მამაკაცი, რომელმაც სტამბოლის ერთ-ერთ ქარხანაში 7 მძევალი აიყვანა, დაკავებულია
მამაკაცი, რომელმაც სტამბოლის ერთ-ერთ ქარხანაში 7 მძევალი აიყვანა, დაკავებულია. ის ამავე ქარხნის თანამშრომელი აღმოჩნდა. მძევლები თავისუფლები და უვნებლები არიან. ცნობისთვის, შეიარაღებულმა პირმა გუშინ, დღის მეორე ნახევარში, თანამშრომლებს თავისუფლება უკანონოდ, ღაზაში ისრაელის სამხედრო ოპერაციის პროტესტის ნიშნად აღუკვეთა.
ერევანი სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობისთვის ახალ პარტნიორებს ეძებს – ნიკოლ ფაშინიანი
“ერევანი სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობისთვის ახალ პარტნიორებს ეძებს”, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა. ნიკოლ ფაშინიანის თქმით, ადრე თავდაცვის სფეროში სომხეთის ურთიერთობების 97%-ს რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობა შეადგენდა, მაგრამ ახლა ეს არ შეიძლება მოხდეს როგორც ობიექტური, ასევე სუბიექტური მიზეზების გამო. მისი თქმით, 2022 წელს მთიანი ყარაბაღის სომხეთთან დამაკავშირებელი ლაჩინის დერეფნის ბლოკირებამ აჩვენა, რომ ამ კონცეფციით წინსვლა შეუძლებელია. პრემიერის […]
ნორვეგიას შტორმმა “ინგუნმა” გადაუარა
ნორვეგიას შტორმმა “ინგუნმა” გადაუარა. სტიქიამ ქვეყნის დიდი ნაწილი დააზარალა, დაზიანებულია ინფრასტრუქტურა, ჩაკეტილია გზები და რიგ რეგიონებში შეზღუდულია გადაადგილება. ნორვეგიის პოლიციამ სანაპირო ქალაქებში მოსახლეობას სახლებში დარჩენისკენ მოუწოდა. ადგილობრივი მეტეოროლოგიური ინსტიტუტის ინფორმაციით ძლიერი ქარი და ნალექი ქვეყნის მასშტაბით დღესაც არის მოსალოდნელი.
რუსეთმა უკრაინაზე მიიტანა მორიგი მასირებული შეტევა

უკრაინაზე დრონებით მორიგი შეტევის შედეგად ელექტროენერგიის გარეშე დარჩა ქალაქი კრივოი-როგი. ენერგომომარაგების შეწყვეტის გამო შახტიდან ამოსვლის პრობლემა შეექმნა ათეულობით მაღაროელს. უკრაინის ხელისუფლების ცნობით, გასული ღამის განმავლობაში, რუსეთის საოკუპაციო ძალები უპილოტო საფრენი აპარატებით უტევდნენ უკრაინის სამხრეთ და ცენტრალურ ოლქებს. სახელმწიფო კომპანია „უკრენერგოს“ ინფორმაციით, ქვესადგურის დაზიანების გამო ელექტროენერგიის გარეშე დარჩა დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქი კრივოი-როგი. ადგილზე კომპანიის სპეციალისტები მუშაობენ. […]
როდემდე შენარჩუნდება საქართველოში მზიანი ამინდები

საქართველოში გამოიდარებს – ინფორმაციას ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. „2-3 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელი ამინდი. 2 თებერვალს საქართველოში შენარჩუნებული იქნება უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო. 3 თებერვალს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. ქ. თბილისში უნალექო ამინდი იქნება. 3 თებერვალს იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +6, +8 გრადუსი დაფიქსირდება. […]
ბაიდენმა პალესტინელებზე თავდასხმაში ბრალდებულ ისრაელის ოთხ მოქალაქეს სანქციები დაუწესა

ჯოზეფ ბაიდენმა პალესტინელებზე თავდასხმაში ბრალდებულ ისრაელის ოთხ მოქალაქეს სანქციები დაუწესა. მის მიერ ხელმოწერილ ბრძანებაში ნათქვამია, რომ დასავლეთ სანაპიროზე ძალადობამ აუტანელ დონეს მიაღწია. „დასავლეთ სანაპიროზე არსებულმა ვითარებამ, განსაკუთრებით, ძალადობის მაღალმა დონემ, ხალხის იძულებითმა გადაადგილებამ და ქონების განადგურებამ მიაღწია აუტანელ დონეს და წარმოადგენს სერიოზულ საფრთხეს მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის“, – აღნიშნულია განცხადებაში.
რა ეღირება დღეს დოლარი, ევრო, რუბლი, გრივნა, ლირა და სხვა ვალუტები?

დღეს, 2 თებერვალს საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორების ვალუტების კურსები ასეთი იქნება.
აშშ-ის სენატის უმრავლესობის ლიდერის განცხადებით, უკრაინის დახმარების საკითხზე კენჭისყრა მომავალ კვირაში გაიმართება

აშშ-ის სენატი მიგრაციის და უკრაინის დახმარების საკითხებზე შეთანხმების მიღწევას უახლოვდება და მის გამოქვეყნებას პარასკევს გეგმავს, – Bloomberg-ის ინფორმაციით, ამის შესახებ სენატის უმრავლესობის ლიდერმა, ჩაკ შუმერმა განაცხადა. მისივე თქმით, შეთანხმება საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახდება არა უგვიანეს კვირას და რომ სენატი პირველ პროცედურულ კენჭისყრას არაუგვიანეს 7 თებერვალს გამართავს. „ზოგიერთ საკითხს ჯერ კიდევ სჭირდება გადაწყვეტა, მაგრამ ძალიან ვუახლოვდებით“, – […]
„გასულ წელს, თაფლის წარმადობის 40%-ით შემცირება მოგვიწია“-„ჰანივეი“

ბათუმში მდებარე თაფლის საწარმო „ჰანივეის“ დამფუძნებელმა, თამაზ კახიძემ BM.GE-სთან განაცხადა, რომ გასულ წელს, წარმოების 40%-ით შემცირება მოუწიათ. საწარმო ბათუმში 2010 წლიდან ოპერირებს და ოთხი სახის თაფლს, კერძოდ აკაციას, ყვავილის, მაისისა და წაბლის თაფლს აწარმოებს. მისი ინფორმაციით, გასულ წელს თაფლის წარმოების შემცირების მიზეზი იმ ტურისტული ნაკადების ნაკლებობა გახდა, რომლებიც თაფლის მომხმარებლები იყვნენ. „ქართულ თაფლზე ადგილობრივ ბაზარზე […]
დღეს თბილისის უბნების ნაწილში ელექტრომომარაგება შეიზღუდება

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 2 თებერვალს თბილისის უბნების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თბილისი“ ავრცელებს. სამგორის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 II, III, IV მიკრორაიონების (ნაწილობრივ), კუპრაძის, ნაზი შამანაურის, სესილია თაყაიშვილის, დავით ჯავრიშვილის და ალექსანდრე წულუკიძის ქუჩების მოსახლეობას. ნაძალადევის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან […]