგილებები, რომელიც ივანიშვილის დაბრუნებას მოჰყვა, სავარაუდოდ, უნდა ემსახურებოდეს იმას, […]
ოქრიაშვილი „ქართულ ოცნებას“ – ბატონებო, 12 წელი გქონდათ ეკონომიკის გასაზრდელად და 2017 წელს ჩვენს ხალხს უკვე წალკოტში უნდა ეცხოვრა – ვადა გაგივიდათ!
ბატონი ივანიშვილი, ახლა უკვე ოფიციალური უფლებამოსილების ფარგლებში, პრემიერ-მინისტრად იურისტ-კონსტიტუციონალისტ კობახიძეს დანიშნავს, რომელმაც დიდი ექსპერტივით ეკონომიკაზე დაიწყო საუბარი. კობახიძეს გაუგია, რომ ხალხს სიღარიბე და დაბალი შემოსავლები აწუხებს და ამიტომაც საუბრობს ეკონომიკაზე. 2003 წლიდან 2023 წლამდე საქართველოს ეკონომიკა 7,5-ჯერ გაიზარდა, მაშინ, როცა ბალტიისპირეთის ქვეყნებმა ეკონომიკა ევროკავშირში შესვლის შემდეგ გაზარდესო. მარტო ამითაც ჩანს ორი რამ: პირველი – არ […]