რუსეთი მოქალაქეობის სანაცვლოდ სირიელებს უკრაინაში საომრად ქირაობს -„ნოვაია გაზეტა“

რუსეთის ხელისუფლება სირიის მოქალაქეების რეკრუტირებას ახდენს და იაკუტიაში ოქროს მაღაროებში მუშაობას ჰპირდება. სინამდვილეში, იქ მათ სთავაზობენ ხელი მოაწერონ კონტრაქტს თავდაცვის სამინისტროსთან რუსეთის მოქალაქეობის სანაცვლოდ, რის შემდეგაც, როგორც „ნოვაია გაზეტამ“ გაარკვია, ისინი უკრაინაში საომრად იგზავნებიან. გაზეთის ინფორმაციით, სირიელების რეკრუტირება სირიიდან შუამავლების მიერ ხორციელდება. ერთ-ერთი მათგანი ლიბიაში ოპერაციების ჩატარების მიზნით ადრე მსურველების რეკრუტირებას კერძო სამხედრო კომაპნია „ვაგნერისთვის“ […]

ორი ფრანგი მოხალისე დაიღუპა ხერსონის ოლქის ქალაქ ბერისლავის დაბომბვის შედეგად

ორი ფრანგი მოხალისე დაიღუპა რუსეთის ჯარების მიერ ხერსონის რეგიონის ქალაქ ბერისლავის დაბომბვის შედეგად. ამის შესახებ ცნობა ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ლექსანდრე პროკუდინზე დაყრდნობით გავრცელდა. ოფიციალური პირის ინფორმაციით, მსუბუქად დაშავდა კიდევ სამი უცხოელი მოხალისე, მათ შორის ქალი. ყველა დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს. აფეთქების ტალღამ და ნამსხვრევებმა დააზიანა მოხალისეების მანქანები. რუსეთის ჯარები ყოველდღიურად ბომბავენ ბერისლავს თვითმფრინავით, არტილერიით […]

შალვა თადუმაძე – ერთადერთი, რაზეც სტრასბურგმა განმარტება გააკეთა არის ის, რომ უგულავას საქმე პოლიტიკურად სენსიტიური იყო და გასაჩივრების დროს თადუმაძე იყო გენერალური პროკურორი – უმჯობესი იყო მას, როგორც მოსამართლეს, არ მიეღო მონაწილეობა

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, შალვა თადუმაძე ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, გიგი უგულავას საქმეზე, სტრასბურგის სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თადუმაძემ განუცხადა, ერთადერთი საკითხი, რაზეც სტრასბურგის სასამართლომ განმარტა არის ის, რომ საქმე პოლიტიკურად სენსიტიური იყო და საქმის გასაჩივრების დროს მოსამართლე თადუმაძე იყო ქვეყნის გენერალური პროკურორი. „გიგი უგულავას, რამდენადაც ვიცი, საკმაოდ ვრცელი საჩივარი ჰქონდა წარდგენილი […]

ღაზაში ომის პროტესტის ნიშნად, თურქეთში ორმა შეიარაღებულმა პირმა მძევლები აიყვანა

ღაზაში მიმდინარე ომის პროტესტის ნიშნად თურქეთში ორმა შეიარაღებულმა პირმა მძევლები აიყვანა. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული გამოცემა DHA ავრცელებს. მათი ცნობით, ორმა შეიარაღებულმა პირმა თურქეთში მდებარე Proctor and Gamble-ის (P&G) ქარხანაში შვიდი მუშა მძევლად აიყვანა. პოლიციამ ქარხანასთან მიმდებარე ქუჩები გადაკეტა და შეიარაღებულ პირებთან მოლაპარაკებების წარმოებას ცდილობს. აშშ-ში მდებარე P&G-ის სათავო ოფისში მძევლების აყვანის შესახებ ინფორმაცია დაადასტურეს. […]

2 თებერვალს თბილისის რამდენიმე ქუჩის აბონენტებს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდებათ

თბილისის რაიონების აბონენტებს, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 2 თებერვალს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდებათ. სამგორის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 II, III, IV მიკრორაიონების (ნაწილობრივ), კუპრაძის, ნაზი შამანაურის, სესილია თაყაიშვილის, დავით ჯავრიშვილის და ალექსანდრე წულუკიძის ქუჩების მოსახლეობას. ნაძალადევის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭყონდიდელის და ზესტაფონის […]

რა ღირს 1 აშშ დოლარი და ევრო – ეროვნული ვალუტის ახალი გაცვლითი კურსი

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6771 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6818 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0047 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8902 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9044 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0142 ლარი შეადგინა.

მდინარაძე: „ჩემთვის დიდი პატივია ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაკავება“

მამუკა მდინარაძე, რომელიც ირაკლი კობახიძის პრემიერობის კანდიდატად დასახელების შემდეგ, მის ნაცვლად საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გახდება, აცხადებს, რომ მისთვის დიდი პატივია კობახიძის თანამდებობის დაკავება. „ტვ იმედის“ ეთერში მდინარაძემ აგრეთვე თქვა, რომ შესთავაზეს მისი ახალი და ძველი თანამდებობის – უმრავლესობის ლიდერისა და ფრაქციის თავმჯდომარის – შეთავსება. „დიდი პატივია ჩემთვის ირაკლის თანამდებობის, ასე ვთქვათ, სტატუსის, დაკავება… შეიძლება, პირდაპრ […]

ISFED-ში და IDFI-ში აცხადებენ, რომ „ქართულ ოცნებას“ არ აქვს მზაობა ევროკავშირის რეკომენდაციების საკითხზე სამუშაო პროცესი ინკლუზიურად წარიმართოს, რაც „სერიოზული პრობლემაა“

ISFED-ში და IDFI-ში აცხადებენ, რომ „ქართულ ოცნებას“ არ აქვს მზაობა ევროკავშირის რეკომენდაციების საკითხზე სამუშაო პროცესი ინკლუზიურად წარიმართოს, რაც დიდი პრობლემაა. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ (ISFED) დირექტორის მოადგილემ ლევან ნატროშვილმა და “ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის” (IDFI) თანადამფუძნებელმა, გიორგი კლდიაშვილმა პარლამენტში ევროკომისიის რეკომენდაციების საკითხზე სამუშაო პროცესის მათი მონაწილეობის გარეშე წარმართვასთან დაკავშირებით „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ […]

ზალუჟნიმ დაასახელა უკრაინის არმიის 3 მთავარი ამოცანა 2024 წლისთვის

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ვალერი ზალუჟნიმ დაასახელა უკრაინელთა სამი მთავარი ამოცანა 2024 წლისთვის. „სი-ენ-ენისთვის“ დაწერილ სტატიაში ზალუჟნი ამბობს, რომ 2024 წელს უკრაინამ ძალისხმევის კონცენტრაცია უნდა მოახდინოს სამ მიმართულებაზე: · შეიარაღებული ძალების მაღალტექნოლოგიური საშუალებებით მომარაგების სისტემის შექმნა; · საბრძოლო მოქმედებების ჩატარებისა და მომზადების ახალი ფილოსოფიის დანერგვა, რომელიც გაითვალისწინებს შეზღუდულ შესაძლებლობებს, ისევე როგორც მათი გამოქვეყნების შეზღუდვას; · […]

გაზრდილი კონკურენციის პირობებში PayPal-ი კადრების შემცირებას იწყებს

სამუშაო ძალის შემცირებიდან 1 წლის შემდეგ PayPal-მა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ კომპანია სამსახურიდან 2 500 ადამიანს (გლობალური სამუშაო ძალის 9%-ს) სამსახურიდან დაითხოვს – ამის შესახებ PayPal-ის აღმასრულებელი დირექტორი ალექს კრისი თავად აცხადებს. ციფრული გადახდების სექტორში ერთ დროს წამყვანი კომპანია ბოლო პერიოდში გაზრდილ წნეხს განიცდის ისეთი კომპანიებისგან, როგორებიცაა Apple, Zelle და Block. თავად ალექს კრისმაც PayPal-ი […]