ვოლსკი: 2011-დან მოყოლებული, ივანიშვილს გადაწყვეტილება ერთპიროვნულად არ მიუღია

2011 წლიდან მოყოლებული, არ არსებობს გადაწყვეტილება, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა ერთპიროვნულად, თავისი პირადი მოსაზრებებიდან გამომდინარე მიიღო. მუდმივად კონსულტაციების რეჟიმი არსებობს, რომელიც ერთი პერიოდი შეწყდა, რადგან ის პოლიტიკიდან გასული იყო. ახლა კი ისევ ურთიერთობის იმავე რეჟიმში დავბრუნდით.
ერთი ფლანგიდან მეორეზე და მეორედან პირველზე გადანაცვლება ახალ იმპულსსა და ენერგიას მოგვცემს. მაგრამ, მართვის სისტემა არ შეიცვლება.
ასე გამოეხმაურა ქართული ოცნების დეპუტატი, მთავრობაში განხორციელებულ საკადრო ცვლილებას. 29 იანვარს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პოსტი დატოვა. ის ქართული ოცნების თავმჯდომარე ხდება.
მმართველი გუნდის ლიდერების თქმით, პრემიერმინისტრის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძის კანდიდატურა განიხილება.