“ხვიჩაზე მრავალმხრივია” – ნეაპოლელმა ჟურნალისტმა “პარტენოპეის” შემტევის დამატება ურჩია

Arenapoli-ს ჟურნალისტმა ალესანდრო დ’არიამ “ნაპოლის” კოტ დ’ივუარის ნაკრების შემტევის, კარიმ კონატეს შეძენა ურჩია. მისი თქმით, 19 წლის გარემარბი ხვიჩა კვარაცხელიას იდეალურად შეცვლიდა. “კონატე ძალიან მოძრავი ფეხბურთელია, რომელსაც შეუძლია თამაში როგორც ცენტრფორვარდად, ასევე შეტევის ორივე ფლანგზე. ის უფრო მრავალმხრივია, ვიდრე ქართველი. შემთხვევითი არ არის, რომ “ზალცბურგმა” აფრიკელი ტალანტი პირველ გუნდში დააწინაურა. იგი ავსტრიის მეორე ლიგაში თამაშობდა, […]

სერგეი ლავროვი – დასავლეთს ესმის, რომ პროექტმა „უკრაინამ“ ჩავარდნა დაიწყო

დასავლეთს ესმის, რომ პროექტმა „უკრაინამ“ ჩავარდნა დაიწყო, მაგრამ ვერ წყვეტს მის მხარდაჭერას, მათ შორის, ეკონომიკური სარგებლის თვალსაზრისით, ­- ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა. „მთავარი დონორი აშშ, შემდეგ მოდის გერმანია, ბრიტანეთი, დანია, პოლონეთი, ნორვეგია, ნიდერლანდები, შვედეთი. უკრაინისთვის აღმოჩენილი ფინანსური მხარდაჭერის მაჩვენებლები ბევრს მეტყველებს იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია დასავლეთისთვის მათი პროექტი „უკრაინის“ ჩაშლის […]

გია ვოლსკი – გიორგი მსხილაძესაც და მთავრობის საპარლამენტო წარმომადგენელსაც არათუ აეკრძალათ შემოსვლა პარლამენტში, არამედ მათ პირადობის მოწმობით შეუძლიათ შემოვიდნენ

გიორგი მსხილაძესაც და მთავრობის საპარლამენტო წარმომადგენელსაც არათუ აეკრძალათ შემოსვლა პარლამენტში, არამედ მათ პირადობის მოწმობით შეუძლიათ შემოვიდნენ, – ასე ეხმიანება პარლამენტის პირველი ვიცე- სპიკერი გია ვოლსკი ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს პარლამენტის საშვი გაუუქმეს. მისივე თქმით, მათ პარლამენტში შემოსასვლელად სპეციალური საშვი არ სჭირდებათ და მათი ხელმისაწვდომობა პარლამენტთან ამით გაუმჯობესდა. „არამარტო შემოსვლა, მანქანით შემოსვლა შეუძლიათ. […]

საქართველოში კორუფციის მხრივ ვითარება გაუარესდა – „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ახალი ანგარიში

ორგანიზაციამ „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ დღეს კორუფციის მხრივ მსოფლიოში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, გასული წლის შეჯამება გამოაქვეყნა. ანგარიშში „კორუფციის აღქმის ინდექსი – 2023“, რომელიც ჯამში 180 ქვეყანას აფასებს, საქართველოს 53 ქულა აქვს მინიჭებული. საქართველოს მსგავი ინდექსი აქვთ რუანდას, კვიპროსს და გრენადას. „კორუფციის აღქმის ინდექსი“ მსოფლიოში ყველაზე ფართოდ გამოყენებული კორუფციის გლობალური რეიტინგია. ის ზომავს თითოეული ქვეყნის საჯარო სექტორის კორუმპირებულობის […]

თუ ზიანს აანაზღაურებენ, ბრალს აღიარებენ, პატიმრობას შევუცვლით – კეკელიძის საქმის პროკურორი

აღსრულების ბიუროს მანქანის დაზიანებისთვის კეკელიძეზე დაკავებული აკაკი ჩიქობავასა და გიორგი ხასაიას საქმის პროკურორის, როინ ხინთიბიძის თქმით, თუ ბრალდებულები მიყენებულ ზიანს აანაზღაურებენ და ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ, პროკურატურა მზადაა, რომ მათ პატიმრობა სხვა უფრო ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით შეუცვალოს. “მოცემულ შემთხვევაში, ყველა ის გარემოება, რაც ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის მოთხოვნას საფუძვლად დაედო, კვლავ ძალაშია. გიორგი […]

ევროპაში წითელას შემთხვევები იზრდება – რა ვითარებაა საქართველოში

ევროპაში წითელას შემთხვევები იზრდება. საქართველოში, ჯერჯერობით, სტატისტიკა ნორმის ფარგლებშია, თუმცა სპეციალისტები არ გამორიცხავენ, რომ შემთხვევების რაოდენობამ ჩვენ ქვეყანაშიც მოიმატოს. ექიმები ამის მიზეზად არასაკმარის ვაქცინაციას ასახელებენ. იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, აუცრელია ათასობით ბავშვი, რაც მეზობელ ქვეყნებში არსებული ვითარების გათვალისწინებით, შესაძლოა რისკ-ფაქტორი აღმოჩნდეს. “ევროპის 40 ქვეყანაში 56-დან, ჯანმოს კლასიფიკაციით, დაფიქსირებულია შემთხვევების მკვეთრი […]

სალომე სამადაშვილი – რამდენჯერაც არ უნდა შეიცვალოს მთავრობა არჩევნებამდე, მისი მეთაური თუ რომელიმე მინისტრი, საპარლამენტო არჩევნებზე „ქართული ოცნება” განწირულია მარცხისთვის – „ოცნება“ გაკოტრებული ძალაა

რამდენჯერაც არ უნდა შეიცვალოს დღეიდან არჩევნებამდე მთავრობა, მისი მეთაური თუ რომელიმე მინისტრი, შემდეგ საპარლამენტო არჩევნებზე „ქართული ოცნება” განწირულია მარცხისთვის, – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, “ქართული ოცნება” უკვე პოლიტიკურად გაკოტრებულია, რომელსაც მხარდაჭერა ისტორიულ მინიმუმზე აქვს. „ქართული ოცნება” არის პოლიტიკურად გაკოტრებული ძალა, რომელსაც ისტორიულ მინიმუმზე აქვს დასული მხარდაჭერა და […]

პაატა მანჯგალაძე – ივანიშვილს კორუფციაზე არანაირი პრობლემა არ აქვს – თუ კორუფციის პრობლემა აქვს, ირაკლი ღარიბაშვილი პარტიის თავმჯდომარედ რატომ გადაიყვანა და რატომ არ მოსთხოვა პასუხი?

ცუდად არ მინდა გაიგონ, მაგრამ ივანიშვილი პრემიერებს, როგორც წინდებს, ისე იცვლის, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა მანჯგალაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“ განაცხადა. როგორც მანჯგალაძე განმარტავს, ერთი სახელი და გვარის მეორით შეცვლას აზრი არ აქვს, ვინაიდან მისივე თქმით, მთავარი – ივანიშვილი არ იცვლება. „ივანიშვილს კორუფციაზე არანაირი პრობლემა არ აქვს, წლების მანძილზე ეგუებოდა […]

ივანე ჩხაიძე – 2023 წელს მთელი წლის განმავლობაში წითელას 26 შემთხვევა გვქონდა, 2024 წლის იანვარში კი 16 შემთხვევაა, ამ თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია მატებაა – უმრავლესობა 20-დან 40-მდე წლამდე პირია

იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის, „იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს“ სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, საქართველოში 2023 წელს წითელას 26 შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო 2024 წლის იანვარში კი 16 შემთხვევა. მისივე თქმით, წითელას 16 შემთხვევიდან 14 დედაქალაქში დაფიქსირდა და უმრავლესობა 20-დან 40-მდე წლამდე პირია. გარდა ამისა, ივანე ჩხაიძის თქმით, ევროპაში წითელას შემთხვევები მომატებულია. ჩხაიძის განმარტებით, […]

პეტრე ცისკარიშვილი – ივანიშვილის კარზე ერთის სახელით მეორით ჩანაცვლებით საქართველოს მოქალაქეებისთვის არაფერი იცვლება

ივანიშვილის კარზე ერთის სახელით მეორით ჩანაცვლებით საქართველოს მოქალაქეებისთვის არაფერი იცვლება – არ აქვს მნიშვნელობა რომელ მარიონეტს რა პოსტზე დანიშნავს, ეს არც ეკონომიკურ განვითარებას მოიტანს და არც ევროკავშირში სწრაფ ინტეგრაცია, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა. მისივე განცხადებით, „მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება სწრაფად შევცვალოთ ეს რეჟიმი მოახლოებულ არჩევნებში, იმისათვის რომ საქართველო […]