საყოველთაო აღწერის ფარგლებში, მოსახლეობის რაოდენობის გარდა, შინამეურნეობის, მათ შორის ვაზის ჯიშების, მიწის ნაკვეთების ტიპების, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისა და ფრინველის სულადობის აღრიცხვაც მოხდება

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე განმარტავს, ვინ და რა აღიწერება 2024 წელს დაგეგმილი საყოველთაო აღწერის ფარგლებში. როგორც „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში გოგიტა თოდრაძემ განაცხადა, აღწერას დაექვემდებარება საქართველოს ტერიტორიაზე მუდმივად [12 და მეტი თვის განმავლობაში] მცხოვრები ყველა პირი, ამასთან, გამოიყოფა დროებითი მცხოვრები და დროებით არმყოფი მოქალაქეების კატეგორიებიც. „ზოგადად, აღწერას საქართველოს ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრები ყველა […]
კენიაში გაზის აფეთქების შედეგად გაჩენილ ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა, დაშავებულია 200-ზე მეტი ადამიანი

კენიის დედაქალაქ ნაირობიში გაზის აფეთქებას მინიმუმ 2 ადამიანი ემსხვერპლა, – ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, დაშავებულია 222 ადამიანი, მათ შორის 25 ბავშვი. გავრცელებული ინფორმაციით, თავდაპირველად სატვირთო მანქანა აფეთქდა, რომელსაც ბუნებრივი აირი გადაჰქონდა. აფეთქებამ ხანძარი გამოიწვია და ტექსტილისა და ტანსაცმლის საწყობი, რამდენიმე ავტომობილი და კომერციული და საცხოვრებელი ფართები დააზიანა. მთავრობის პრესსპიკერის, ისააკ მუაურას განცხადებით, შეიქმნა სამეთაურო […]
რონალდო და მესი შოკში ჩავარდნენ – “ალ ნასრის” მცველის სუპერგოლი მაიამის “ინტერთან” [VIDEO]

ამხანაგურ მატჩში “ალ ნასრმა” მაიამის “ინტერს” უმასპინძლა და 6:0 დაამარცხა. აღნიშნული შეხვედრა ტრავმის გამო კრიშტიანო რონალდომ გამოტოვა, ლიონელ მესი კი მოედანზე 83-ე წუთზე შევიდა. მატჩის მე-12 წუთზე აიმერიკ ლაპორტემ მეტოქეს საკუთარი ნახევრიდან ულამაზესი გოლი გაუტანა.
დღეს წმიდა ექვთიმე აღმსარებელის (კერესელიძე) ხსენების დღეა

„დიდება შენდა, უფალო იესო ქრისტე, ძალო ცხოვრებისა ჩემისაო, რამეთუ რომელი არა ვიცოდი, მადლითა შენითა ვისწავლე, და რომელი არა შემეძლო, შემძლებელ მყავ დაწერად წიგნისა ამისა მხიარულებით… და აწ მშრომელი წარვალს, ხოლო ნაშრომსა ამას შეგვედრებ შენ, რათა ჰგიებდეს ერთა შორის ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.“ იღუმენ ექვთიმე კერესელიძის მინაწერი სანოტო ხელნაწერზე იღუმენი ექვთიმე (ესტატე […]
როგორ ემზადება „საქსტატი“ მოსახლეობის საყოველთაო აღწერისთვის და კონკრეტულად, რა კითხვებზე მოუწევთ მოქალაქეებს პასუხების გაცემა – ინტერვიუ გოგიტა თოდრაძესთან

წელს, მოსახლეობის საყოველთაო აღწერა ელექტრონული კითხვარის მეშვეობით, თვით რეგისტრაციის მეთოდით ჩატარდება, აღნიშნულ პროცესში მონაწილეობისთვის კი მოქალაქეები, სავარაუდოდ, წახალისდებიან. უფრო კონკრეტულად, ყველა ადამიანს შესაძლებლობა ექნება კონკრეტულ ვადაში თავად, ელექტრონულად შეავსოს კითხვარი, სანაცვლოდ კი, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური გეგმავს, მათთვის წამახალისებელი ღონისძიება დანერგოს. „საქსტატმა“ 2024 წლის ბოლოს დაგეგმილი საყოველთაო აღწერისთვის ძირითადი მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაასრულა. რა ეტაპზეა […]
საქართველოში 2023 წელს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად, 442 ადამიანი დაიღუპა, 7 310 კი – დაშავდა

საქართველოში, 2023 წელს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად, 442 ადამიანი დაიღუპა, 7 310 კი – დაშავდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გასულ წელს, სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად, ქვეყანაში 5 594 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა მოხდა, მათგან ყველაზე მეტი ფაქტი დედაქალაქში დაფიქსირდა. ავტოკატასტროფის შემთხვევების სავარაუდო მიზეზებად კი სიჩქარის გადაჭარბება, სატრანსპორტო საშუალების ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მართვა, შემხვედრი მოძრაობის ზოლში გადასვლა, ან […]
„საქსტატი“ მოსახლეობის საყოველთაო აღწერაში მონაწილეობის მიზნით, მოქალაქეების წახალისებას გეგმავს

„საქსტატი“ საყოველთაო აღწერას წელს პირველად, ელექტრონული კითხვარის გამოყენებით ჩაატარებს – აღწერაში მონაწილეობისთვის მოსახლეობის წახალისება იგეგმება. აღნიშნულ სიახლეებზე საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა, გოგიტა თოდრაძემ „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა. როგორც თოდრაძე აცხადებს, „საქსტატი“ ელექტრონულ კითხვარს მოამზადებს, რომლის შევსებაც მოსახლეობას თვით რეგისტრაციის მეთოდით შეეძლება. „2024 წლის საყოველთაო აღწერა წინა აღწერისგან იმით განსხვავდება, რომ მონაცემების შეგროვებას აბსოლუტურად […]
2023 წელს, საქართველოში, 56 ბავშვი გაშვილდა, მათ შორის, 4 შეზღუდული შესაძლებლობების მქონეა

2023 წელს, საქართველოში, 56 ბავშვი გაშვილდა, მათ შორის, 4 შეზღუდული შესაძლებლობების მქონეა. სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ინფორმაციით, გასული 2023 წლის მონაცემების მიხედვით, გასაშვილებელი სტატუსის მქონე 146 ბავშვია, მათ შორის, განსხვავებული საჭიროებების მქონე 113-ია. ამასთან, მშვილებელ პირთა რაოდენობა 1 975-ს შეადგენს. რაც შეეხება 2022 წელს, სააგენტოს ინფორმაციით, ქვეყანაში გასაშვილებელი სტატუსის მქონე 154 […]
ბელგიის ხელისუფლება, ღაზაში განვითარების სააგენტოს ოფისების დაბომბვის გამო, ისრაელის ელჩს იბარებს

ბელგიის ხელისუფლების ინფორმაციით, დაბომბვის შედეგად, ღაზის სექტორში ბელგიის განვითარების სააგენტოს, „ენაბელის“ ოფისები განადგურდა. ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაჯა ლაჰბიბმა სოციალურ ქსელში განადგურებული შენობის ფოტოები გაავრცელა და დაწერა : „სამოქალაქო შენობებზე თავდასხმა მიუღებელია“. მისი თქმით, ბელგიის განვითარების თანამშრომლობის მინისტრი, კაროლინ გენესი ისრაელის ელჩს უწყებაში დაიბარებს. ისრაელს ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებაზე კომენტარი, ჯერჯერობით, არ გაუკეთებია. „ენაბელის“ […]
მამუკა მდინარაძე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით უგულავას განცხადებაზე – ამაყად რომ გამოდის, მოვიგეო, პირველი ნაწილი იმიტომ წააგო, რომ ძალიან ცუდი და ბოროტი განზრახვა ჰქონდა, უნდოდა, სასამართლოსთან ბრძოლის ნაწილად ექცია თავისი ე.წ ქეისი

ახლა [გიგი უგულავა] ამაყად რომ გამოდის მოვიგეო, პირველი ნაწილი იმიტომ წააგო, რომ ძალიან ცუდი და ბოროტი განზრახვა ჰქონდა. უნდოდა, თავისი ე.წ ქეისის საქმე სასამართლოსთან ბრძოლის ნაწილად ექცია ეს, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რითაც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, გიგი უგულავას განცხადებას გამოეხმაურა. მისივე თქმით, გიგი უგულავას სასამართლოს […]