ლატვიის სპორტულ ნაკრებებს კანონით აეკრძალათ რუსეთთან და ბელარუსთან თამაში

ლატვიის პარლამენტმა დაამტკიცა შესწორება სპორტის კანონში, რომლის თანახმად, ლატვიის სპორტულ ნაკრებებს ეკრძალებათ რუსეთისა და ბელარუსის ნაკრებებთან თამაში. გადაწყვეტილება რუსეთ-უკრაინის მიმდინარე ომით არის განპირობებული, ლატვია ომის დაწყების დღიდან უკრაინის მხარდამჭერია. სპორტის კანონში შეტანილი შესწორება კრძალავს ლატვიის ჰოკეის, ფეხბურთის, კალათბურთისა და სხვა სახეობების ნაკრებების თამაშს რუსეთის და მისი მოკავშირე, ბელარუსის ნაკრებებთან, განურჩევლად იმისა, იასპარეზებენ ისინი თავიანთი დროშით […]
ნატა ფერაძე წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს – მას 5 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა
ნატა ფერაძე წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. საქალაქო სასამართლომ სამებაში ხატისთვის საღებავის შესხმის საქმეზე, ფერაძეს 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. მას სასამართლოს გადაწყვეტილება სახლში ჩააბარეს, რის შემდეგაც აქტივისტს ხელბორკილები დაადეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო ადმინისტრაციულ საქმეს 166-ე, წვრილმანი ხულიგნობის მუხლით აწარმოებდა. მუხლი ითვალისწინებდა ჯარიმას 500-დან 1000 ლარამდე ან პატიმრობას 15 დღემდე. მოსამართლემ ფერაძე სამართალდამრღვევად ცნო და ადმინისტრაციული პატიმრობა […]
“ეს რადიკალების დასტვენილზე ცეკვაა” – ნატა ფერაძე დააკავეს

აქტივისტმა ნატა ფერაძემ დაკავებამდე თქვა, რომ მის მიმართ 5-დღიანი პატიმრობის გამოყენებით რადიკალების, ორკების მოთხოვნა შეასრულეს. ის ასევე ამბობს, რომ სიცოცხლის მოსპობის მუქარების გამო, დაცვა მოითხოვა, თუმცა, მისივე განცხადებით, ამაზე სახელმწიფო უწყებებს არანაირი რეაგირება არ ჰქონიათ. “ვერ შემაშინებენ, ბრძოლა გრძელდება […] ინანებენ, ციხეში რომ მივყავარ, იმიტომ, რომ შიგნიდან ძალიან ბევრ ამბავს გამოვიტან, თუ რა მიქარვებია […] […]
გრეტა ტუნბერგი საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის ბრალდებით სასამართლოში წარსდგა

1-ელ თებერვალს გრეტა ტუნბერგი, ოთხ კლიმატის აქტივისტთან ერთად, სასამართლო დარბაზში გამოჩნდა. მათ ბრალად საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა ედებათ. ხუთივე მათგანი დანაშაულს არ აღიარებს. კლიმატის აქტივისტები 2023 წლის 17 ოქტომბერს ნავთობისა და ბუნებრივი აირის კონფერენციის გარეთ იმყოფებოდნენ, სადაც პოლიციის მოწოდებებს არ დაემორჩილნენ. პოლიციამ აქტივისტები გააფრთხილა, პროტესტი გამოყოფილ ადგილზე გაეგრძელებინათ, თუმცა, გამპროტესტებლებმა სასტუმროს შესასვლელის გადაკეტვა მაინც სცადეს. თუკი […]
„2050 წლისთვის მსოფლიოში კიბოს შემთხვევები 77%-ით გაიზრდება” – ჯანმო

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს, რომ, მისი ონკოლოგიური სააგენტოს მონაცემებით, 2050 წლისთვის მსოფლიოში დარეგისტირებული იქნება კიბოს 35 მილიონი ახალი შემთხვევა, რაც 2022 წელთან შედარებით 77%-იან ზრდას ნიშნავს. სააგენტოს მონაცემებზე დაყრდნობით ჯანმო აცხადებს, რომ ფილტვის სიმსივნე მსოფლიოში კიბოს ყველაზე გავრცელებულ სახეობად იქცა და მასზე კიბოს ახალი შემთხვევების 12,4% მოდის. მეორე ადგილზეა სარძევე ჯირკვლის კიბო ქალებში (11,6%), რომელსაც […]
6 თებერვლამდე საქართველოში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი

6 თებერვლამდე დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, 5 თებერვალს დღის ბოლოდან იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +7, +9 გრადუსი დაფიქსირდება. „სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი) 6 თებერვლამდე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი. 5 თებერვალს […]
გივი მიქანაძე ნატა ფერაძის საქმეზე – გადაწყვეტილება კანონის ფარგლებშია – მეტიც, გვექნება ინიციატივა, რომ მსგავს ქმედებებზე პასუხისმგებლობა გავამკაცროთ

ფერაძესთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებულ იქნა იმ ფარგლებში, რაც კანონით არის განსაზღვრული – ჩვენ ვაშენებთ კანონის უზენაესობაზე დაფუძნებულ ქვეყანას, – ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გივი მიქანაძე სტალინის გამოსახულებით მატრონა მოსკოველის ხატისთვის საღებავის შესხმის ფაქტზე, სამოქალაქო აქტივისტ ნატა ფერაძისთვის სასამართლოს მიერ 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდებას. მიქანაძის შეფასებით, „ეს არის სიწმინდეებზე, რელიგიურ მრწამსზე, ღირებულებებზე მიზანმიმართული შეტევა“ „მოსამართლემ […]
ლევან ხაბეიშვილი – „ნაციონალური მოძრაობა“, „გამარჯვების კოალიცია“ გამარჯვებისთანავე ოზურგეთში დასავლეთ საქართველოში ყველაზე დიდ აეროპორტს ააშენებს – მოქალაქეებს აღარ მოუწევთ ქვეყნიდან გაქცევა

„ნაციონალური მოძრაობა“, „გამარჯვების კოალიცია“ გამარჯვებისთანავე ოზურგეთში დასავლეთ საქართველოში ყველაზე დიდ აეროპორტს ააშენებს, რომელიც იქნება ჰაბი და შექმნის მაღალანაზღაურებად ათიათასობით სამუშაო ადგილს, ჩვენს მოქალაქეებს კი, აღარ მოუწევთ ქვეყნიდან გაქცევა, არამედ საქართველოშივე შეძლებენ ღირსეული ანაზღაურების მოპოვებას და ღირსეულ დასაქმებას, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. მისივე განცხადებით, „ივანიშვილი ჰპარავს ჩვენს მოსახლეობას იმ შესაძლებლობას, […]
რუსთავის საქალაქო სასამართლოში, სადაც 14 წლის აითაჯ შახმაროვას განზრახ მკვლელობის საქმეზე პროცესი მიმდინარეობს, სასწრაფო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო

რუსთავის საქალაქო სასამართლოში, სადაც 14 წლის აითაჯ შახმაროვას განზრახ მკვლელობის საქმეზე, ქორწინების იძულებისა დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული დედისა და ბიძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო. სხდომაზე, სადაც ჩვენების მისაცემად მკვლელობაში ბრალდებულ ალიმ სადიკოვის მამა გამოიძახეს, შახმაროვას დედა შეუძლოდ გახდა. „ალიმი მოგიკვდეს, 14 წლის შვილი წამართვით”,- ასე მიმართა ეგნატა მაგარამოვამ მოწმეს, რის […]
“მოპარული “ჟეშტივით” მათრია და სახე ფილაქანზე მარტყმევინა” – რამაზ გიგაური

ვირუსის გამო 38,5 და 39 გრადუსი სიცხე უპრობლემოდ გადავიტანე. ვკითხულობდი, ვწერდი, ვმუშაობდი (სახლში, რა თქმა უნდა). 37,5-მა მოპარული “ჟეშტივით” მათრია და სახე ფილაქანზე მარტყმევინა. ჰოდა, ის მართალი ყოფილა 37,1-დან 37,5-მდე ტემპერატურით კაცები რომ ქანცგაცლილი ცხენებივით ვიხოცებით.