ირაკლი კობახიძე – მთავრობის ყველა წევრს გუნდში დარჩენა შევთავაზე, ერთადერთი ჯუანშერ ბურჭულაძეს სურს სხვა სფეროში გადანაცვლება და თავდაცვის მინისტრად ირაკლი ჩიქოვანი იქნება წარდგენილი – სხვა არც ერთი მინისტრი არ იცვლება

ირაკლი კობახიძე ადასტურებს, რომ თავდაცვის მინისტრის პოზიციაზე დეპუტატ ირაკლი ჩიქოვანის კანდიდატურა იქნება წარდგენილი. როგორც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მთავრობის ყველა წევრს დარჩენა შესთავაზა, თუმცა თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძეს სურს სხვა სფეროში გადანაცვლება. „მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ მთავრობის ყველა წევრს შევთავაზე დარჩენა. ერთადერთი, თავდაცვის მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის პოზიცია იყო, რომ მას სურდა პოლიტიკიდან […]

„ქართულმა ოცნებამ“ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძის კანდიდატურა ოფიციალურად წარადგინა

„ქართულმა ოცნებამ“ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძის კანდიდატურა ოფიციალურად წარადგინა. ცოტა ხნის წინ გამართულ ყრილობაზე დელეგატებმა კობახიძის კანდიდატურას მხარდაჭერა ერთხმად გამოუცხადა. „მინდა სიმბოლურად გთხოვოთ ყველას, რომ გამოვუცხადოთ მხარდაჭერა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, ირაკლი კობახიძეს. ყრილობისგან აქვს სრული ლეგიტიმაცია და მანდატი მინიჭებული ირაკლი კობახიძეს“, – განაცხადა პარტიის თავმჯდომარედ არჩევის შემდეგ, ყრილობაზე ირაკლი ღარიბაშვილმა. ცნობისთვის, „ქართლი ოცნების“ ყრილობა სასტუმრო „პარაგრაფ […]

ირაკლი კობახიძე – პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავება განსაკუთრებული პასუხისმგებლობაა – ქვეყნის შემდგომი წინსვლა ახლაც ჩვენს ერთიან ძალისხმევას მოითხოვს, ამ თვალსაზრისით, გუნდის თითოეული წევრის დიდი იმედი მაქვს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავება განსაკუთრებული პასუხისმგებლობაა. ქვეყნის შემდგომი წინსვლა ახლაც ჩვენს ერთიან ძალისხმევას მოითხოვს. ამ თვალსაზრისით, გუნდის თითოეული წევრის ძალიან დიდი იმედი მაქვს,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ, „ქართული ოცნების“ VIII ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მან „ქართული ოცნების“ წევრებს და პარტიის საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს მისი კანდიდატურის დასახელებისთვის და ნდობისთვის მადლობა გადაუხადა. „პირველ რიგში, […]

ირაკლი ღარიბაშვილი – 2008 წელს ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ რომ ყოფილიყო ხელისუფლებაში, აგვისტოს ომი არ მოხდებოდა – ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ რჩება მშვიდობის და დემოკრატიული განვითარების უმთავრეს გარანტად

2008 წელს რომ ყოფილიყო ხელისუფლებაში ბიძინა ივანიშვილი და “ქართული ოცნება” აგვისტოს ომი არ მოხდებოდა – ბიძინა ივანიშვილი და “ქართული ოცნება” რჩება მშვიდობის და დემოკრატიული განვითარების უმთავრეს გარანტად, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ახალარჩეულმა თავმჯდომარემ ირაკლი ღარიბაშვილმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან, ქვეყანას პირველად აქვს უწყვეტი, ხანგრძლივი მშვიდობიანი პერიოდი. „რა თქმა უნდა, მიღწევებისთვის […]

ირაკლი ღარიბაშვილი – 2012 წელს დიქტატორული, მჩაგვრელი რეჟიმიდან ქვეყანამ საოცარი ტრანსფორმაცია განიცადა და დემოკრატიზაციის 10-წლიანი პროგრესით საქართველო მსოფლიოს 180 ქვეყანაში საუკეთესო ათეულშია

2012 წელს დიქტატორული, მჩაგვრელი რეჟიმიდან ქვეყანამ საოცარი ტრანსფორმაცია განიცადა და დემოკრატიზაციის 10-წლიანი პროგრესით საქართველო მსოფლიოს, თითქმის, 180 ქვეყანაში საუკეთესო ათეულშია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ახალარჩეული თავმჯდომარემ ირაკლი ღარიბაშვილმა, მმართველი პარტიის ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, საქართველო არაერთი მაჩვენებლით უსწრებს ევროკავშირისა და ნატო-ს წევრ ქვეყნებს. „2012 წელს, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა, მშპ იყო დაახლოებით, 27 […]

ხატია დეკანოიძე – ამ ქვეყანაში არაფერი იცვლება, სანამ ერთპიროვნული მმართველობა გვაქვს – ივანიშვილი თავის პიროვნული ინტერესების ჭრილში უყურებს ყველაფერს, მათ შორის, სამთავრობო ცვლილებებს

არაფერი ამ ქვეყანაში არ იცვლება, სანამ ერთპიროვნული მმართველობა გვაქვს – ივანიშვილი თავის პიროვნული ინტერესების ჭრილში უყურებს ყველაფერს, მათ შორის, სამთავრობო ცვლილებებს, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა. მისივე თქმით, არაფერი შეიცვლება მანამ, სანამ ხელისუფლების ცვლილება არ მოხდება არჩევნებით. „არაფერი შეიცვლება. პოლიტიკის განმსაზღვრელი, როგორც საგარეო მიმართულებით, ისე ეკონომიკაში, გეოპოლიტიკური თუ ეროვნული უსაფრთხოების მიმართულებით, […]

„ქართული ოცნების“ ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარედ ირაკლი ღარიბაშვილი აირჩიეს

„ქართული ოცნების“ ყრილობამ პარტიის თავმჯდომარედ ირაკლი ღარიბაშვილი აირჩია. ღარიბაშვილი პარტიის თავმჯდომარედ „ქართული ოცნების“ წევრებმა ერთხმად დაამტკიცეს. „ერთხმად დამტკიცებულია თავმჯდომარის პოსტზე ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურა. ვულოცავ ბატონ ირაკლის და მადლობას გადავუხდი 3-წლიანი მოღვაწეობისთვის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე, რომელმაც ჩვენს ქვეყანას უდიდესი წარმატებები მოუტანა“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ ყოფილმა თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ყრილობაზე. ქართლი ოცნების ყრილობა სასტუმრო „პარაგრაფ თბილისში“ […]

ირაკლი ღარიბაშვილი – მინდა მადლობა გადაგიხადოთ ამ უდიდესი ნდობისთვის – ჩემთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ არჩევა

ჩვენი ოჯახის თითოეულ წევრს მინდა მადლობა გადაგიხადოთ ამ უდიდესი ნდობისთვის, – ასე მიესალმა „ქართული ოცნების“ ახალარჩეული თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი, მმართველი პარტიის ყრილობაზე „ქართული ოცნების“ წევრებს. როგორც მან აღნიშნა, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ არჩევა მისთვის დიდი პატივია. „ჩვენი ოჯახის თითოეულ წევრს მინდა მადლობა გადაგიხადოთ ამ უდიდესი ნდობისთვის. ჩემთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ […]

ხატია დეკანოიძე – ვესაუბრები გვარამიასაც, მელიასაც, საბოლოო კონფიგურაცია ალბათ, თებერვლის ბოლოს გაირკვევა – ყოველთვის ვიყავი სინერგიის და ერთობის მომხრე

ვესაუბრები გვარამიასაც, მელიასაც, საბოლოო კონფიგურაცია ალბათ, გაირკვევა თებერვლის ბოლოს – ყოველთვის ვიყავი სინერგიის და ერთობის მომხრე, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან „ევროოპტომისტების“ დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა. მისივე თქმით, მას, ისევე როგორც ნიკა მელიას და ნიკა გვარამიას კონსულტაციები აქვთ სხვა ადამიანებთან და აქ არ გულისხმობს მხოლოდ ცნობილ სახეებს. „ჩემი მოსაზრებების გაზიარების შესაძლებლობა მაქვს როგორც ნიკა მელიასთან, ისე […]

“ქართულმა ოცნებამ” პრემიერმინისტრობის კანდიდატად ირაკლი კობახიძე ოფიციალურად წარადგინა

მმართველმა პარტიამ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი კობახიძე ოფიციალურად წარადგინა. პარტიის დელეგატებმა, “ქართული ოცნების” მერვე ყრილობაზე, საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრის პოსტზე, კობახიძეს მხარდაჭერა ერთხმად გამოუცხადეს. “პირველ რიგში, მინდა პრემიერ-მინისტრის პოსტზე ჩემი კანდიდატურის დასახელებისა და გამოცხადებული ნდობისთვის, მადლობა გადავუხადო პარტიის დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს. ბატონი ბიძინა ივანიშვილი თითოეული ჩვენგანისთვის არის იმის მაგალითი, თუ როგორ უნდა ემსახურო […]