ბაიდენმა სანქციები დაუწესა ისრაელის მოქალაქეებს

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა სანქციები დაუწესა ისრაელის მოქალაქეებს, რომლებიც ხელს უწყობენ მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე მყოფ ახალმოსახლეთა ძალადობას პალესტინელების წინააღმდეგ. აღმასრულებელი განკარგულება პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 1 თებერვალს გამოსცა. ფინანსური სანქციების სამიზნე ოთხი ისრაელელი მამაკაცია, რომელთაც ბრალი ედებათ პალესტინელებზე ძალადობაში მონაწილეობასა და წახალისებაში. თეთრი სახლის განმარტებით, ეს ნაბიჯი ასახავს ვაშინგტონის „ერთიან მიდგომას“ ისრაელსა და “ჰამასს” შორის მიმდინარე […]

“ეს რა ვნახე, მეგონა ზომბი გამომეკიდებოდა” – ფოტოები სპორტული კომპლექსიდან

ჩემმა შვილმა კარატეზე სიარული მოინდომა და დარბაზის ძიება მდებარეობით დავიწყე. ნახალოვკაში ვცხოვრობთ, ახლოს მაწყობს რამე, რომ გზაში დიდი დრო არ დაგვეხარჯოს. მიგვასწავლეს სახელმწიფოს სპორტული კომპლექსი და ეს რა ვნახე ასე მეგონა რომელიმე კუთხიდან ზომბი გამომეკიდებოდა სიბნელე, სიბინძურე, ვერაფერს გაარკვევ. ერთი სიტყვაძუნძი კაცი შეგვხვდა. კარატე ქვემოთ არისო და დავეშვი ქვედა სართულზე. რამდენიმე საფეხურის ჩავლის შემდეგ, უკან […]

“გელოდებით, გამოსვლებიც იქნება, მუსიკაც და ბაზრობაც” – თბილისში ამ წუთებში აქციაა

ამ წუთებში, ადამიანები იკრიბებიან თბილისში, ზანდუკელის ქუჩაზე, ისინი აპროტესტებენ გამოსახლებებს და ითხოვენ გამოსახლებისას დაკავებული ადამიანების გათავისუფლებას. კონსტიტუციონალისტი, ვახუშტი მენაბდე, წერს: გაავრცელეთ და შემოგვიერთდით როცა ვლაპარაკობთ სამევახშეო სისტემის და სახელმწიფოს ალიანსზე ეს უბრალოდ მეტაფორა არ არის. ჩვენი 19 თანამებრძოლი დააკავეს ადმინისტრაციული წესით კეკელიძის ქუჩაზე, ამათგან 11-ზე უკვე ვიცით, რომ 2-2k დააკისრა სასამართლომ. 22 000 ლარია გადასახდელი […]

ჩინეთს ნეიროკომპიუტერულ ტექნოლოგიასთან დაკავშირებით ამბიციური გეგმები აქვს

ჩინეთის ინდუსტრიისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სამინისტრომ ამბიციური გეგმები გაასაჯაროვა, რომელთა მიხედვითაც ის 2025 წლისთვის მოწინავე ნეიროკომპიუტერული პროდუქტების შექმნას აპირებს. ამ სახელმწიფოს სურს, გარღვევებს მიაღწიოს ისეთ თანამედროვე ტექნოლოგიაში, როგორიც ადამიანის ტვინისა და კომპიუტერის ერთმანეთთან დამაკავშირებელი ინტერფეისია. ასევე, ტვინის მსგავსი ჩიპები, ნეირონული მოდელები და ა.შ. საბოლოო მიზანი მომხმარებლებზე მორგებული და უსაფრთხო ინტერფეისის შექმნაა, რომელსაც სხვადასხვა დანიშნულებით გამოვიყენებთ. […]

NGO-ები ფერაძეზე: მოვუწოდებთ სააპელაციოს, გადახედოს საქალაქოს მიერ დადგენილ სახდელს

არასამთავრობო ორგანიზაციები აქტივისტ ნატა ფერაძის დაპატიმრებას ეხმაურებიან და მოუწოდებენ სააპელაციო სასამართლოს, გადახედოს საქალაქოს მიერ დადგენილ სახდელს. NGO-ები აღნიშნავენ, რომ გამოყენებული სანქცია სამართალდარღვევად შეფასებული ფაქტის პროპორციულად ვერ ჩაითვლება. “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, პატიმრობა დადგინდება და გამოიყენება მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში. სამების საკათედრო ტაძარში სტალინის გამოსახულების განთავსების გამო არაძალადობრივი პროტესტის გამოხატვის ამგვარი სიმძიმისა და ხანგრძლივობის სახდელით დასჯა ადამიანის […]

CIA-ს ყოფილი დასაქმებული საიდუმლო ინფორმაციის მოპარვის და ბავშვთა პორნოგრაფიისთვის დაიჭირეს

აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ყოფილ თანამშრომელს კლასიფიცირებული ინფორმაციის მოპარვის, ჯაშუშობის და ბავშვთა პორნოგრაფიისთვის დააკავეს. ინჟინერ ჯოშუა შჰულტს სასამართლომ 40 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. საქმის პროკურორები ჯოშუა შჰულტისთვის უვადო პატიმრობას ითხოვდნენ, თუმცა ეს მოთხოვნა სასამართლომ არ დაადასტურა. საქმე ჯოშუა შჰულტის წინააღმდეგ 2022 წლის ივლისში დაიწყო. როგორც ცნობილია, ჯოშუა შჰულტმა CIA-ს კლასიფიცირებული ინფორმაცია WikiLeaks-ს მიაწოდა. WikiLeaks-თან მიწოდებული […]

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მდინარეები „წითელი ნუსხის“ სახეობის ნაკადულის კალმახის 50 000 ქვირითით გათევზიანდა

გურიის რეგიონში ახალი დაცული ტერიტორიის, გურიის ეროვნული პარკის შექმნასთან დაკავშირებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და გურიის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინიციატივით, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მდინარეები „წითელი ნუსხის“ სახეობის ნაკადულის კალმახის 50 000 ქვირითით გათევზიანდა. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მდინარეების გათევზიანების პროცესში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ზაზა შოშიტაიშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის […]

პირველი მარტიდან სარეკლამო შეტყობინებების გაგზავნა მხოლოდ ადრესატის თანხმობის შემთხვევაში იქნება შესაძლებელი

პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონში ცვლილებების ნაწილი პირველი მარტიდან ამოქმედდება. ახალი კანონი, რომელიც პარლამენტმა 2023 წლის მარტში მიიღო, ეტაპობრივად შედის ძალაში. პირველი მარტიდან შეიზღუდება აგრესიული ესემეს მარკეტინგული კამპანია. ახალი კანონით, სარეკლამო შეტყობინებებისთვის პერსონალურ მონაცემთა დამუშავება და სარეკლამო შეტყობინებების გაგზავნა დასაშვები ხდება მხოლოდ იმ პირის თანხმობით, ვისაც ინფორმაცია ეგზავნება. პირს, ვის მონაცემსაც ამუშავებენ, ნებისმიერ შემთხვევაში შეუძლია, […]

ლარი დოლართან გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა – 2 თებერვლის ვაჭრობის შედეგები

ლარის კურსი დოლართან მიმართებით 0.83 თეთრით გამყარდა, ხოლო ევროსთან – 1.6 თეთრით გაუფასურდა. 2 თებერვლის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.6688 ლარია, ერთი ევროსი კი – 2.9062 ლარი. კომერციულ ბანკებში დოლარის ღირებულება 2.71 ლარია, ხოლო ევროსი – 2.95 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, დოლარის შეძენა 2.67 ლარად შეგიძლიათ, ევროსი – 2.89 ლარად.

საიამ ნატა ფერაძისთვის პატიმრობის შეფარდება გაასაჩივრა

“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” იურისტმა, რომელიც აქტივისტ ნატა ფერაძის უფლებებს იცავს, სააპელაციო სასამართლოს მიმართა. იგი ასაჩივრებს საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ნინო შჩერბაკოვის გადაწყვეტილებას ნატა ფერაძისთვის 5-დღიანი პატიმრობის შეფარდებაზე. მოსამართლემ წვრილმან ხულიგნობად მიიჩნია მატრონა მოსკოველის ხატზე საღებავის შესხმა. ეს ის ხატია, რომლის ერთ-ერთ ეპიზოდზე საბჭოთა დიქტატორი სტალინია გამოსახული. “მოსამართლემ არ დაასაბუთა, რატომ არის გამოყენებული სანქცია პროპორციული ზომა. […]