ბექა ვარდოსანიძემ სუს-ის შენობა დატოვა

ბექა ვარდოსანიძე გამოკითხვიდან გამოვიდა. სუს-ის შენობაში ის თითქმის 9 საათის განმავლობაში იკითხებოდა. მის საცხოვრებელ სახლში სამართალდამცველები 31 იანვრის დილას მივიდნენ ჩხრეკაზე. ამოღებულია კომპიუტერული ტექნიკა და სხვა აპარატურა. ის ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების საქმეზე გადაყვანილი იყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში. Previous: სამთავრობო გადაადგილება ადასტურებს ჩვენს გუნდში დემოკრატიის არსებობას – ეკა სეფაშვილი

პოლიციამ ნატა ფერაძე დააკავა

სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ნატა ფერაძე ადმინისტრაციული წესით დააკავეს. როგორც ცნობილია ფერაძე საპატიმროში 5 დღეს გაატარებს. საქმე ეხება სამების საკათედრო ტაძარში, მატრონა მოსკოველის ხატზე საღებავის შესხმას. Previous: ამაყად რომ გამოდის, მოვიგეო, პირველი ნაწილი წააგო იმიტომ, რომ ძალიან ცუდი და ბოროტი განზრახვა ჰქონდა – მამუკა მდინარაძე გიგი უგულავაზე

ბოლნისში მომხდარ ავარიას ძმები ემსხვერპლნენ

ბოლნისის სოფელ ბალახაურში გზის პირას ბოსტნეულით მოვაჭრე ორ ძმას, გადაჭარბებული სიჩქარით მიმავალი მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. თვითმხილველების ცნობით, არასრულწლოვნები ადგილზევე დაიღუპნენ. მძღოლი სამართალდამცველებმა შემთხვევის ადგილზე დააკავეს. ცნობილია, რომ ავარიის შედეგად ავტომობილში მყოფი კიდევ სამი პირი დაშავდა.

მამუკა ხაზარაძის ცნობილ მუსტანგს ცეცხლი გაუჩნდა (ვიდეო)

მამუკა ხაზარაძის ცნობილ მუსტანგს ცეცხლი გაუჩნდა, რომელიც მალევე ჩააქრეს. ვიდეომასალა თავად მამუკა ხაზარაძემ გაავრცელა სოციალურ ქსელში.

შეერთებული შტატებისთვის უკრაინის მხარდაჭერის შეწყვეტა ისტორიული მასშტაბის ავტოგოლი იქნება

აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორმა, უილიამ ბერნსმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატებისთვის უკრაინის მხარდაჭერის შეწყვეტა ისტორიული მასშტაბის ავტოგოლი იქნება. CIA-ს ხელმძღვანელის თქმით, რუსეთმა უკვე წააგო ომი მრავალ დონეზე, დაკარგა, სულ მცირე, 315 000 ჯარისკაცი და ომამდელი სატანკო პოტენციალის ორი მესამედი და ვერ მიუახლოვდა თავის სტრატეგიულ მიზანს – კიევისა და უკრაინის დაპყრობას. უილიამ ბერნსს ასევე მიაჩნია, […]

გურიაში სახელმწიფო რწმუნებულმა დამდეგი ახალი წელი საგანგებო რეჟიმში მომუშავე სტრუქტურებს მიულოცა

გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ, ოზურგეთის მერის პირველ მოადგილესთან გიორგი ღურჯუმელიძესთან, საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩიასთან და გურიის მაჟორიტარი დეპუტატის ოზურგეთის ბიუროს ხელმძღვანელთან ქეთევან ვასაძესთან ერთად, დამდეგი ახალი წელი საგანგებო რეჟიმში მომუშავე სტრუქტურებს მიულოცა. Next: გურიაში სახელმწიფო რწმუნებული ოზურგეთის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში საშობაო ლიტურგიას დაესწრო

„ქართულმა ოცნებამ“ მოახერხა და შექმნა ღირებულებათა ისეთი სისტემა, რომელიც პოლიტიკურ პირთა წრის ცვლაზე ნაკლებად არის დამოკიდებული

„ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი „ქართულ ოცნებაში“ განხორციელებულ საკადრო ცვლილებებს სოციალურ ქსელში ეხმაურება. თამთა მეგრელიშვილი ირაკლი კობახიძესა და ირაკლი ღარიბაშვილს ახასიათებს და აღნიშნავს, რომ პარტიამ ისეთი ღირებულებათა სისტემა შექმნა, რომლითაც პოლიტიკურ პირთა წრის ცვლაზე ნაკლებად არის დამოკიდებული. „ქართული ოცნება“ 2012 წლიდან დღემდე მმართველობის მაღალი კულტურის მქონე პოლიტიკური ძალაა, რადგან ამ ძალის პოლიტიკური შრომის შედეგად ქართული […]

“კურიერის” ექსკლუზიური ინფორმაციით, ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე სომხეთში კეზერაშვილის ბიძაშვილი დააკავეს

ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე დაწყებული საერთაშორისო გამოძიება დავით კეზერაშვილის უახლოეს გარემოცვაზე გავიდა. “კურიერისთვის” ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, რომ სომხეთში, გერმანიის პროკურატურის მოთხოვნით, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბიძაშვილი მიხეილ ბინიამინი, იგივე მიშა ბენიაშვილი დააკავეს. გამოძიებით დადგენილია, რომ ევროპელი პენსიონერების ძარცვის ტრანსნაციონალური სქემა ერთდროულად რამდენიმე ქვეყანას მოიცავდა, გამოძიების ინფორმაციით, საქართველოსა და ისრაელის ორმაგი მოქალაქე მიხეილ ბინიამინი საერთაშორისო თაღლითური დაჯგუფების […]

გურიაში სახელმწიფო რწმუნებული ოზურგეთის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში საშობაო ლიტურგიას დაესწრო

ოზურგეთის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში საშობაო ლიტურგია ჩატარდა, რომელსაც გურიაში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. საზეიმო ღვთისმსახურება შემოქმედელმა მიტროპოლიტმა მეუფე იოსებმა სასულიერო პირებთან ერთად აღავლინა. Next: გურიაში უსახლკარო, მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი მრავალშვილიანი ოჯახების განსახლების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის შესახებ სამუშაო შეხვედრა გაიმართა

როგორც ნატოს წევრს, უკრაინას შესაძლებლობა ექნება მნიშვნელოვნად გაზარდოს ალიანსის პოტენციალი – ზელენსკი

როგორც ნატოს წევრს, უკრაინას შესაძლებლობა ექნება მნიშვნელოვნად გაზარდოს ალიანსის პოტენციალი , – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ნატოს ყოფილ გენერალურ მდივანთან, ანდერს ფოგ რასმუსენთან გამართული შეხვედრის შემდეგ “ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს. “როგორც ნატოს წევრს, უკრაინას შესაძლებლობა ექნება მნიშვნელოვნად გაზარდოს ალიანსის პოტენციალი. ჩვენს არმიას რუსული აგრესიის წინააღმდეგ დაცვის ფასდაუდებელი გამოცდილება აქვს. დღეს ადრეს ფოგ რასმუსენს […]