ქართულმა ბრენდებმა Phubber-ით ასეულობით ათასი ლარის პროდუქცია გაყიდეს – გიორგი ჩუგოშვილი

ტანსაცმლისა და აქსესუარების ონლაინვაჭრობის პლატფორმა Phubber-ით ქართულმა ბრენდებმა ასეულობით ათასი ლარის პროდუქცია გაყიდეს. ამის შესახებ სტარტაპის თანადამფუძნებელმა გიორგი ჩუგოშვილმა #რედაქტ2-ში ისაუბრა. ქართული პლატფორმა, რომელიც დღეისთვის საქართველოში, უკრაინაში, სომხეთსა და აზერბაიჯანში ოპერირებს, მომხმარებელს ძირითადად მეორეული ბრენდული სამოსის გადაყიდვას სთავაზობს, რა დროსაც ხარისხი და ავთენტიკურობაზე პასუხისმგებლობას სრულად თავის თავზე იღებს. Phubber ქართულ ბაზარზე 2019 წელს ჩაეშვა, მალევე […]
“წინ დიდი გზაა” – რას წერს გიორგი კეკელიძე

მწერალი, ეროვნული ბიბლიოთეკის ყოფილი დირექტორი, “წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოების” დამფუძნებელი, გიორგი კეკელიძე, წერს, რომ ,,წიგნიერების გამავრცელებელ საზოგადოებას” ახალი ელჩები : ეთერ თათარაიძე და ანა გოგუაძე ჰყავს. მნიშვნელოვანი მეგობარი და შესანიშნავი ფოლკლორისტი ეთერ თათარაიძე უკვე ჩემი განახლებული გზის თანამგზავრია. მალე ბატონი ამირან არაბულიც შემოგვიერთდება. წინ დიდი გზაა.
„300 ათას ლარამდე გადავუხადეთ კომპანიას, რომ ეთქვა, რომ კიდევ 11 მილიონი ლარია დასახარჯი თეატრის რეაბილიტაციისთვის“ – შ-ფოთი

300 ათას ლარამდე გადავუხადეთ კომპანიას, რომ ეთქვა კიდევ 11 მილიონი ლარია საჭირო თეატრის რეაბილიტაციისთვის – ამის შესახებ ფოთში არსებული არასამთავრობო ორგანიზაცია „შ-ფოთი“ სოციალურ ქსელში წერს. ორგანიზაციის განცხადებით, თეატრის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოების მოწყობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენაში 274 650 ლარი დაიხარჯა. „ფოთელები უკვე 14 წელია ვაკეთებთ თეატრს და ჯამში 28 028 910 ლარი დაგვიჯდება“, – წერს ორგანიზაცია. […]
6000-მდე სატრენინგო საათი, 50-ზე მეტი საერთაშორისო სწავლება და 3 ავტორიზებული პროგრამა – „თეგეტა აკადემიის“ 2023 წელი

50-ზე მეტი საერთაშორისო ტრენინგი, ინოვაციური სწავლებები, სტუდენტთა წამახალისებელი პროგრამები, გაღრმავებული ურთიერთობები მსოფლიოს უდიდეს ავტომწარმოებლებთან და მოპოვებული საერთაშორისო გრანტები – 2023 წელი „თეგეტა აკადემიის“ ისტორიაში არაერთი მიმართულებით იყო რეკორდული. გამორჩეული წლის ლოგიკური დასასრული კი შემოსავლების 52%-იანი ზრდა აღმოჩნდა. 2023 წელს „თეგეტა აკადემიის“ ანგარიშზე 5620 ტექნიკური და ბიზნესსატრენინგო საათია, რაც 2022 წლის მონაცემებს 1007 საათით აჭარბებს. სწავლებაში, […]
არასამთავრობო ორგანიზაციები სააპელაციო სასამართლოს მოუწოდებენ, გადახედოს ნატა ფერაძისთვის პატიმრობის შეფარდებას

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები სააპელაციო სასამართლოს მოუწოდებენ, გადახედოს აქტივისტ ნატა ფერაძის მიმართ საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილ სახდელს, პატიმრობას. დღეს, 2 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ნატა ფერაძის მიმართ გამოყენებული სანქცია სამართალდარღვევად შეფასებული ფაქტის პროპორციულად ვერ ჩაითვლება. “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, პატიმრობა გამოიყენება მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში. სამების საკათედრო ტაძარში სტალინის გამოსახულების განთავსების გამო არაძალადობრივი პროსტესტის გამოხატვის ამგვარი […]
კორსიკაში დააკავეს იტალიური მაფიის ერთ-ერთი ბოსი

საფრანგეთში დააკავეს იტალიის ერთ-ერთი ყველაზე ძალადობრივი მაფიური გაერთიანების ბოსი, რომელიც გასულ წელს მკაცრი რეჟიმის ციხიდან გაიქცა, – განაცხადეს ორივე ქვეყნის ხელისუფლებების წარმომადგენლებმა 2 თებერვალს. მარკო რადუანო ბასტიაში დააკავეს, საფრანგეთის კუნძულ კორსიკაზე. იგი ევროპოლის მიერ დამნაშავეთა სიაში შეყვანილი იყო აღწერილობით – “საშიში”. მარკო რადუანო კედლებზე დასაშვებად ზეწრების გამოყენებით 2023 წლის თებერვალში გაიქცა სარდინიის ნაუროს განსაკუთრებით დაცული […]
ბექა დავითულიანი ოპოზიციაზე – მათ კარგად იციან ირაკლი კობახიძის ინტელექტუალური შესაძლებლობები, ის უნარები, რომლითაც შეუდგება თავისი საქმის კეთებას, ამიტომ არ მგონია, რომ რაიმე პოზიტიურის მოლოდინი ჰქონდეთ საკუთარი თავისთვის

ოპოზიციის საქმე ის არის, რომ აკრიტიკოს ნებისმიერი კანდიდატი, მით უმეტეს, მთავრობის მეთაურობის კანდიდატი, სხვაგვარად, ისინი ოპოზიცია აღარ იქნებოდნენ და იქნებოდნენ უმრავლესობის ნაწილი. მათ კარგად იციან ირაკლი კობახიძის ინტელექტუალური შესაძლებლობები, კარგად იციან ის უნარები, რომლითაც ირაკლი კობახიძე შეუდგება თავისი საქმის კეთებას, ამიტომ არ მგონია, რომ რაიმე პოზიტიურის მოლოდინი ჰქონდეთ მათთვის – ქვეყნისთვის თავისთავად ექნებათ, მაგრამ საკუთარი […]
„რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა უხეში დარღვევისა და მათზე რეაგირების შესახებ“ რეზოლუციის პროექტის ავტორები, საკომიტეტო განხილვის გადაწევას არ ეთანხმებიან

„რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა უხეში დარღვევისა და მათზე რეაგირების შესახებ“ რეზოლუციის პროექტის ავტორები, საკომიტეტო განხილვის გადაწევას არ ეთანხმებიან. როგორც რეზოლუციის პროექტის ერთ-ერთმა ავტორმა, ოპოზიციონერმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე აღნიშნა, ეს რეზოლუცია მათ შორის, თამაზ გინტურის მკვლელობასაც მოიცავს და გაურკვეველია მისი განხილვის გადადების მიზეზი. „აქ საუბარია თამაზ გინტურის მკვლელობაზე […]
გერმანიის შს მინისტრი – უნდა გავაგრძელოთ მემარჯვენე ექსტრემისტული ქსელების რუსეთთან კავშირების გამოაშკარავება

გერმანიას ულტრამემარჯვენეების რუსეთთან კავშირების გამოაშკარავება სურს. ამის შესახებ გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრი ნენსი ფეზერმა Funke მედია ჯგუფის გაზეთებთან ინტერვიუში განაცხადა. „უნდა გავაგრძელოთ მემარჯვენე ექსტრემისტული ქსელების რუსეთთან კავშირების გამოაშკარავება. შესაბამისად, სამართალდამცავები აგრძელებენ რუსულ გავლენაზე ძალიან ახლოდან დაკვირვებას“, – განაცხადა ფეზერმა. გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრის კომენტარი გამოცემა Spiegel-ისა და საგამოძიებო პორტალ The Insider-ის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს მოყვა, […]
„თიბისის“ მხარდაჭერით საქართველო მსოფლიო თასის ეტაპებს უმასპინძლებს

„თიბისისა“ და მთის ტრასების სააგენტოს (ემ.თი.ეი) პარტნიორობის ფარგლებში, საქართველო მთის კურორტების მთავარ მოვლენას, მსოფლიო თასებს სნოუბორდსა და სკი კროსში გუდაურსა და ბაკურიანში უმასპინძლებს. ამის შესახებ ინფორმაციას „თიბისი“ ავრცელებს. მათივე ცნობით, 3-4 თებერვალს საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით (FIS), გუდაურში პირველად გაიმართება მსოფლიო თასის ეტაპი სნოუბორდ კროსის დისციპლინაში. საერთაშორისო ღონისძიებაზე მსოფლიოს წამყვანი 17 ქვეყნის 90 სპორტსმენი იასპარეზებს. […]