ვოლსკი: 2011-დან მოყოლებული, ივანიშვილს გადაწყვეტილება ერთპიროვნულად არ მიუღია

2011 წლიდან მოყოლებული, არ არსებობს გადაწყვეტილება, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა ერთპიროვნულად, თავისი პირადი მოსაზრებებიდან გამომდინარე მიიღო. მუდმივად კონსულტაციების რეჟიმი არსებობს, რომელიც ერთი პერიოდი შეწყდა, რადგან ის პოლიტიკიდან გასული იყო. ახლა კი ისევ ურთიერთობის იმავე რეჟიმში დავბრუნდით. ერთი ფლანგიდან მეორეზე და მეორედან პირველზე გადანაცვლება ახალ იმპულსსა და ენერგიას მოგვცემს. მაგრამ, მართვის სისტემა არ შეიცვლება. ასე გამოეხმაურა ქართული […]
„გუდვილი“ ონლაინ გაყიდვების გაძლიერებაზე მუშაობს – “ვგეგმავთ Dark store-ის განვითარებას“

„გუდვილი“ დიდი ზომის ჰიპერმარკეტების გახსნას აღარ გეგმავს. როგორც კომპანიის გენერალური დირექტორი გიორგი ხაბაშვილი აცხადებს, განვითარების გეგმა სუპერმარკეტებთან ერთად, ე.წ. Dark store-ს უკავშირდება, რაც ხარჯების ოპტიმიზაციას შეუწყობს ხელს. FMCG ბაზრის განვითარების ტენდენციებზე საუბრისას გიორგი ხაბაშვილმა ონლაინ-გაყიდვების მაჩვენებლებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე საერთო გაყიდვებიდან ონლაინ გამოწერების წილი მხოლოდ 2%-ია. „უმნიშვნელოვანესი ტრენდი, რომელიც რიტეილერებშია, ეხება დიდი […]
„რესპუბლიკურის“ ექიმებმა კლინიკის დანგრევის გადაწყვეტილების შესაჩერებლად სასამართლოს მიმართეს

„რესპუბლიკური საავადმყოფოს“ თანამშრომლებმა კლინიკის შენობების დანგრევის გადაწყვეტილების შესაჩერებლად თბილისის საქალაქო სასამართლოს დღეს, 30 იანვარს მიმართეს. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას უთხრა ნინო ოთარიშვილმა, კარდიოლოგიური სამსახურის უფროსმა. მთავრობამ საავადმყოფოს დანგრევის გადაწყვეტილება 22 იანვარს მიიღო, რამდენიმე საათში კი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა თანამშრომლებს 4 წინადადება შესთავაზა. ამ შეთავაზებებიდან არცერთი არ არის მისაღები იმ თანამშრომლებისთვის, რომელთა სახელითაც სარჩელი შევიდა სასამართლოში. […]
შეიარაღებულმა პირებმა ნიგერიაში 6 მოსწავლე და 3 მასწავლებელი გაიტაცეს

შეიარაღებულმა პირებმა ნიგერიაში, ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთში მდებარე შტატ ეკიტის ერთ-ერთი სკოლის 6 მოსწავლე და 3 მასწავლებელი გაიტაცეს. შემთხვევა 29 იანვრის ღამეს მოხდა. ეკიტის შტატის მთავრობის თქმით, შეიარაღებული პირები თავს დაესხნენ სასკოლო ავტობუსს, რომლითაც მოსწავლეები ექსკურსიიდან ბრუნდებოდნენ. გატაცებულია ავტობუსის მძღოლიც. ჯერჯერობით გატაცებაზე პასუხისმგებლობა არავის აუღია და გამოსასყიდიც არავის მოუთხოვია. მთავრობის ინფორმაციით, უსაფრთხოების სამსახურები გამტაცებლების პოვნას ცდილობენ. 30 […]
პატისტანის ყოფილ პრემიერმინისტრს 10 წლით პატიმრობა მიესაჯა

პაკისტანის ყოფილ პრემიერმინისტრს, იმრან ხანს 10 წლით პატიმრობა მიესაჯა სახელმწიფო საიდუმლოების გასაჯაროვებისთვის. ინფორმაციას პოლიტიკოსის პარტია ავრცელებს. სასამართლო სხდომა დახურულ კარს მიღმა ჩატარდა იმ საპატიმრო დაწესებულებაში, სადაც ხანი და ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, შაჰ მეჰმუდ ქურეში კორუფციის ბრალდებით იხდიან სასჯელს. იმრან ხანი და ქურეში 2023 წლის აგვისტოში დააკავეს. ბრალდების მიხედვით, იმრან ხანმა აშშ-ში პაკისტანის ელჩისგან მიღებული […]
დიმიტრი მედვედევი – კურილის კუნძულებზე ახალი იარაღი განთავსდება – არ გვაღელვებს ამ კუნძულების მიმართ იაპონელების გრძნობები

რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის განცხადებით, კურილის კუნძულების სტრატეგიული როლი გაიზრდება, მათ შორის ახალი იარაღის განთავსებით. „კურილის კუნძულები აქტიურად განვითარდება და ამავე დროს გაიზრდება მათი სტრატეგიული როლი, მათ შორის იქ ახალი იარაღის განლაგებით”, – წერს მედვედევი „ტელეგრამ“ არხზე. მისი თქმით, მოსკოვს აბსოლუტურად არ აღელვებს იაპონელი ხალხის გრძნობები ამ კუნძულების მიმართ და რომ კურილის […]
ანა ნაცვლიშვილი სამთავრობო ცვლილებებზე – ეს გემი რუსული მიმართულებით მიდის და რამდენი მესაჭეც არ უნდა გამოიცვალოს, მიმართულება უცვლელი რჩება

ეს გემი რუსული მიმართულებით მიდის და რამდენი მესაჭეც არ უნდა გამოიცვალოს, მიმართულება უცვლელი რჩება, – ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატმა, ანა ნაცვლიშვილმა მმართველ გუნდში სამთავრობო ცვლილებებზე კომენტირებისას განაცხადა. მისი თქმით, ცვლილებები არაფერს ცვლის, თუმცა, მიუთითებს, რომ „ოცნება“ პანიკაშია. „ოცნებამ“ იცის, რომ საზოგადოებას სურს ცვლილებები და ცდილობს შესაკრებთა გადაადგილებით შექმნას ამ ცვლილების იმიტაცია, მაგრამ ჩვენ კარგად ვიცით, […]
ისრაელის თავდაცვის მინისტრი – ომის დასრულების შემდეგ ისრაელი ღაზის სექტორზე სამხედრო კონტროლს შეინარჩუნებს

ომის დასრულების შემდეგ ისრაელი ღაზის სექტორზე სამხედრო კონტროლს შეინარჩუნებს, – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა ისრაელის პარლამენტის საგარეო საქმეთა და თავდაცვის კომიტეტის წევრებს განუცხადა. „ომის შემდეგ, როდესაც ის დასრულდება, ვფიქრობ, სრულიად ნათელია, რომ „ჰამასი“ ღაზას ვეღარ გააკონტროლებს. ისრაელი მას სამხედრო გაგებით გააკონტროლებს, მაგრამ არა სამოქალაქო თვალსაზრისით“, – განაცხადა გალანტმა. იოავ გალანტმა აღნიშნა, რომ […]
„ლელოს“ „9 ნაბიჯი ევროკავშირისკენ“ — პარტიამ თავისი ხედვა წარადგინა

დღეს, 30 იანვარს, პარტია „ლელომ“ თავისი ხედვა — „ლელოს“ 9 ნაბიჯი ევროკავშირისკენ“ — წარადგინა. „ლელოს“ განცხადებით, გადაუდებლად და სასწრაფოდ საჭიროა რეალური გეგმის შეთავაზება საზოგადოებისთვის. მათი თქმით, სწორედ „ლელოს“ 9 ნაბიჯი ევროპისკენ“ არის რეალური გზამკვლევი და გეგმა ევროკავშირში ინტეგრაციისთვის. მათივე განცხადებით, „ლელოს“ 9 ნაბიჯი ევროპისკენ“ არის კონკრეტული კანონპროექტებისა და დეტალური ხედვების შეჯერებული დოკუმენტი — გზამკვლევი ევროპული […]
ბათუმის “დინამოს” პრეზიდენტის შვილს პატიმრობა შეეფარდა – პროკურატურა

პროკურატურის ცნობით, ბათუმში ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა: “შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით ამ ეტაპზე დადგენილია, რომ გ. ბ-მ მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და ინახავდა ,,მაკაროვი”-ს სისტემის და ,,ბერეტა ბრევ.950’’ მოდელის პისტოლეტებს, ასევე 17 ცალ საბრძოლო ვაზნას. აღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა 25 იანვარს, ბათუმში, […]