“მიზანი თითოეული მოქალაქის კეთილდღეობაა” – კობახიძის სამთავრობო პროგრამა გამოქვეყნდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, ირაკლი კობახიძის სამთავრობო პროგრამა ოთხი მთავარ სფეროს მოიცავს: საგარეო პოლიტიკა, ეკონომიკური განვითარება, სოციალური მიმართულება და სახელმწიფო მმართველობაა. დოკუმენტი იწყება სიტყვებით, რომლის მიხედვითაც “მიზანი თითოეული მოქალაქის კეთილდღეობაა”. სამთავრობო პროგრამას „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“ ჰქვია. “დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ საქართველოს განვითარება ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციის, სერიოზული გლობალური და რეგიონული კრიზისების ფონზე უწევდა. ბოლო წლებში გამოწვევები, სამწუხაროდ, […]
მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხისა და სამთავრობო პროგრამის განხილვა პარლამენტში 5 თებერვალს კომიტეტებში დაიწყება, 8 თებერვალს კი პროცესი უკვე პლენარულ სხდომაზე გადაინაცვლებს

საქართველოს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხისა და სამთავრობო პროგრამის განხილვა პარლამენტში 5 თებერვალს კომიტეტებში დაიწყება, 8 თებერვალს კი პროცესი უკვე პლენარულ სხდომაზე გადაინაცვლებს. 5 თებერვლიდან პარლამენტის დარგობრივი კომიტეტები სპეციალიზაციის მიხედვით განიხილავენ სამთავრობო პროგრამას და განახლებულ მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობას მოუსმენენ. საკომიტეტო მოსმენები ჩანიშნულია 5, 6 და 7 თებერვალს. 7 თებერვალს მთავრობის ახალ შემადგენლობას ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია“ […]
სამთავრობო პროგრამა – „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“ გამოქვეყნდა

სამთავრობო პროგრამა – „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“ გამოქვეყნდა. სამთავრობო პროგრამაში, რომელიც დღეს, განახლებულ მთავრობასთან ერთად საქართველოს პარლამენტს წარედგინა, საუბარია შემდეგ საკითხებზე: საგარეო პოლიტიკა, უსაფრთხოება, კონფლიქტის მოგვარება და ადამიანის უფლებები; ეკონომიკური განვითარება, სოციალური პოლიტიკა და ადამიანური კაპიტალის განვითარება; სახელმწიფო მმართველობა. როგორც დოკუმენტშია ნათქვამი, გაგრძელდება ევროკავშირთან უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში აქტიური თანამშრომლობა, მათ შორის ევროკავშირის სტრატეგიული კომპასით ათვალისწინებული […]
პარლამენტში „მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის ცალკეული დებულებების შეფასების მიზნით სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით სონღულაშვილმა უმასპინძლეს სამუშაო შეხვედრას, სადაც მონაწილე მხარეებმა იმსჯელეს „მეწარმეთა შესახებ” ახალი კანონის მიღების შემდეგ, მისი ცალკეული დებულებების დანერგვის პრაქტიკასა და ანალიზზე. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, შეხვედრაში, სახელწოდებით „მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის ცალკეული […]
6000-მდე სატრენინგო საათი, 50-ზე მეტი საერთაშორისო სწავლება და 3 ავტორიზებული პროგრამა – „თეგეტა აკადემიის” 2023 წელი

50-ზე მეტი საერთაშორისო ტრენინგი, ინოვაციური სწავლებები, სტუდენტთა წამახალისებელი პროგრამები, გაღრმავებული ურთიერთობები მსოფლიოს უდიდეს ავტომწარმოებლებთან და მოპოვებული საერთაშორისო გრანტები – 2023 წელი „თეგეტა აკადემიის“ ისტორიაში არაერთი მიმართულებით იყო რეკორდული. გამორჩეული წლის ლოგიკური დასასრული კი შემოსავლების 52%-იანი ზრდა აღმოჩნდა. ამის შესახებ ინფორმაციას „თეგეტა“ ავრცელებს. მათივე ცნობით, 2023 წელს „თეგეტა აკადემიის“ ანგარიშზე 5620 ტექნიკური და ბიზნესსატრენინგო საათია, რაც […]
შოთას გუნდი “ჰათაისპორთან” დამარცხდა

თურქეთის სუპერლიგის 24-ე ტურში შოთა არველაძის „ფატიჰ კარაგუმრუკი“ სტუმრად „ჰათაისპორთან“ 1:3 დამარცხდა. “ჰათაისპორი” 2:0 დაწინაურდა, რის შემდეგაც „ფატიჰ კარაგუმრუკი” შეტევაზე დიდი ძალებით გადავიდა, ანგარიში შეამცირა, მაგრამ კომპენსირებულ დროში გოლი გაუშვა და მარცხი განიცადა. მასპინძელთა გუნდის განაცხადში არ იყო გიორგი აბურჯანია. „ფატიჰ კარაგუმრუკი“ 24 ქულით მეთექვსმეტე ადგილზეა, გასავარდნ ზონას 1 ქულა აშორებს და შემდეგ შეხვედრას 6 […]
საავტორო უფლებათა ასოციაციაში, თანხის შესაძლო მითვისების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა საავტორო უფლებათა ასოციაციის თავმჯდომარის მიერ, ავტორ-შემსრულებელთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების შესაძლო მითვისების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას უწყება თავად ავრცელებს. “საგამოძიებო დეპარტამენტში ავტორ-შემსრულებელთა კოლექტიური განცხადების საფუძველზე, მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის თავმჯდომარის მიერ, ავტორ-შემსრულებელთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების შესაძლო მითვისების ფაქტზე. საქმის ვითარების გასარკვევად საჭირო ფაქტობრივი გარემოებების დადგენის მიზნით, […]
არასამთავრობოები ნატა ფერაძეზე: პატიმრობა არაპროპორციული სასჯელია

არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი აქტივისტ ნატა ფერაძის დაკავებას გამოეხმაურა. თხუთმეტი NGO საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას არაპროპორციულ სასჯელად აფასებს და სააპელაციო სასამართლოს მოუწოდებს, რომ ამ სახდელს გადახედოს. “ჩვენ, ხელმომწერი ორგანიზაციები აქტივისტ ნატა ფერაძის მიმართ გამოყენებულ არაპროპორციულ სანქციას ვეხმიანებით და სააპელაციო სასამართლოს მოვუწოდებთ, საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილ სახდელს გადახედოს. ეს სანქცია სამართალდარღვევად შეფასებული ფაქტის პროპორციულად ვერ ჩაითვლება. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა […]
6000-მდე სატრენინგო საათი, 50-ზე მეტი საერთაშორისო სწავლება და 3 ავტორიზებული პროგრამა – „თეგეტა აკადემიის“ 2023 წელი

50-ზე მეტი საერთაშორისო ტრენინგი, ინოვაციური სწავლებები, სტუდენტთა წამახალისებელი პროგრამები, გაღრმავებული ურთიერთობები მსოფლიოს უდიდეს ავტომწარმოებლებთან და მოპოვებული საერთაშორისო გრანტები – 2023 წელი „თეგეტა აკადემიის“ ისტორიაში არაერთი მიმართულებით იყო რეკორდული. გამორჩეული წლის ლოგიკური დასასრული კი შემოსავლების 52%- იანი ზრდა აღმოჩნდა. 2023 წელს „თეგეტა აკადემიის“ ანგარიშზე 5620 ტექნიკური და ბიზნესსატრენინგო საათია, რაც 2022 წლის მონაცემებს 1007 საათით აჭარბებს. […]
მსოფლიო თასი სნოუბორდში სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება

საქართველო კვლავ რჩება მსოფლიო სპორტული საზოგადოების ყურადღების ცენტრში. ამჯერად გუდაურში, 3-4 თებერვალს მსოფლიო თასის ეტაპი სნოუბორდ კროსის დისციპლინაში ჩატარდება. აღსანიშნავია, რომ მსოფლიო თასის ეტაპს გუდაური პირველად მასპინძლობს. სპორტულ ღონისძიებაში 17 ქვეყნის (აშშ, კანადა, შვეიცარია, ავსტრია, ანდორა, ავსტრალია, ნიდერლანდები, ბრიტანეთი, გერმანია, საფრანგეთი, ესპანეთი, იტალია, ჩეხეთი, ბრაზილია, იაპონია, კორეა, უკრაინა) 90 სპორტსმენი იასპარეზებს. 2023 ბაკურიანში მსოფლიო ჩემპიონატის […]