ოდიშარია ბერლინალეზე: ჩვენი ყველა დელეგატი არის თავის საქმის პროფესიონალი

ოპოზიციურ მედიაში ჩვეულ, მანიპულაციურ სტილში აიტაცეს კინოცენტრის დელეგაციაში მყოფი მედიის წარმომადგენლების საკითხი. აბსოლუტურად ყველა დელეგატი არის თავის საქმის პროფესიონალი, სიის აბსოლუტური უმრავლესობა ქართველი რეჟისორებისა და პროდუსერებისგანაა დაკომპლექტებული; 23 რეჟისორი/პროდუსერი, 5 კინოცენტრის თანამშრომელი, 4 მედია გამშუქებელი. ეს ნაწილი, რასაკვირველია, ნაცმედიის სათაურებში არ ხვდება. იქ ხვდება მხოლოდ პოსტვს და იმედის გამშუქებლები. ეს უკანასკნელნი, სიაში მოხვდნენ იმისათვის, რომ […]
უკრაინის გენშტაბი: რუსეთი ხერსონის ფრონტზე გააქტიურდა, მოვიგერიეთ 15 თავდასხმა

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, რუსეთი ხერსონის ფრონტზე გააქტიურდა, სადაც უკრაინელებმა გასულ ღამეს 15 თავდასხმა მოიგერიეს. გენშტაბის ინფორმაციით, რუსული ძალები ყველაზე მეტად ავდეევკის, მარინსკისა და ხერსონის ფრონტზე აქტიურობდნენ, სადაც გასულ 24 საათში 88 საბრძოლო შეტაკება მოხდა. ამავდროულად, რუსეთმა უკრაინელი სამხედროების პოზიციებზე და დასახლებული პუნქტების მიმართულებით 9 რაკეტა გაუშვა, 99 საჰაერო დარტყმა მიიტანა და 129-ჯერ […]
ანა ნაცვლიშვილი – მიხარია, რომ „ლელო“ „ქართული ოცნებისთვის“ მთავარი კონკურენტია და ამიტომ „გვირტყამენ“ ასე გამწარებულები – დიახ, რაც მათ ვერ და არ გააკეთეს წელიწად ნახევრის განმავლობაში, ჩვენ ორ დღეში გავაკეთეთ

როგორც ჩანს, სამკაციანმა პოლიტიკურმა ჯგუფმა იმდენად დიდი დისკომფორტი შეუქმნა „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში, რომ თავად სპიკერი არის საჭირო ამ თემას გამოეხმაუროს, – ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, რითაც პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს გამოეხმაურა, სადაც მან „ლელოს“ საქმიანობას „ჩიხუახუას სინდრომი“ უწოდა. როგორც ანა ნაცვლიშვილმა აღნიშნა, რაც ვერ და არ გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“ წელიწად ნახევრის განმავლობაში, […]
დავით ხაჯიშვილი – „ქართული ოცნების“ პროცედურული ხრიკები პრეზიდენტთან ან სხვა რომელიმე ინსტიტუტთან დაკავშირებით ქართველ ხალხს არ აინტერესებს

„ქართული ოცნების“ პროცედურული ხრიკები პრეზიდენტთან ან სხვა რომელიმე ინსტიტუტთან დაკავშირებით ქართველ ხალხს არ აინტერესებს – საქართველოს მოსახლეობას ის ეკონომიკური პრობლემები აინტერესებს, რომლის წინაშეც ბოლო 12 წლის განმავლობაში იმყოფებიან, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დავით ხაჯიშვილმა 6 თებერვალს პარლამენტში პრეზიდენტის წლიურ ანგარიშთან დაკავშირებით განაცხადა. მისივე თქმით, ქართული საზოგადოებისთვის იმ პრობლემების მოგვარებაა მთავარი, […]
პროკურატურა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას ადევნების ფაქტზე ბრალდებულის მიმართ გირაოს შეფარდების თაობაზე, სააპელაციო წესით გაასაჩივრებს

პროკურატურა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება, რომლითაც კოლეგის მიმართ ადევნების ფაქტზე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეეფარდა და გადაწყვეტილებას სააპელაციო წესით გაასაჩივრებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. მათივე ცნობით, პროკურატურამ ზესტაფონის რაიონულს სასამართლოს ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით – პატიმრობის შეფარდების და თანამდებობიდან გადაყენების მოთხოვნით მიმართა, თუმცა სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახედ გირაო – […]
„რეორგანიზაცია რესპუბლიკურში 15 თებერვლის ნაცვლად, 15 მარტს დასრულდება”- სამინისტრო

„თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებისთვის, საკომპენსაციო პაკეტით გათვალისწინებული შეთავაზებების ვადა ერთი თვით გახანგრძლივდა” – ამის შესახებ ინფორმაცია რესბუბლიკური საავადმყოფო სოციალურ ქსელში ავრცელებს, მათი ცნობით კლინიკის პერსონალისთვის, საკუთარი პოზიციის დაფიქსირებისა და არჩევანის გასაკეთებლად, დრო, 5 თებერვლის ნაცვლად, 5 მარტამდე განისაზღვრა. შესაბამისად, სამედიცინო დაწესებულებაში, რეორგანიზაცია, 15 თებერვლის ნაცვლად, 15 მარტიდან დაიწყება. „აღნიშნული გადაწყვეტილება, ჯანდაცვის სამინისტროს სამუშაო ჯგუფის წევრებმა, […]
2023 წელს საქართველოში 4,22%-ით მეტი სამშენებლო ნებართვა გაიცა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წლის განმავლობაში საქართველოში 11 279 სამშენებლო ნებართვა გაიცა, რაც 4.22%-ით მეტია 2022 წელთან შედარებით, სადაც საქართველოს უძრავი ქონების ბაზარს 9 379 200 მ 2 შენობა დაემატება. მთლიანი სამშენებლო ფართობი 2022 წელთან შედარებით 26.37%-ით გაიზარდა. TOP 5 რეგიონი, სადაც 2023 წელს ყველაზე მეტი ნებართვა გაიცა: თბილისი- 49,7% (5611 ნებართვა) მცხეთა-მთიანეთი- […]
საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოცდის დრო წლის ბოლოდან შემცირდება

თბილისის მასშტაბით 18-მეტრიანმა ავტობუსებმა უკვე დაიწყო გადაადგილება. როგორც თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმა განაცხადა, ამ ეტაპზე 50 ერთეულია ჩამოყვანილი, რომელთა გადანაწილება სხვადასხვა მარშრუტზე ეტაპობრივად მოხდება. „წლის ბოლომდე ეტაპობრივად კიდევ 110 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსის ჩამოყვანა იგეგმება, რომელიც წლის ბოლოდან მოემსახურება დედაქალაქის მოსახლეობას. რაც შეეხება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოცდის დროს, გადაადგილების ინტერვალის გაუმჯობესებას შევძლებთ მაშინ, როდესაც სრული რაოდენობით […]
“ჩვენი ბანკები და საფინანსო სექტორი ეკონომიკურ ზრდაში გამწევი ძალაა” – თურნავა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, გასულ წელს საქართველოს ეკონომიკა 7%-ით გაიზარდა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, ნათია თურნავა მაღალი ეკონომიკური ზრდის მთავარ მიზეზებზე საუბრობს. მისი თქმით, წელსაც ინვესტიციები იქნება მთავარი აქტორი ეკონომიკურ ზრდაში. “დავეყრდნობი, არა მხოლოდ ჩვენს შეფასებებს, უკვე გამოქვეყნებულ სტატისტიკურ მონაცემებსაც. მთავარი ფაქტორი, რაც 2023 წელს მაღალ ეკონომიკურ ზრდას განაპირობებდა იყო ინვესტიციები. ჩვენ ვფიქრობთ, რომ […]
მაგთიკომმა კომკომის განცხადების საპასუხოდ მორიგი განცხადება გაავრცელა

მაგთიკომმა კომკომის მიერ დღეს, 31 იანვარს გავრცელებული განცხადების საპასუხოდ, რომელსაც ხელს კომკომის თავმჯდომარე კახა ბექაური აწერდა, მორიგი განცხადება გაავრცელა. “ შპს „მაგთიკომმა” დამოუკიდებელ ორგანოს – სსიპ „ანტიკორუფციულ ბიუროს” ოფიციალური წერილით 2024 წლის 29 იანვარს მიმართა. ბატონმა ბექაურმა ვერ მოითმინა და „ანტიკორუფციული ბიუროს” მოკვლევის პასუხს დაასწრო, რითაც ის საკუთარი შეფასებებით ცდილობს ზეგავლენა მოახდინოს „ანტიკორუფციული ბიუროს” მიერ […]