ჰამასი აცხადებს, რომ შეისწავლის წინადადებას ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, მაგრამ როგორც ჩანს, გამორიცხავს ძირითად პირობებს

AP-ის ინფორმაციით, აშშ-ში და ევროკავშირში ტერორისტულად აღიარებული დაჯგუფების – ჰამასის ოფიციალურმა პირებმა 2 თებერვალს განაცხადეს, რომ შეისწავლიან შეთავაზებულ შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, რომელიც მოიცავს ხანგრძლივ პაუზებს საომარ მოქმედებებში ღაზაში და ისრაელელი მძევლების გაცვლას პალესტინელ პატიმრებში, თუმცა, ამავე დროს, როგორც ჩანს, გამორიცხავს მის ზოგიერთ მნიშვნელოვან კომპონენტს. ოსამა ჰამდანმა, ჰამასის მაღალი თანამდებობის ოფიციალურმა პირმა, ბეირუთში განაცხადა, რომ […]
კვარაცხელიას ყოფილი მწვრთნელი გარეგნულად სრულად გარდაისახა

“რუბინში” ხვიჩა კვარაცხელიას ყოფილმა მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ, რომელიც ერთი წელი უმუშევარი იყო, 28 დეკემბერს ჩინეთის “შანხაი შენხუა” ჩაიბარა და გარეგნულად გარდაისახა. “შანხი შენხუამ” კატარში თანასწორობის თასზე “ალ დუჰაილს” 1:0 სძლია, რომლის მწვრთნელი პსჟ-დან დათხოვნილი კრისტოფ გალტიეა. ფრანგმა თქვა, რომ სლუცკის მატჩის წინ ესაუბრა, მრავალი საკითხი განიხილეს და ის შესანიშნავი სპეციალისტია. სლუცკის წონაში გვარიანად დაუკლია და […]
მაჭუტაძე მელიასთან გაერთიანებაზე: ამ საკითხებზე საუბარი ძალიან ნაადრევია

“ჯერჯერობით საკითხების განხილვა, რომელიც უკავშირდება 2024 წლის არჩევნებს, არის ძალიან ნაადრევი, რა დროს ეს არის?” – ასე უპასუხა მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის წევრმა, ნიკა მაჭუტაძემ ფორმულას კითხვას, რომელიც ნიკა მელიასთან შესაძლო გაერთიანებას ეხებოდა. “ამ საკითხის შესახებ საუბარი, 2024 წლის არჩევნებზე ვინ რა კონფიგურაციით გავა, ეს არის ძალიან ადრე”, – ამბობს მაჭუტაძე. მაჭუტაძე არ პასუხობს კითხვას, იყო […]
“2024 წელს მინიმუმ 25%-ით უნდა გავიზარდოთ” – “თიბისი ლიზინგის” გეგმები

“თიბისი ლიზინგის” დირექტორი, გაგა გოგუა, კომპანიის 2024 წლის გეგმებზე BMGTV-ის ეთერში საუბრობს და აღნიშნავს, რომ წელს მათ პორტფელს საცალო გაყიდვების სექტორიც შეუერთდება. “ჩვენ ვრჩებით ოპტიმისტები და, მიუხედავად მსოფლიოში არსებული გამოწვევებისა, ვხედავთ, რომ წელს მინიმუმ 25%-ით გავიზრდებით ბაზარზე. შევდივართ ახალ ბიზნესშიც, რითეილის მიმართულებით და ვგეგმავთ, რომ ჩვენი პორტფელის 20%-ს სწორედ ეს სექტორი დაიკავებს”, – ამბობს გაგა […]
“ეს ნაძირლები!! გათახსირებული ბოლშევიკი მოსამართლეები” – ლიკა ბასილაია–შავგულიძე

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი, ლიკა ბასილაია-შავგულიძე, სააპელაციო სასამართლოს მიერ, ნატა ფერაძის მიმართ გამოტანილ განაჩენს ეხმაურება და წერს: ეს ნაძირლები!! გათახსირებული ბოლშევიკი მოსამართლეებით გამოტენილი სისტემა, მურუსიძის დამპალი სასამართლო და ქოცების დამპალი ხელისუფლება!!!
ფინანსურმა საავტორო უფლებათა ასოციაციის დოკუმენტაცია დალუქა

საავტორო უფლებათა ასოციაციაში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური უკვე 7 საათზე მეტია საგამოძიებო მოქმედებებს ატარებს. დალუქულია დოკუმენტაცია. ადგილზე იმყოფება ასოციაციის ხელმძღვანელი გიგა კობალაძე. ის ამ ეტაპზე დაკავებული არ არის. ფინანსთა სამინისტროს ოფიციალური განცხადებით, გამოძიება თანხების შესაძლო მითვისების ფაქტზე მიმდინარეობს. გამოძიების დაწყება კი, ოფიციალური ცნობით, გასული წლის მაისში, ავტორ-შემსრულებლების განცხადებას უკავშირდება, რომლითაც ისინი ფინანსურ უწყებას მოუწოდებდნენ, დაინტერესებულიყო […]
საგამოძიებო სამსახურმა საავტორო უფლებათა ასოციაციის საქმიანობის გამოძიება დაიწყო

ფინანსთა საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ავტორ-შემსრულებელთა კოლექტიური განცხადების საფუძველზე, მიმდინარეობს გამოძიება „საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის“ თავმჯდომარის მიერ, ავტორ-შემსრულებელთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების შესაძლო მითვისების ფაქტზე (საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მესამე ნაწილი). როგორც საგამოძიებო სამსახური აცხადებს, საქმის ვითარების გასარკვევად საჭირო ფაქტობრივი გარემოებების დადგენის მიზნით, მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. საგამოძიებო სამსახურის ცნობითი, ისინი საზოგადოებას პერიოდულად მიაწვდიან […]
ისრაელის თავდაცვის მინისტრი – ღაზაში ბრძოლების შეჩერება ლიბანთან საზღვარს არ შეეხება

ღაზაში ბრძოლების შეჩერება ლიბანთან საზღვარს არ შეეხება, – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა განაცხადა. გალანტმა აღნიშნა, რომ ღაზაში მიმდინარე ისრაელ-„ჰამასის“ ომის შეჩერება ლიბანში მდებარე ტერორისტულ დაჯგუფება „ჰეზბოლასთან“ ბრძოლებზე არ გავრცელდება. „თუ „ჰეზბოლას“ ჰგონია, რომ როდესაც სამხრეთში ცეცხლის შეწყვეტა იქნება ის ცეცხლს შეწყვეტს და ჩვენც შევჩერდებით, ისინი ძალიან დიდ შეცდომას უშვებენ… გარკვევით ვამბობ: სანამ […]
პარლამენტის ბიუროს მთავრობის ახალი შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა – „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“ წარედგინა

პარლამენტის ბიუროს მთავრობის ახალი შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა – „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“, განხილვისთვის წარედგინა – ამასთან, ბიურომ პლენარული სესიის პირველ სხდომაზე, 6 თებერვალს, პრეზიდენტის ბოლო ანგარიშის მოსმენა დღის წესრიგში დაამტკიცა. მთავრობის ახალი შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების პროცესი ჯერ პარლამენტის კომიტეტებზე, ფრაქციებისა და პოლიტიკური ჯგუფის სხდომებზე, შემდეგ კი პლენარულ სესიაზე წარიმართება. მთავრობის შემადგენლობაში ცვლილება […]
ვაჟა ბერიძე – საარჩევნო კამპანიაა და ამ დროს პარტიის თავმჯდომარე უნდა გავიდეს ხალხში, შეხვდეს ადამიანებს, გააგებინოს საით მიდის ქვეყანა და ამ თვალსაზრისით ღარიბაშვილი უკეთესი ფიგურაა, ვიდრე კობახიძე

საარჩევნო კამპანიაა და ამ დროს პარტიის თავმჯდომარე უნდა გავიდეს ხალხში, შეხვდეს ადამიანებს, გააგებინოს საით მიდის ქვეყანა და ამ თვალსაზრისით ღარიბაშვილი უკეთესი ფიგურაა, ვიდრე კობახიძე, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა ვაჟა ბერიძემ სამთავრობო ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა. როგორც პოლიტოლოგმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა, „კობახიძე და დიალოგი საზოგადოებასთან, ეს ჯერჯერობით წარმოუდგენელია“. მისივე მოსაზრებით, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის „წასვლა, მოსვლა, […]