წულუკიანს ამ მუქარის მეოთხედი რომ მისვლოდა, ყ@რებით დაკიდებდა რადიკალებს – ნატა ფერაძე

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, მოსამართლის დადგენილების თანახმად, სამოქალაქო აქტივისტი, ნატა ფერაძე დააკავეს. მას სტალინის გამოსახულებიანი ხატისთვის საღებავის შესხმისთვის 5 დღის გატარება მოუწევს საპატიმროში. ვერ შემაშინებენ, ბრძოლა გრძელდება, უკანონობას შიგნიდან გამოვამჟღავნებ ახლა ციხის, ვნახოთ, იქ რეებს მიქარავენ. სახლში როგორ იქცევიან, ამას ხედავთ. ეს არის რადიკალების დასტვენილზე ცეკვა. გადაწყვეტილებას, რა თქმა უნდა, გავასაჩივრებ”, – განაცხადა ნატა ფერაძემ. […]

იანვარში ზეთზე, ბოსტნეულსა და პურ-პროდუქტებზე ფასები შემცირდა – სტატისტიკის ეროვნული სამსახური ინფორმაციას აქვეყნებს

წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების კლებამ სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე, – ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ჯგუფში ფასები შემცირდა 2.4 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე -0.82 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები -15.9 პროცენტით შემცირდა ზეთსა და ცხიმზე. ბოსტნეული და ბაღჩეული -11.3 პროცენტით გაიაფდა. “ფასების -9.0-პროცენტიანი კლება დაფიქსირდა პურსა და პურპროდუქტებზე. რძე, […]

ეროვნულ ბიბლიოთეკაში, ემიგრაციაში მცხოვრები ქართველი მსახიობის, ხათუნა იოსელიანის 80 წლის იუბილე გაიმართა

2024 წლის 1 თებერვალს, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, ემიგრაციაში მცხოვრები ქართველი მსახიობის, ხათუნა იოსელიანის 80 წლის იუბილე გაიმართა. ღონისძიებაზე ზურაბ ქათამაძის ფილმი “YEARS OF EXCELLENCE…” აჩვენეს და შემდეგ მსახიობის შემოქმედებითი ცხოვრების ირგვლივ დისკუსია გაიმართა.

ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში წიგნის „ბერძნები საქართველოში“ პრეზენტაცია გაიმართა

XIX საუკუნის მეორე ნახევარსა და XX საუკუნის დასაწყისში საქართველოში ეთნიკური ბერძნების ცხოვრებისა და საქმიანობის შესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის მიერ გამოცემული წიგნი „ბერძნები საქართველოში“ საზოგადოებას ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში წარედგინა. პუბლიკაცია, რომლის ავტორია ეროვნული არქივის სამეცნიერო განყოფილების თანამშრომელი ნინო ბადაშვილი, მოიცავს ფოტოებს, წერილობით დოკუმენტებს, რუკებს, არქიტექტურულ ნახაზებს. მასში აღწერილია საქართველოში ბერძნების ცხოვრება მეფის რუსეთის […]

ჩიქობავა და ხასაია სააპელაციომ პატიმრობაში დატოვა

აღსრულების ბიუროს ავტომანქანის დაზიანების ბრალდებით დაკავებული აკაკი ჩიქობავა და გიორგი ხასაია კვლავ პატიმრობაში რჩებიან. სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მათთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შესახებ. 30 იანვარს, საქმის პროკურორმა, როინ ხინთიბიძემ განაცხადა, რომ თუ ისინი ბრალს აღიარებდნენ და ზიანს აანაზღაურებდნენ, პატიმრობის სხვა, ნაკლებად მკაცრი ღონისძიებით შეცვლიდნენ. რადგან აქტივისტებმა ჩადენილი ქმედება აღკვეთის სხდომაზე, […]

ნატა ფერაძე: „ინანებენ, ციხეში რომ წამიყვანეს“

„ინანებენ, ციხეში რომ წამიყვანეს, იმიტომ რომ შიგნიდან კიდევ ძალიან ბევრ ამბავს გამოვიტან“, — განაცხადა სამოქალაქო აქტივისტმა ნატა ფერაძემ დაკავებისას. სტალინის გამოსახულებიანი მატრონა მოსკოველის ხატზე საღებავის შესხმასთან დაკავშირებით ნატა ფერაძე ამბობს, რომ ახლაც იმავეს გააკეთებდა. „აქამდე [სასამართლოში] ჯარიმას იყენებდნენ [აქტივისტების წინააღმდეგ]. ნახეს, რომ ჯარიმის თანხა გროვდებოდა, ეს არ გვაფერხებდა და ახლა დაშინების მეთოდზე გადავიდნენ. თან „ალტ-ინფოს“ […]

ეკონომიკური და სამეწარმეო დანაშაულის მაჩვენებელი გაიზარდა, მათ შორის ცრუ მეწარმეობა 400%-ით

2023 წელს ეკონომიკური და სამეწარმეო დანაშაულის მაჩვენებელი გაიზარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, მთლიანად დანაშაულის მაჩვენებელი 2023 წელს 2022 წელთან შედარებით, 15.52 %-ით არის გაზრდილი. საანგარიშო პერიოდში, სამეწარმეო ან სხვა ეკონომიკური საქმიანობის წინააღმდეგ 670 დანაშაული იქნა დარეგისტრირებული, აქედან გახსნილი კი 437-ია, ანუ გახსნის მაჩვენებელია 65.22%. სტატისტიკის მიხედვით, ყველაზე მეტად – 400%-ით გაიზარდა ცრუ მეწარმეობა. მეორე ადგილზეა […]

გუდაური 3-4 თებერვალს სნოუბორდ კროსის დისციპლინაში მსოფლიო თასის ეტაპს უმასპინძლებს

3-4 თებერვალს საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით (FIS), გუდაურში გაიმართება მსოფლიო თასის ეტაპი სნოუბორდ კროსის დისციპლინაში. საერთაშორისო ღონისძიებაში მსოფლიოს წამყვანი 17 ქვეყნის (აშშ, კანადა, შვეიცარია, ავსტრია, ანდორა, ავსტრალია, ნიდერლანდები, ბრიტანეთი, გერმანია, საფრანგეთი, ესპანეთი, იტალია, ჩეხეთი, ბრაზილია, იაპონია, კორეა, უკრაინა) 90 სპორტსმენი იასპარეზებს. საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) მხრიდან ღონისძიებას დაესწრებიან და საორგანიზაციო პროცესებში მონაწილეობას მიიღებენ შეჯიბრის დირექტორი […]

“კლინიკები იღებენ პაციენტებს და მერე ეძებენ კლინიკას, სადაც გაიყვანენ” – რეგულაციების შედეგი – მზია ქედელიძე

ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, მზია ქედელიძე, ამბობს, რომ დამძიმებული ვირუსული დაავადებების ფონზე, სახელმწიფო პაციენტებს არ და ვერ სთავაზობს ალტერნატიულ გამოსავალს გარდა კლინიკების დაჯარიმების და დასჯისა. საქართველოს მთავრობის მიდგომები სამედიცინო დაწესებულებების მიმართ ვერ უძლებს ვერანაირ კრიტიკას. სხვადასხვა რეგულაციების შემოღების შედეგად კლინიკები იძულებულები გახდნენ კატასტროფულად შეემცირებინათ რეანიმაციული საწოლების რაოდენობა, რის შედეგადაც ვეღარ ხდება შესაბამისი პაციენტების მიღება. კლინიკები დღეების […]

ქვეყანაში პრორუსული დაჯგუფების გავლენები იზრდება – DRI

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის ანგარიშის მიხედვით, ქვეყანაში პრორუსული დაჯგუფების გავლენები იზრდება. მკვლევარები ფიქრობენ, რომ პრორუსულად განწყობილი დაჯგუფების მიმართ ხელისუფლება ლოიალურად არის განწყობილი, ქვეყანაში კი ანტიდასავლური რიტორიკა ღრმავდება. ცალკეულ შემთხვევებში ხელისუფლებისა და “ალტ ინფო” კონსერვატორული მოძრაობის მესიჯბოქსი არის იდენტური. მაგალითად, ერვოკავშირის კანდიდატის სტატუსის მონიჭებამდე ევროკავშირი რომ უსამართლო იყო. ამას მეტნაკლებად ერთი და იგივე მესიჯებით ამბობდა როგორც ხელისუფლება, […]