ბაიდენმა დასავლეთ სანაპიროზე ოთხ ისრაელელ ახალმოშენეს სანქციები დაუწესა

აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ისრაელის პრემიერ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან და ქვეყნის საომარ კაბინეტთან გამართულ შეხვედრაზე, თელ-ავივი, ისრაელი, 2023 წლის 18 ოქტომბერი აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხუთშაბათს, 1-ელ თებერვალს გამოსცა განკარგულება, რომლითაც მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირის რეგიონში, ძალადობაში შემჩნეულ ოთხ ისრაელელ ახალმოშენეს, სანქციებს უწესებს. “მე, ჯო ბაიდენს, მიმაჩნია, რომ დასავლეთ სანაპიროზე არსებულმა მდგომარეობამ, კერძოდ, ექსტრემისტი ახალმოშენეების მხრიდან […]

რექტორთა საბჭოზე 3-წლიანი საბაკალავრო პროგრამების შემოღება განიხილეს

23 იანვარს განათლების მინისტრის, გიორგი ამილახვარის ხელმძღვანელობით, კავკასიის უნივერსიტეტში რექტორთა საბჭო გაიმართა, სადაც 3-წლიანი საბაკალავრო პროგრამების შემუშავების საკითხი განიხილეს. საბაკალავრო პროგრამების ერთი წლით შესაძლო შემცირებაზე საქართველოს უნივერსიტეტის ლექტორმა, კოკა თოფურიამ ისაუბრა და განმარტა, რომ შესაძლოა, სპეციფიკიდან გამომდინარე, ზოგიერთ მიმართულებაში დაშვებული იყოს 3-წლიანი ბაკალავრიატი. მისი თქმით, ამ ეტაპზე ეს იქნება ბიზნეს ადმინისტრირება. “ზოგადად, განათლებისადმი მიდგომა იცვლება. […]

კამერონის თქმით, ბრიტანეთმა შესაძლოა პალესტინის სახელმწიფოებრიობა ცნოს

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დევიდ კამერონმა თქვა, რომ შესაძლებელია ისრაელი-ჰამასის ომის დასრულების შემდეგ ბრიტანეთმა პალესტინის სახელმწიფოებრიობა ცნოს. კამერონმა ამის შესახებ ლიბანში ვიზიტისას AP-სთან ისაუბრა. მისი თქმით, არანაირი აღიარება არ მოხდება იქამდე, სანამ ღაზაში ჰამასი იქნება, თუმცა ეს შეიძლება მოხდეს ისრაელისა და პალესტინის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებების შედეგების მიღწევამდე. კამერონმა ასევე თქვა, რომ დიდი ბრიტანეთის მიერ […]

ამერიკელ კანონმდებლებს სურთ, ზეწოლა მოახდინონ უნგრეთზე, რათა ქვეყანამ მხარი დაუჭიროს შვედეთის ნატო-ში გაწევრიანებას – Reuters

ამერიკელ კანონმდებლებს სურთ, ზეწოლა მოახდინონ უნგრეთზე, რათა ქვეყანამ მხარი დაუჭიროს შვედეთის ნატო-ში გაწევრიანებას – ამის სესახებ Reuters წერს. გამომცემლობის ცნობით, ამერიკელმა კანონმდებლებმა განაცხადეს, რომ მათ სურთ, უნგრეთმა დაუყოვნებლივ დაამტკიცოს შვედეთის ნატო-ში გაწევრიანება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ბუდაპეშტი საფრთხეს უქმნის ვაშინგტონთან ურთიერთობას. სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ “ღრმად შეშფოთებულია” უნგრეთის მთავრობის მოქმედებით. უნგრეთი ახლა ნატო-ს ერთადერთი […]

ოთარ იოსელიანი: „ჩემი საფრანგეთში ცხოვრებით ბევრი არაფერი შეცვლილა. ერთი თბილისელი კაცი ვარ…”

1934 წლის 2 თებერვალს დაიბადა დიდი მაესტრო ოთარ იოსელიანი. “საფრანგეთში არავინ მყავს, ვისთანაც ღვინოს დავლევდი. ეს სერიოზული პრობლემაა. საქართველოშიც თითქმის იგივე სიტუაციაა. ორი – სამი კაცის გამოკლებით. კონსერვატორია დავამთავრე და როცა მივხვდი, ჩემგან დიდი მუსიკოსი არ დადგებოდა, მოსკოვში წავედი და უნივერსიტეტში ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე დავიწყე სწავლა. ნიუტონის სახელობის სტიპენდია დამინიშნეს. ეს სამჯერ მეტი იყო ჩვეულებრივზე. ბეჯითი […]

SQUID GAME-ის მეორე სეზონის პირველი ტიზერი გამოვიდა – [VIDEO]

სტრიმინგის სერვისმა Netflix სერიალ Squid Game-ის მეორე სეზონის პირველი ოფიციალური ტიზერი გამოაქვეყნა. პოპულარული სერიალის მეორე სეზონი Netflix-ზე 2024 წელს გამოვა. პრემიერის ზუსტი თარიღი ამ ეტაპზე უცნობია. Squid Game 2021 წლის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და სენსაციური სერიალია, რომელიც მოკლე დროში Netflix-ის ყველაზე ნახვადი შოუ გახდა. სიუჟეტის მიხედვით ადამიანები დიდი ფულის სანაცვლოდ სასიკვდილო თამაშებში იღებენ მონაწილეობას, რომელსაც […]

რას ამბობენ ქმრის მიერ ნაცემი ქალის ოჯახის წევრები – მძიმე დანაშაულის დეტალები გურიიდან

გურიის სოფელ ნატანებში, ახალგაზრდა ქალს ქმარმა იმის გამო სცემა, რომ საძოვარზე გაშვებული პირუტყვი უკან დროულად არ დააბრუნა. მსხვერპლს მუშტი ჯერ მუცელში, შემდეგ კი ზურგში დაარტყა. 25 წლის ქალმა ცემის შესახებ დედას უამბო და დახმარება ითხოვა. ოჯახმა სასწრაფო გამოიძახა და ახალგაზრდა ქალი ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. პაციენტი რამდენიმე საათის განმავლობაში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა. ირმა ქარცივაძის […]

2023 წელს ავტოსაგზაო შემთხვევებს საქართველოში 442 ადამიანი ემსხვერპლა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გასულ წელს, სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად, ქვეყანაში 5 594 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა მოხდა, მათგან ყველაზე მეტი ფაქტი დედაქალაქში დაფიქსირდა. ავტოკატასტროფის შემთხვევების სავარაუდო მიზეზებად კი სიჩქარის გადაჭარბება, სატრანსპორტო საშუალების ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მართვა, შემხვედრი მოძრაობის ზოლში გადასვლა, ან გასწრების წესების დარღვევა, ქვეითად მოსიარულეთა გადასასვლელის გავლის წესების დარღვევა, დისტანციის დაუცველობა და სხვა სახის საგზაო […]

2024 წლის პროგნოზით საქართველოდან ელექტროენერგიის ექსპორტი 2-ჯერ შემცირდება, იმპორტი – გაიზრდება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2024 წლის პროგნოზით, საქართველოდან ელექტროენერგიის ექსპორტი, 2023 წელთან შედარებით, 2-ჯერ შემცირდება. 2024 წელს ქვეყნიდან ელექტროენერგიის ექსპორტის საპროგნოზო მაჩვენებელი 774,1 მლნ კვტ/სთ-ს შეადგენს, მაშინ, როდესაც 2023 წელს ექსპორტირებული ენერგიის მოცულობა 1,47 მლრდ კვტ/სთ იყო. სამინისტროს პროგნოზით, 2024 წელს ელექტროენერგიის იმპორტი 990,7 მლნ კვტ/სთ-მდე გაიზრდება. 2023 წელს იმპორტის მაჩვენებელი დაახლოებით 709 მლნ […]

ირინეული – ბერძნული დესერტებით შთაგონებული ხელნაკეთი შოკოლადები

ფილოლოგ ირინე ხუნძაყიშვილს საკონდიტრო სფეროსთან შეხება 2022 წლამდე არ ჰქონია, სანამ მეგობრის თხოვნით კურსები არ გაიარა. ამ მიმართულებით ბიზნესის დაწყებაზე ამის შემდეგაც კი არ უფიქრია, სანამ საბერძნეთში ნაცნობის საწარმოში არ აღმოჩნდა. ეგზოტიკური გემოებით მოხიბლულმა, თბილისში დაბრუნებისთანავე დაიწყო ხელნაკეთი შოკოლადის წარმოებაზე ფიქრი. იდეა მალევე აქცია რეალობად, შექმნა „ირინეული“ და მოგვიანებით საქართველოს ბანკის მიერ მხარდაჭერილ პროექტში -“მეწარმე […]