თურქეთში ორმა შეიარაღებულმა პირმა ამერიკულ საწარმოში 7 მძევალი აიყვანა

თურქეთში ორმა შეიარაღებულმა პირმა ამერიკული კომპანიის Procter & Gamble-ის შვიდი თანამშრომელი მძევლად აიყვანა. შემთხვევა თურქეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, კოჩაელის პროვინციაში მოხდა. თურქული მედიის ცნობით, შეიარაღებული პირების ეს ქმედება ისრაელი-ჰამასის ომთანაა დაკავშირებული. თურქულ მედიაში გავრცელდა ფოტო, სადაც ჩანს ერთ-ერთი სავარაუდო ბრალდებული საწარმოს ტერიტორიაზე. ფოტოზე კაცს ხელში ცეცხლსასროლი იარაღი უჭირავს და ასაფეთქებლებისგან გაკეთებული პრიმიტიული ქამარი უკეთია. საინფორმაციო სააგენტო […]

უკრაინა: ოკუპანტების მიერ გაშვებული 24 დრონიდან 11 ჩამოვაგდეთ

2 თებერვლის ღამეს რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინაზე უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში მიიტანა. უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალების ცნობით გაშვებული 24 შაჰედის ტიპის დრონიდან განადგურებულია 11. დრონების ჩამოგდება დნეპროპეტროვსკის, ხერსონის, კიროვოგრადისა და ხარკოვის ოლქებში მოხდა. გადარჩენილი დრონებიდან 7-მა მიზანს ვერ მიაღწია და საჰაერო სივრცეში გაუჩინარდა. ერთ-ერთი შაჰედი კიროვოგრადში ინფრასტრუქტურულ ობიექტს დაესხა თავს. ამჟამინდელი მონაცემებით დაშავებულები და დაღუპულები […]

ფაშინიანი: ადრე თავდაცვაში ურთიერთობის 95-97% რუსეთთან გვქონდა, ახლა ეს შეუძლებელია

სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა Armenpress-ისთვის მიცემულ ინტერვიუში სომხეთის თავდაცვის მიმართულებით განვითარების საკითხზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ სფეროში ერევანს ვეღარ ექნება რუსეთის ფედერაციასთან ისეთი ურთიერთობა, როგორიც წარსულში ჰქონდათ. ჟურნალისტების შეკითხვა ეხებოდა, თუ რატომ არ მიუღიათ ქვეყანაში თავდაცვის ახალი კანონი, რომელიც მზად ჯერ კიდევ 2022 წლის იანვარში უნდა ყოფილიყო. “2022 წლის იანვარში ეს კონცეფცია მზად იყო, […]

„ორბი ჯგუფმა“ ბახმაროს მრავალფუნქციურ კომპლექსში აპარტამენტების გაყიდვა დაიწყო

კომპანია „ორბი ჯგუფი“ ბახმაროში, მრავალფუნქციური სასტუმროს მშენებლობას იწყებს. ახალი პროექტის პრეზენტაცია, თავად ბახმაროს პროექტის ავტორმა, მსოფლიოს ტოპ ხუთეულში შესულმა კომპანია WilkinsonEyre-ის პარტნიორმა და დირექტორმა, მსოფლიოში ცნობილმა არქიტექტორმა სემ ვრაითმა გამართა. მრავალფუნქციური სასტუმრო კომპლექსის აპარტამენტების გაყიდვა უკვე დაიწყო. „ორბი ჯგუფი“ ბახმაროში 350 სასტუმრო ნომერს გაყიდის, რომელიც პრემიუმ კლასის იქნება. ყველა აპარტამენტს ექნება ტერასა, მთისა და ტყის […]

რა იქნება 2024 წელს აზერბაიჯანის ძირითადი ამოცანები – პრეზიდენტ ალიევის ხედვა

8 იანვარს, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ადგილობრივ ტელეარხებთან ინტერვიუში წარმოადგინა თავისი ქვეყნის მთავარი მიზნები, პრიორიტეტები და მომავალი წლის მიმდინარე გამოწვევები. 7 თებერვალს აზერბაიჯანის საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ამ გზავნილების მნიშვნელობა ძლიერდება. აღსანიშნავია, რომ ეს არჩევნები აღნიშნავს ისტორიულ მომენტს აზერბაიჯანის პოსტსაბჭოთა ისტორიაში, რომელიც მოიცავს ქვეყნის მთელ ტერიტორიას ყარაბაღის რეგიონში უკანონო სეპარატისტული რეჟიმის დაშლის შემდეგ. რეჟიმი დაიშალა […]

„ირინეული“ – ბერძნული დესერტებით შთაგონებული ხელნაკეთი შოკოლადები

„საქართველოს ბანკი“ მის მიერ მხარდაჭერილი პროექტის – „მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამაში“ ჩართული ბენეფიციარის – „ირინეულის“ შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. „ფილოლოგ ირინე ხუნძაყიშვილს საკონდიტრო სფეროსთან შეხება 2022 წლამდე არ ჰქონია, სანამ მეგობრის თხოვნით კურსები არ გაიარა. ამ მიმართულებით ბიზნესის დაწყებაზე ამის შემდეგაც კი არ უფიქრია, სანამ საბერძნეთში ნაცნობის საწარმოში არ აღმოჩნდა – ეგზოტიკური გემოებით მოხიბლულმა, თბილისში დაბრუნებისთანავე […]

დასვენებული კვარაცხელია ბრუნდება გუნდთან, რომლის კარის აღებაც უყვარს – ანგისა და ახალწვეულები…

იტალიის ჩემპიონატის 23-ე ტურში “ნაპოლი” ეცდება, სატურნირო მდგომარეობა გამოასწოროს და ოთხეულისთვის ბრძოლა განაგრძოს. მიმდინარე სეზონში კვარაცხელიას გუნდი საკუთარ “მარადონაზე” ბევრ ქულას კარგავს, ამის შეცვლა კი “ვერონასთან” შეუძლიათ – კვირას, 4 თებერვალს, თბილისის დროით 18:00 საათზე. ნეაპოლელებს ვერონელებთან ზედიზედ სამი საშინაო ფრე აქვთ. ამაზე დიდი (4) ფრეების სერია მათ მხოლოდ “იუვენტუსთან” ჰქონიათ – 1982 წლის იანვრიდან […]

ღაზაში ომის პროტესტის ნიშნად თურქეთში მძევლად აყვანილი ადამიანები სამართალდამცავებმა გაათავისუფლეს

თურქეთის ქალაქ სტამბოლის მახლობლად მდებარე Proctor & Gamble-ის ქარხანაში მძევლად აყვანილი შვიდი თანამშრომელი სამართალდამცავებმა გაათავისუფლეს, – ინფორმაციას BBC-ი ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს. ადგილობრივი გუბერნატორის, სედარ იავუზის თქმით, მძევლები არ დაშავებულან. გავრცელებული ინფორმაციით, ეჭვმიტანილი დაკავებულია და საგამოძიებო ღონისძიებები დაწყებულია. შეიარაღებულმა პირმა გებზეში მდებარე ქარხნის თანამშრომლები მძევლად ღაზაში მიმდინარე ომის პროტესტის ნიშნად გუშინ აიყვანა. მედიაში გავრცელებულ ფოტოებზე […]

ეზიდები ზამთრის მარხვის დასრულებას აღნიშნავენ

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საქართველოს ეზიდ თემს ზამთრის ორმოცდღიანი მარხვის დასრულებას ულოცავს. ამის შესახებ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო განცხადებას ავრცელებს. „დღეს საქართველოში მცხოვრები ეზიდები ზამთრის ორმოცდღიანი მარხვის დასრულებას, ჩლე ზევესტანეს ზეიმობენ. მარხვას ეზიდები ლოცვაში ატარებენ, რათა ღმერთი ადამიანებს ზამთრის ყველაზე მკაცრი დღეების გადატანაში დაეხმაროს და ისინი კეთილდღეობითა და მშვიდობით დაჯილდოვდნენ. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს […]

კათოლიკური ეკლესია მირქმას ზეიმობს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაციას, ყველა კათოლიკეს მირქმის დღესასწაულს ულოცავს. ამის შესახებ სააგენტო განცხადებას ავრცელებს. „დღეს, 2 თებერვალს, კათოლიკური სამყარო ერთ-ერთ საუფლო დღესასწაულს, მირქმას – მაცხოვრის მიგებებას აღნიშნავს, დღეს, როცა მაცხოვარი იერუსალიმის ტაძრად მიიყვანეს, სადაც იგი წინასწარმეტყველმა სვიმეონ მართალმა იხილა. მირქმა უძველესი დღესასწაულია და იგი საზეიმოდ აღინიშნება. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო […]