ადევნების ფაქტზე სკოლის მასწავლებელს გირაო, 2000 ლარი შეეფარდა – პროკურატურა

საქართველოს პროკურატურა არ ეთანხმება ზესტაფონის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას ადევნების ფაქტზე ბრალდებულისთვის გირაოს, 2000 ლარის შეფარდებასთან დაკავშირებით და სააპელაციო სასამართლოში მის გასაჩივრებას აპირებს. პროკურატურის განცხადებით, შსს-ს გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, თერჯოლის რაიონის ერთ-ერთ სოფელში საჯარო სკოლის მასწავლებელი 2 წლის განმავლობაში თავის კოლეგასთან დაჟინებით ცდილობდა სექსუალური კავშირის დამყარებას, მიუხედავად დაზარებულისგან არაერთხელ უარის მიღებისა. შედეგად, დაზარალებულს მოუწია ხანგრძლივი […]
რესპუბლიკურ საავადმყოფოში რეორგანიზაცია 15 თებერვლის ნაცვლად, 15 მარტს დასრულდება

თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებისთვის საკომპენსაციო პაკეტით გათვალისწინებული შეთავაზებების ვადა ერთი თვით გახანგრძლივდა – მათ საკუთარი პოზიციის დაფიქსირებისა და არჩევანის გასაკეთებლად დრო 5 თებერვლის ნაცვლად, 5 მარტამდე ექნებათ. შესაბამისად, კლინიკაში რეორგანიზაცია 15 თებერვლის ნაცვლად, 15 მარტს დასრულდება. ინფორმაციას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს. “აღნიშნული გადაწყვეტილება, ჯანდაცვის სამინისტროს სამუშაო ჯგუფის წევრებმა, კლინიკის […]
POLITICO-ს ინფორმაციით, უკრაინა 150 კმ.-ზე მოქმედ GLSDB-ებს 31 იანვარს მიიღებს

როგორც მედია POLITICO ორ ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს, პენტაგონმა წარმატებით გამოსცადა ახალი შორ მანძილზე მოქმედი მაღალი სიზუსტის ბომბი, რომელსაც უკრაინა 31 იანვრისთვის მიიღებს. POLITICO-სთან ოთხმა ანონიმურმა პირმა დაადასტურა, რომ უკრაინა 31 იანვარს მიიღებს სახმელეთო განთავსების მცირე დიამეტრის ბომბებს – Ground-Launched Small Diameter Bomb (GLSDB). ეს იარაღი, რომელზეც კომპანია Boeing-ი და Saab-ი მუშაობდა, ჯერჯერობით აშშ-ს შეიარაღებაშიც […]
2023 წელს გაუპატიურების და ქორწინების იძულების შემთხვევები გაიზარდა – შსს-ს სტატისტიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის თანახმად, წინა წელთან შედარებით, 2023 წელს რეგისტრირებული დანაშაული 0.47%-ით შემცირდა. კერძოდ, გასულ წელს საქართველოში სულ სსკ დანაშაულის 54 177 ფაქტი აღრიცხეს, 2022 წელს ეს მონაცემი – 54 435 იყო. შსს-ს ცნობით, 6.67%-ით შემცირდა დანაშაული სიცოცხლის წინააღმდეგ (რეგისტრირებულია 1 372 ფაქტი), ხოლო 5.36%-ით – დანაშაული ჯანმრთელობის წინააღმდეგ (რეგისტრირებულია 6167 შემთხვევა). 1.73%-ით შემცირდა […]
2023 წელს ქართულმა ბანკებმა ₾2.7 მილიარდის წმინდა მოგება მიიღეს

საქართველოში მოქმედმა ბანკებმა ეროვნულ ბანკს 2023 წლის ფინანსური ანგარიშები უკვე წარუდგინეს. სებ-ის მიერ გამოქვეყნებული ჯამური მონაცემებიდან ირკვევა, რომ გასულ წელს 17 ბანკის მთლიანმა მოგებამ 2.7 მილიარდი ლარი შეადგინა. საბანკო სექტორის მოგების ეს მაჩვენებლები 2022 წელთან შედარებით 623 მილიონი ლარით, ანუ 30%-ით მეტია.
თეა წულუკიანი გორის სამუსიკო კოლეჯს ესტუმრა
თეა წულუკიანი გორის სულხან ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯს ესტუმრა. კულტურის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა დაათვალიერა კოლეჯის დიდი და მცირე საკონცერტო დარბაზები, ბიბლიოთეკა, აუდიტორიები. გაიმართა შეხვედრა პედაგოგებთანაც. კოლეჯის გოგონათა გუნდმა რამდენიმე მუსიკალური ნომერი შეასრულა.
“ჩემი პოლიტიკური გეგმები უკავშირდება ფართო გაერთიანებას” – “კურიერის” ინფორმაციით, ნიკა გვარამია, ელენე ხოშტარია და ზურაბ გირჩი ჯაფარიძე ერთიანდებიან
“კურიერის” ინფორმაციით, ნიკა გვარამია, ელენე ხოშტარია და ზურაბ გირჩი ჯაფარიძე ერთიანდებიან. “დროა”, “გირჩი – მეტი თავისუფლება” და გვარამია არჩევნებში ერთობლივად მიიღებენ მონაწილეობას. ნიკა გვარამია მათთან კონსულტაციებს ადასტურებს, თუმცა სხვა დეტალებზე, ჯერჯერობით, არ საუბრობს. “მთავარი არხის” დამფუძნებელი, ნიკა გვარამია აქვე ამბობს, რომ ნიკა მელია მნიშვნელოვან პარტნიორად მიაჩნია. “ჩემი პოლიტიკური გეგმები უკავშირდება ფართო გაერთიანებას. მე ვსაუბრობ ზურასთანაც […]
დეკემბერში ეკონომიკურმა ზრდამ 8.3% შეადგინა – 2023 წლის ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელი 7%-ს გაუტოლდა
დეკემბერში ეკონომიკურმა ზრდამ 8.3% შეადგინა. 2023 წლის ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელი 7%-ს გაუტოლდა. საქსტატის ინფორმაციით, საქართველოს ეკონომიკაში დაფიქსირებული პოზიტიური ტენდენციები და მაღალი ეკონომიკური ზრდა ნათლად მიანიშნებს, რომ, საგარეო შოკების, გეოპოლიტიკური დაძაბულობისა და გამოწვევების მიუხედავად, ქვეყნის ეკონომიკა მდგრადობას ინარჩუნებს. ბოლო 3 წლის განმავლობაში, საქართველოს ეკონომიკამ აჩვენა არა მხოლოდ მნიშვნელოვანი აღდგენა, არამედ ეკონომიკური აქტივობის დონე დაუბრუნდა პანდემიამდელ […]
შეიძლება, 5%-იან ბარიერზეც პრობლემა შეიქმნას – ახალმა მენეჯმენტმა მიაღწია იმას, რომ პარტიიდან ადამიანთა თითქმის ნახევარზე მეტი წამოვიდა – ენმ-ს ყოფილი წევრი
“ნაციონალურ მოძრაობაში” ახალი მენეჯმენტის მოსვლიდან ერთი წლისთავზე, ლევან ხაბეიშვილის მმართველობის ფორმა პარტიის მოქმედ და ყოფილ წევრებს შორის ისევ დაპირისპირების თემაა. პარტიის ყოფილი წევრები აცხადებენ, რომ სწორედ ხაბეიშვილის მმართველობის პირობებში მოუწია “ნაციონალური მოძრაობის” ათასობით წევრს პარტიის დატოვება, როგორც თბილისში, ისე – რეგიონებში, რადგან ისინი, მისი მმართველობის ფორმით და პარტიაში არსებული ჩრდილოვანი მმართველობით, უკმაყოფილოები იყვნენ. მათივე თქმით, […]
აღარაა ის პერიოდი, როდესაც მერაბიშვილი-ახალაიას კაბინეტებში დგებოდა კულტურის აქტივობების და იქ მონაწილეების სია, არც ის დროა, სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე ბოტოქსები და სტრიპტიზ ბარებში “გულაობები” რომ ფინანსდებოდა – ბაჩო ოდიშარია
ყველანაირი ისტერია კინოცენტრის დელეგაციასთან დაკავშირებით მხოლოდ უსახური პროპაგანდის და პოლიტიკური სპეკულაციის ნაწილია. წლევანდელი ქართული სტენდი, როგორც გაშუქების, ისე საქმიანი შეხვედრების მხრივ იქნება ყველაზე ინტენსიური და მასშტაბური და მოემსახურება ქართული კინემატოგრაფის ინტერესებს, რომელსაც ასე აქტიურად ცდილობენ სახელი შეულახონ საერთაშორისო კინოსივრცეებში მავნებლებმა, – ამის შესახებ ეროვნული კინოცენტრის ფილმწარმოების დეპარტამენტის უფროსი ბაჩო ოდიშარია სოციალურ ქსელში წერს. ოდიშარიას თქმით, […]