ზარქუა: “ნაცებს” მივმართავ – გამოდით ბიჭო, წერეთელზე, მინდა დაგთვალოთ, თქვე ხელმოცარულებო

მიუხედავად იმ მცდელობისა, რომ ზოგიერთი ხელმოცარული ყვავი დაჩხაოდა ამ პროექტს [წერეთლის], მაინც შეძლეს [მოძრაობის გახსნა]… მე მინდა, “ნაცებს” მივმართო – გამოდით ბიჭო, წერეთელზე, მინდა დაგთვალოთ! აი, თქვე ხელმოცარულებო, თქვენა. ეს კიდევ ერთი კარგი ლუსტრაცია იყო თბილისელებისთვის და მთელი საქართველოსთვის, როგორ არ უნდა გენდოთ, როგორ გიხარიათ, რომ სადმე თუ პროექტში რამე ხინჯია, აბა, დროზე თუ არ […]

გაერო-ს პალესტინელი ლტოლვილების სააგენტოში “ჰამასმა” სრულად შეაღწია – სააგენტოს მისია უნდა დასრულდეს – ბენიამინ ნეთანიაჰუ

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის პალესტინელი ლტოლვილების სააგენტოში სრულად შეაღწია ტერორისტულმა ჯგუფმა “ჰამასმა”, – აცხადებს ისრაელის პრემიერ-მინისტრი. ბენიამინ ნეთანიაჰუმ, იერუსალიმში, გაერო-ს ელჩებთან შეხვედრისას, ხაზი გაუსვა, რომ ორგანიზაციის დაქვემდებარებაში არსებული სააგენტო სხვა დახმარების სააგენტოებმა უნდა შეცვალონ. „დროა, საერთაშორისო საზოგადოებამ და თავად გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ გაიგოს, რომ გაერო-ს პალესტინელი ლტოლვილების დახმარების სააგენტოს მისია უნდა დასრულდეს”, – აცხადებს ბენიამინ ნეთანიაჰუ.

“ჩემს მეუღლეს საზოგადოების დახმარება სჭირდება, თქვენი 1 ლარიც მნიშვნელოვანია”, – 35 წლის ირაკლი ვათაძის მეუღლე საზოგადოებას მიმართავს

35 წლის ირაკლი ვათაძეს, რომელსაც ცოტა ხნის წინ თავის ტვინის გლიომა დაუდგინდა, საზოგადოების თანადგომა სჭირდება. დახმარების თხოვნით, მოქალაქეებს მისი მეუღლე, ხათუნა აფაქიძე მიმართავს. “ჩემს მეუღლეს, ირაკლი ვათაძეს, საზოგადოების დახმარება სჭირდება. რამდენიმე დღის წინ დაუდგინდა თავის ტვინის გლიომა. ახლა ვიმყოფებით თურქეთში. მისი მკურნალობა დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული. დამეხმარეთ, გთხოვთ. ყველას, ვისაც შეგხვდებათ ჩემი პოსტი, გადააზიარეთ მაინც. ჩემთვის […]

სომხეთი ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ოფიციალურად შეუერთდა

სომხეთი ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ოფიციალურად შეუერთდა. „სომხეთში, 1-ელ თებერვალს ძალაში შევიდა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტი. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში გაწევრიანება სომხეთს შესაძლებლობას აძლევს, მის მიწაზე სამხედრო დანაშაულები და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებები აღკვეთოს“, – განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრის წარმომადგენელმა საერთაშორისო სამართლებრივ საკითხებში, იეგიშე კიროკოსიანმა. მისი თქმით, ეს, პირველ რიგში, აზერბაიჯანს ეხება. დასავლური […]

გერმანიის აეროპორტების უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები გაიფიცნენ

გერმანიის ზოგიერთი აეროპორტის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები გაიფიცნენ. Ruters-ის ინფორმაციით, აეროპორტის თანამშრომლების 24-საათიანი აქცია გერმანიის პროფკავშირების გაერთიანება Verdi-ის ორგანიზებით გაიმართა და დასაქმებულთა სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. საერთო ჯამში, ქვეყნის მასშტაბით, 1 100 ავიარეისი გადაიდო ან გაუქმდა, რამაც გადაადგილების პრობლემა 200 000-ზე მეტ მგზავრს შეუქმნა. ბოლო დღეების განმავლობაში სამუშაო პირობების გაუმჯობესებისა და მეტი ხელშეწყობის მიზნით აქციებს […]

რა ეღირება დოლარი და ევრო პირველ თებერვალს

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6818 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6818 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6827 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0009 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9044 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9080 ლარს შეადგენდა. […]

ე.წ. აეროპორტის დასახლებაში კაცი მოკლეს

თბილისში, ე.წ. აეროპორტის დასახლებაში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ასაკოვანი კაცი მოკლეს. გავრცელებული ინფორმაციით, დანაშაულში ბრალდებული, სავარაუდოდ, მოკლულის მეზობელია. ფორმულას ცნობით, დაკავებულია შუახნის კაცი. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. შემთხვევა გუშინ, გვიან საღამოს მოხდა.

ჟოზე მოურინიოს ყოფილ გუნდში დაბრუნება სურს

ცნობილ პორტუგალიელ სპეციალისტს, ჟოზე მოურინიოს, “მანჩესტერ იუნაიტედში” დაბრუნება სურს. ამის შესახებ ინფორმაციას Daily Mail-ი ავრცელებს. წყაროს ცნობით, მას შემდეგ, რაც მოურინიო “რომამ” გაათავისუფლა, “განსაკუთრებულს” ერთი მთავარი მიზანი აქვს და ეს “წითელ ეშმაკებში” დაბრუნებაა. ჯერჯერობით უცნობია, სურთ თუ არა “მანკუნიანელების” ხელმძღვანელებს პორტუგალიელის გუნდში მიწვევა. შეგახსენებთ, მოურინიო “იუნაიტედს” 2016/2018 წლებში წვრთნიდა. ამ პერიოდის განმავლობაში ჟოზემ “წითელ ეშმაკებს” […]

ბრიუსელში დღეს უკრაინის დაფინანსების საკითხს განიხილავენ – Reuters

ევროკავშირის ლიდერები დღეს სპეციალურ სამიტზე შეიკრიბებიან და უკრაინის დაფინანსებისთვის 50 მლრდ ევროს გამოყოფის საკითხს განიხილავენ. ამის შესახებ Reuters-ი წერს. გამოცემის ინფორმაციით, ევროკავშირის ლიდერები შეეცდებიან, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი დაარწმუნონ, რომ უკრაინას სტაბილური დაფინანსების შეთავაზების გეგმას შეუერთდეს, მაგრამ ისინი ასევე მზად არიან მიაწოდონ ფული კიევს უნგრეთის გარეშეც. გეგმა ითვალისწინებს უკრაინის 2024-2027 წლების საჭიროებების დაფარვის ხელშეწყობას […]

ტერაბანკი 2023 წლის მცირე და საშუალო ბიზნესსექტორის მზარდ შედეგებს აქვეყნებს

ტერაბანკმა სტრატეგიული მიმართულების — მცირე და საშუალო ბიზნესსექტორის 2023 წლის ფინანსური შედეგები შეაჯამა. აღსანიშნავია, რომ ბანკმა, გასული წლების მსგავსად, მცირე და საშუალო ბიზნესკლიენტების სეგმენტზე პოზიტიური დინამიკა აჩვენა: საკრედიტო პორტფელი, 2022 წელთან შედარებით, 25%-ით გაზარდა, სადეპოზიტო პორტფელი კი — 8%-ით. რაც შეეხება ბიზნესკლიენტების რაოდენობას, მათმა რიცხვმა 22%-ით მოიმატა. 2023 წლის განმავლობაში ტერაბანკმა ათასობით სხვადასხვა მიმართულების ბიზნესი […]