(რ) გაიცანით TBC ბიზნესდაჯილდოების ფინალისტები ნომინაციაში – საუკეთესო ინოვაციური სტარტაპი

თიბისიმ ბიზნესდაჯილდოების პროექტის 2023 წლის ფინალისტები გამოავლინა. გაგაცნობთ ნომინაცია “საუკეთესო ინოვაციური სტარტაპის“ ფინალში გასულ 3 კომპანიას. კომპანია Roommate.ge ერთმანეთთან აკავშირებს ბინის მაძიებელ ადამიანებს და ეხმარება მათ ოთახის მეზობლების პოვნაში. მეორე მხრივ კი, ბინის მეპატრონეებს ბინის გაქირავების პროცესს უმარტივებს. პლატფორმის თავდაპირველი მიზანი სტუდენტებისთვის ბინის ქირაობის გამარტივება იყო, თუმცა, ამ პროცესში გაირკვა, რომ ბინის მეპატრონეები სტუდენტებს არასანდო […]

CBS: აშშ-მ ერაყსა და სირიაში ირანულ სამხედრო ობიექტებზე იერიშების გეგმა დაამტკიცა

ამერიკულ ტელეკომპანია CBS News-თან აშშ-ს მაღალჩინოსნებმა განაცხადეს, რომ აშშ სირიასა და ერაყში ირანულ სამხედრო სამიზნეებზე იერიშების მიტანის გეგმაზე შეთანხმდა. მათი თქმით, ირანულ ობიექტებსა და პერსონალზე თავდასხმები რამდენიმე დღე გაგრძელდება. ამას გარდა, აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 30 იანვარს განაცხადა, რომ დრონებით თავდასხმაზე აშშ-ს პასუხთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უკვე მიიღო. ხოლო სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის თქმით, აშშ-ს პასუხი […]

საია ფერაძეზე: დაუსაბუთებელია დადგენილება, სააპელაციოში გავასაჩივრებთ

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, რომელიც ნატა ფერაძის ინტერესებს იცავს, აქტივისტთან დაკავშირებით მიღებულ სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციოში გაასაჩივრებენ. როგორც ორგანიზაციის თავმჯდომარე, ნონა ქურდოვანიძე განმარტავს, სასამართლოს მიერ მიღებული დადგენილება დაუსაბუთებელია. კერძოდ საუბარია მტკიცებაზე, რომ ფერაძემ ყვირილით და ხმაურით დაარღვია საზოგადოებრივი წესრიგი. “ეს დადგენილება არის ძალიან დაუსაბუთებელი. აქ საუბარია იმაზე, ეს ქმედება ჩაიდინა თუ არა, არ არის სადაო. ნატა […]

სირიაში სარაკეტო თავდასხმისას დაიღუპა “ირანის გუშაგთა კორპუსის” მრჩეველი

2 თებერვალს დამასკში ისრაელის სარაკეტო თავდასხმისას დაიღუპა ირანის “ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის” მრჩეველი. ამის შესახებ ირანის და სირიის სახელმწიფო მედია იტყობინება. ისრაელის მედია მოკლულს, ალი ჰადდადის, უწოდებს „მაღალი რანგის ოფიცერს“, თუმცა არ იტყობინებიან, რა თანამდებობა და წოდება ჰქონდა მას. სირიის სააგენტო SANA-მ სამხედროებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ მოახერხა, სავარაუდოდ, ისრაელის კონტროლქვეშ მყოფი გოლანის მაღლობებიდან გამოშვებული რაკეტების […]

“ევროკავშირის პრიზის” გამარჯვებულები ცნობილია

დღეს, 2 თებერვალს, გაიმართა რიგით მეთორმეტე დაჯილდოების ცერემონიალი კონკურსისა „ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2023″. გამარჯვებულები დააჯილდოვეს საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ და საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა ტიბორ კოზმამ. წელს პრიზები 7 საპრიზო კატეგორიაში გაიცა. · საუკეთესო სტატია ბეჭდურ ან ელექტრონულ მედიაში; · საუკეთესო სიუჟეტი სამაუწყებლო ან ელექტრონულ მედიაში; · საუკეთესო საგამოძიებო სტატია ან […]

თინა ბოკუჩავა – ბიზნესის მომავალი სწორედ ციფრული ბიზნესია, რაც საშუალებას მოგვცემს, რომ შევქმნათ ათი ათასობით მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილი, ამისთვის კი, ხელისუფლების ცვლილებაა საჭირო

ბიზნესის მომავალი სწორედ ციფრული ბიზნესია, რაც საშუალებას მოგვცემს, რომ შევქმნათ ათი ათასობით მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილი, ამისთვის კი, ხელისუფლების ცვლილებაა საჭირო, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა. პარტიის პრესსამსახურის ცნობით, საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა და „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე ოფიციალური ვიზიტით ამერიკაში იმყოფებიან, ისინი „გამარჯვების […]

ახალგაზრდა სპორტსმენებმა საქართველოს სახელით ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე იასპარეზეს – ოლიმპიური კომიტეტის მხარდამჭერი „საქართველოს ბანკია“

„საქართველოს ბანკი“ ოლიმპიური სპორტსმენების მხარდაჭერას განაგრძობს. წელს ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები სამხრეთ კორეის ქალაქ განგვონში ჩატარდა, სადაც 1900-მდე სპორტსმენმა სპორტის 7 სახეობის 15 დისციპლინაში მიიღო მონაწილეობა. ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს. მათივე ცნობით, ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე საქართველო 6-მა სპორტსმენმა, სპორტის სამ სახეობაში წარადგინა. ოლიმპიადაზე საქართველოს სახელით ასპარეზობდნენ: ინგა გურგენიძე და კონსტანტინე სუპატაშვილი – ფიგურული ციგურაობა; ესმირალდა […]

მოკლული არასრულწლოვნის დედის ადვოკატი – აითაჯმა დამოუკიდებლად გადაწყვიტა დარჩენა, დედას რომ ეიძულებინა, გინდა თუ არა წამოდიო, ეს არის დანაშაული

აითაჯმა დამოუკიდებლად გადაწყვიტა დარჩენა, დედას რომ ეიძულებინა, გინდა თუ არა წამოდიო, ეს არის დანაშაული, – ამის შესახებ 14 წლის აითაჯ შახმაროვას განზრახ მკვლელობის საქმეზე, ქორწინების იძულებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე დაკავებული, არასრულწლოვნის დედის ეგანა მაგარამოვას ადვოკატმა ალი ბადიროვმა განაცხადა. როგორც ის განმარტავს, შახმაროვას დედას მკვლელობაში ბრალდებული ემუქრებოდა, ეგანა მაგარამოვას შეეშინდა და მომხდარის შესახებ პოლიციაში ვერ […]

სადახლოზე მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტში „სადახლო-საავტომობილო“, დიდი ოდენობით არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტი აღიკვეთა. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, კინოლოგ ოფიცრისა და თამბაქოს ნაწარმის აღმოჩენაზე გაწვრთნილ სამსახურებრივ ძაღლთან ერთად განხორციელებული კონტროლის პროცედურების ფარგლებში, უცხო ქვეყნის მოქალაქის მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის, ეჭვის საფუძველზე, დეტალური […]

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 3 თებერვალს, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. კომპანიის ცნობით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 3 თებერვალს 11:00 საათიდან 18:00 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში: მუხრანი, ვარდისუბანი, შაუმიანი, ძველი ქანდა და მიმდებარე სოფლებში. მათივე განმარტებით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.