სუს-ში, ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე, ბექა ვარდოსანიძე იკითხება – რა წერია მუქარის შემცველ წერილში, რომელიც ტელეკომპანია “იმედმა” მიიღო
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში “ალტ-ინფოს“ წევრის გამოკითხვა მიმდინარეობს. ბექა ვარდოსანიძე მოწმის სახით იკითხება. მანამდე, ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე, კონტრტერორისტულმა ცენტრმა, ვარდოსანიძის სახლში ჩხრეკა ჩაატარა. სუს-ის ინფორმაციით, კონკრეტული პირის ელექტრონული ფოსტიდან, სხვადასხვა უწყებაში გაიგზავნა ტერორისტული შინაარსის მუქარის შემცველი შეტყობინებები, რაც დაკავშირებული იყო აფეთქებებთან. დასახელებული იყო კონკრეტული ლოკაციებიც. ერთ-ერთი ლოკაცია, სადაც ცრუ შეტყობინების მიხედვით აფეთქება უნდა მომხდარიყო, […]
ვფიქრობ, სამთავრობო ცვლილებები ჩვენი ქვეყნისთვის სასიკეთო იქნება – მიხეილ სარჯველაძე
მთავრობის ახალ შემადგენლობაში დიდი ცვლილებების მოლოდინი არ მაქვს, პროგნოზების გაკეთება კორექტული არ იქნება, ამაზე პრემიერობის კანდიდატს უნდა დაველოდოთ, რადგან მისი პრეროგატივაა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა. როგორც სარჯველაძემ აღნიშნა, ცვლილებები ქვეყნისთვის სასიკეთო იქნება და გადაწყვეტილებაც სწორედ ამ კრიტერიუმებით არის მიღებული. “ჩვენი მიზანია, რომ, ასეთი ცვლილებების შედეგად, გაიზრდება […]
შალვა პაპუაშვილი სალომე ზურაბიშვილზე – ერთადერთი, რასაც მისგან დიდი ხანია მოველი, არის, დაადასტუროს, რომ კონსტიტუცია დაარღვია და დადოს პირობა, რომ აღარ დაარღვევს
“პარლამენტის რეგლამენტით, საგაზაფხულო სესიის პირველ დღეს არის [პრეზიდენტის] მიმართვა, შესაბამისად, 6-ში იქნება ეს მიმართვა. რა თქმა უნდა, ამ დროს მთავრობა ჯერ ვერ იქნება დამტკიცებული. შესაბამისად, ისეთივე პროცედურით იქნება, როგორც სხვა დროს არის”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პარლამენტში, პრეზიდენტის მიმართვასთან დაკავშირებით, ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, მნიშვნელობა არ აქვს, როგორ წარიმართება პროცესი […]
ქვეშეთი-კობის პროექტის ფარგლებში, მთავარი, 9 კმ-იანი გვირაბის 8500 მეტრი უკვე გაჭრილია
ქვეშეთი-კობის პროექტის ფარგლებში, მთავარი, 9 კმ-იანი გვირაბის 8500 მეტრი უკვე გაჭრილია. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ახალი 9 კმ-იანი გვირაბი, საქართველოში ყველაზე გრძელი, ხოლო მსოფლიოს მასშტაბით, ერთ-ერთი უნიკალური იქნება. “პარალელურად, მიმდინარეობს საევაკუაციო გვირაბის გაყვანა, სადაც 6800 მეტრი არის გაბურღული და მისასვლელი გზების მშენებლობა. ქვეშეთი-კობის პროექტის პროექტის დასრულება დაგეგმილია ეტაპობრივად, 2024-2025 წლებში“, – აღნიშნულია […]
მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებაში მონაწილეობას არ ვაპირებ, მაგრამ მექნება კითხვები, რომლებიც 9 რეკომენდაციას უკავშირდება – თეონა აქუბარდია
სამთავრობო ცვლილებებთან და ახალი მინისტრთა კაბინეტის დაკომპლექტებასთან დაკავშირებით, ოპოზიციაში შეფასებები გრძელდება. როგორც ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ განაცხადა, კენჭისყრაში არ აპირებს მონაწილეობის მიღებას, თუმცა მომავალ პრემიერთან კითხვები ექნება. “რა თქმა უნდა, პარლამენტი არის ის ადგილი, სადაც ხდება მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება, ნდობის გამოცხადებაში ნამდვილად არ ვაპირებ მე მონაწილეობის მიღებას, ჩემი პოლიტიკური პოზიციიდან გამომდინარე, მაგრამ მე მექნება კითხვები […]
1-3 თებერვლის ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 1-2 თებერვალს საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება შენარჩუნებული, ხოლო 3 თებერვალს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. ქ. თბილისში უნალექო ამინდი იქნება. 3 თებერვალს იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +6, +8 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 1-2 თებერვალს უნალექო ამინდი იქნება, […]
2023 წელს ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების რაოდენობა გაიზარდა

საქსტატის მონაცემების მიხედვით, 2023 წელს ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების საერთო ფართმა 3 293 171 მ2 შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 23.7%-ით მეტია. ექსპლუატაციაში ყველაზე მეტი ობიექტი თბილისში, ყველაზე ნაკლები კი რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში მიიღეს. TOP 3 რეგიონი ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების რაოდენობით, შემდეგნაირად გამოიყურება: თბილისი- 1052 ობიექტი (2 433 720 მ2) მცხეთა-მთიანეთი- 416 ობიექტი […]
რას ამბობს კრიმინალური პოლიციიდან გამოსვლის შემდეგ თამუნა მუსერიძე

სამშობიაროებიდან ჩვილების უკანონოდ გაყიდვისა და გაშვილების საქმეზე თამუნა მუსერიძე კრიმინალურ პოლიციაში დაიბარეს. არასამთავრობო ორგანიზაციის, „ვეძებ“ დამფუძნებელს საგამოძიებო უწყებიდან დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ სურდათ მისთვის საქმის ახალი დეტალები გაეცნოთ. თამუნა მუსერიძე ცოტა ხნის წინ გამოვიდა პოლიციიდან; ,,გამოვედი, მშვიდობაა. გამოძიება მიმდინარეობსო. ზოგი საქმე დაიხურა, ზოგს ისევ ვიძიებთო. მთავარი პრობლემა ის არის, რომ ზოგიერთი მათგანი ხანდაზმულია, დოკუმენტრბი განადგურებულია […]
სერგეი შოიგუ იარაღის მწარმოებლებს საარტილერიო სისტემების უფრო სწრაფად წარმოებისკენ მოუწოდებს

რუსეთის თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუ იარაღის მწარმოებლებს საარტილერიო სისტემების უფრო სწრაფად წარმოებისკენ მოუწოდებს. სერგეი შოიგუ ეკატერინბურგში იარაღის მწარმოებელ ქარხნებს ეწვია და განაცხადა, რომ უკრაინული დრონების თავდასხმების შემდეგ რუსეთი საჰაერო თავდაცვის რაკეტების წარმოებას გაზრდის. შოიგუმ ერთ-ერთი ქარხნის ხელმძღვანელობა იმის გამო გააკრიტიკა, რომ ისინი თვითმავალ საარტილერიო სისტემებს საკმარისი რაოდენობით არ აწარმოებენ. „მისმინეთ, შეწყვიტეთ არასერიოზულად მოქცევა. ჩვენ ამით […]
Madrid Fusión 2024-ზე ქართულ სამზარეულოს გაეცნენ

ესპანეთში, მადრიდში მიმდინარე მსოფლიოში ყველაზე გავლენიან გასტრო კონგრესზე Madrid Fusión 2024 ქართულ სამზარეულოს გაეცნენ. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, კონგრესის ბოლო დღეს ქართველმა შეფმზარეულმა, დავით ნარიმანაშვილმა მონაწილეებისთვის ქართული კულინარიული მასტერკლასი გამართა. ინფორმაციის თანახმად, Madrid Fusión 2024-ზე საქართველო სტუმრის სტატუსით მონაწილეობს. „საერთაშორისო კონგრესზე, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სტენდთან სტუმრები და კულინარიის სფეროს წარმომადგენლები ქართულ სამზარეულოს, ღვინოსა […]